ფინანსური კუთხით კომპანიის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ბიზნესის ადეკვატური საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება, ანგარიშგების სწორად შედგენა და მისი დროული წარდგენა მაკონტროებელ ორგანოებში. თუ დროულად წარადგენთ დეკლარაციებს და გადასახადებს მოცემულ ვადაში გადაიხდით, მაშინ საქართველოში საგადასახადო სფეროს ჯარიმები თქვენ არ გემუქრებათ.

ჯარიმები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისთვის

საქართველოში დაბეგვრის სისტემა ქვეყნის კოდექსით რეგულირდება. თუ კომპანია სწორად შეადგენს ანგარიშგებებს და დროულად წარდგენს მათ საგადახადო ორგანოში, მაშინ საქართველოს საგადასახადო სფეროს ჯარიმები მისთვის საშიშროებას აღარ წარმოადგენს. სანქციები ასევე არ დაეკისრება , თუ კომპანია იქამდე იხდიდა გადასახადებს, ხოლო დაშვებული შეცდომა უნებლიე იყო, რადგან, უბრალოდ, არ იცოდა ზოგი მოთხოვნა.
იმ შემთხვევაში, როდესაც აღმოჩენილია შეცდომა საგადასახადო ანგარიშგებასა ან მისი წარდგენის ვადებში, საგადასახადო ორგანო ადგენს ოქმს. იმ პირს, რომელმაც დაარღვია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნა, შუეძლია მოცემულ ოქმში დატოვოს კომენტარი ან შენიშვნა.
საქართველოში საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისთვის შესაძლებელია, დაგეკისროთ შემდეგი სახის სანქციები:

  • გაფრთხილება;
  • ფულადი სახის ჯარიმა ან საურავი;
  • სამართალდამრღვევის ქონების კონფისკაცია ან დაყადაღება.

რამდენიმე დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, სანქციები თითოეულ მათგანზე დაეკისრებათ. სამართალდამრღვევ პირზე დაკისრებული სანქციები ფორმდება ოქმით.

გაფრთხილება

გაფრთხილება შეიძლება მოგცენ როგორც წერილობითი ფორმით, ისე ელექტრონულად, გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდის საშუალებით. გაფრთხილება მოგეცემათ იმ შემთხვევებში, თუ:

  • ანგარიშგებას წარადგენთ არასწორად ან ვადების დარღვევით;
  • არასწორად აწარმოებთ საბუღალტრო აღრიცხვას;
  • კომპანია ცდილობს, თავი აარიდოს აუდიტორულ შემოწმებას.

ფულადი სახის ჯარიმები და საურავები

გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში, საურავის ოდენობა დამოკიდებულია გადასახადების მოცულობაზე. 2015 წლიდან მიღებულია, რომ საურავი შეადგენს გადაუხდელი გადასახადის თანხის 0,05% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
ფულადი ჯარიმა შეიძლება დაგეკისროთ შემდეგ დარღვევებზე:

  • ანგარიშგებას წარადგენთ არასწორად ან ვადების დარღვევით;
  • არასწორად აწარმოებთ საბუღალტრო აღრიცხვას;
  • კომპანია ცდილობს, თავი აარიდოს აუდიტორთა მიერ შემოწმებას.

კომპანიამ ჯარიმა უნდა გადაიხადოს მისი დაკისრებიდან 30 დღის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სამართალდამრღვევის ქონების კონფისკაცია ან დაყადაღება

კომპანიის ქონების კონფისკაცია ან დაყადაღება მიმართულია იმისკენ, რომ დაიფაროს კომპანიის დავალიანება. დაყადაღება ხდება საგადასახადო ორგანოს მიერ შედგენილი აქტის მიხედვით. შესაძლებელია, როგორც კომპანიის ქონების ნაწილის, ისე მთლიანად დაყადაღება. ამასთან ერთად, ბიზნესის მფლობელისა და მოწმეების თანდასწრებით ხდება ქონების აღწერა და ამ აღწერის შედეგები ფიქსირდება აქტში.
თუ ბიზნესის მფლობელს აქვს შესაძლებლობა დაფაროს საგადასახადო დავალიანება, მას უფლება ეძლევა, განკარგოს თავისი ქონება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავალიანების დაფარვის მიზნით, ქონება გაიყიდება. 5 სამუშაო დღის განმავლობაში მფლობელს დაუბრუნდება ფულადი სახსრები, რომლებიც დარჩება ქონების გაყიდვისა და საგადასახადო დავალიანების დაფარვის შემდეგ.

როგორ უნდა აიცილოთ თავიდან საჯარიმო სანქციებს?

არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის სანქცია იქნება, მაინც ყოველთვის უსიამოვნოა კომპანიისთვის, რადგან ის მის ბალანსს ამცირებს. ყველაზე ცუდ ვარიანტში, კომპანიას შეიძლება მოუწიოს საქმიანობის შეჩერება ან მისი ლიკვიდაცია.
ჯარიმების თავიდან აცილება არაა რთული, თუ ზუსტად შეასრულებთ საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს, კომკრეტულად:

  • საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებისას დაცული უნდა იყოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები;
  • დროულად წარდგეს ანგარიშგებები მაკონტროლებელ ორგანოებში;
  • მთლიანად უნდა იყოს გადახდილი გადასახადები დადგენილ ვადებში.

იმისათვის, რომ სწორად შეავსოთ დეკლარაციები და ყველა გადასახადი დროულად და შესაბამისი მოცულობით გადაიხადოთ, სულაც არაა საჭირო, დამოუკიდებლად გაუძღვეთ ამ საქმეს ან შტატში ბუღალტერი აიყვანოთ. თქვენ შეგიძლიათ, ჩვენს კომპანიას მომართოთ და ჩვენ განგათავისუფლებთ გადასახადების დროულად გადახდის შიშისგან და დეკლარაციების ყოველთვიური შევსებისგან. ჩვენი დახმარებით შეგიძლიათ, არ იფიქროთ გადასახადებზე და მთლიანი დრო დაუთმოთ ბიზნესის განვითარებას.

საბუღალტრო აღრიცხვის წარმოების ღირებულება საქართველოში

საბუღალტრო აღრიცხვის ღირებულების გაანგარიშების მისაღებად შეავსეთ ქვემოთ მოყვანილი ფორმა.