Javascript is required

გადასახადები საქართველოში. საგადასახადო სისტემის უპირატესობები, შეღავათიანი მცირე ბიზნესის სტატუსი საქართველოში

1655
4/27/2023

დღეისათვის მრავალი ქვეყნიდან ჩამოსული მეწარმე ირჩევს საქართველოში ბიზნესის  დარეგისტრირებას, დაბალი გადასახადებისა და ბიზნესის ხელშეწყობის სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების გამო. რაც თავისმხრივ ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას.
მსოფლიო ბანკის «Doing Business»-ის რეიტინგში საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიოში მე-7 ადგილს იკავებს. ასეთი მაღალი შედეგი დიდწილად განპირობებულია ხელსაყრელი საგადასახადო სისტემის წყალობით.

2005 წელს საქართველოში განხორციელდა საგადასახადო რეფორმა, რის შედეგადაც 22 სახის გადასახადიდან კოდექსში მხოლოდ 6 სავალდებულო გადასახადი დარჩა:

საშემოსავლო გადასახადი - 20%;
დამატებული ღირებულების გადასახადი - 18%;
მოგების გადასახადი - 15%;
იმპორტის გადასახადი (საბაჟო გადასახადი) - 0%, 5% ან 12%;
ქონების გადასახადი - 1%-მდე;
აქციზის გადასახადი – განისაზღვრება საქონლისა და მომსახურების სახეობის მიხედვით.

დაბალი გადასახადების გარდა, საქართველოში დარეგისტრირებული კომპანიები კონკრეტული სტატუსის შესაბამისად, სარგებლობენ შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმით.  რაც მათ საშუალებას აძლევს შეიმსუბუქონ საგადასახადო ტვირთი. სტატუსს ანიჭებს შემოსავლების სამსახური კომპანიის იურიდიული ფორმის, საქმიანობის სახეობისა და წლიური ბრუნვის მიხედვით.

შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

მიკრო ბიზნესის სტატუსი. თუ ინდივიდუალური მეწარმე მუშაობს დაქირავებული თანამშრომლების გარეშე, ხოლო წლიური შემოსავალი არ აღემატება 30 000 ლარს, ასეთ მეწარმეს შეიძლება მიენიჭოს მიკრო ბიზნესის სტატუსი. მიკრო ბიზნესი  მთლიანად გათავისუფლებულია საგადასახადო ტვირთისაგან. მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა და წარადგინოს წლიური საგადასახადო დეკლარაცია დადგენილ თარიღამდე.

მცირე ბიზნესის სტატუსი. ეს საგადასახადო სტატუსი ყველაზე გავრცელებულია და ენიჭება 500 000 ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე ინდივიდუალურ მეწარმეს.გადასახადის განაკვეთი შემოსავლის მხოლოდ 1%-ია.

მიკრობიზნესისგან განსხვავებით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდივიდუალურ მეწარმეს უფლება აქვს დაიქირავოს პერსონალი. მან უნდა აწარმოოს სათანადო აღრიცხვა და წარადგინოს ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაცია საანგარიშო მოხსენების მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.

თუ მეწარმის წლიური შემოსავალი 500 000 ლარს აღემატება, მცირე ბიზნესის სტატუსი მას რჩება მომდევნო 2 წლის განმავლობაში, მაგრამ გადასახადის განაკვეთი 3% - მდე გაიზრდება.

ფიქსიერბული გადასახადის გადამხდელის სტატუსი. განკუთვნილია მეწარმეებისთვის, რომლებიც ეწევიან გარკვეული ტიპის საქმიანობას როგორიცაა (მანიკურის სპეციალისტი, სტილისტი, მასაჟისტი, დალაქი, მანქანის მომსახურების სპეციალისტი, მცხობელი), რომელთაგან თითოეულს აქვს ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს გადასახადი ყოველი თვის მე-15 დღემდე. თუ მეწარმე დროებით არ მუშაობს, მან შეუძლია მიმართოს შემოსავლების სამსახურს და დროებით შეაჩეროს ფიქსირებული გადასახადის გადახდა.

საგადასახადო დეკლარაციის რეგისტრაცია. საქართველოში რეგისტრირებულ ყველა ბიზნესს უწევს საგადასახადო დეკლარაციის შევსება, რაც გარკვეულ სირთულეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. Jara Accounting- ი გთავაზობთ საგადასახადო დეკლარაციის დროულად მომზადებასა და წარდგენაში დახმარებას, ასევე საგადასახადო ტრენინგ სერვისებს, რისი წყალობითაც ყველა მეწარმე შეძლებს დამოუკიდებლად წარადგინოს სწორი მონაცემები პირველივე მცდელობისას და თავიდან აიცილოს ჯარიმები.

უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბიზნესის დასაწყებად.  საქართველოში ინდმეწარმის დარეგისტრირების შემთხვევაში შეგილიათ იცხოვროთ მსოლფიოს ნებიმსიერ ქვეყანაში და გადასახადები დისტანციურად გადაიხადოთ, მაშინაც კი, თუკი თქვენი საბანკო ანგარიშები სხვა იურისდიქციაშია დარეგისტრირებული. ასეთ შემთხვევაში, ინდივიდუალურ მეწარმეს გადასახადების გადახდა მესამე პირის მეშვეობით მოუწევს. სურვილის შემთხვევაში, ჯარა ექაუნთინგი დაგეხმარებათ დისტანციურად გადაიხადოთ გადასახადები.

შედარებითი ცხრილი: დაბეგვრის რეჟიმი $30 000 შემოსავლის მოქნე ბიზნესისთვის საქართველოში და ევროპის ქვეყნებში

 

Ქვეყანა

წლიური შემოსავალი აშშ დოლარში

გადასახადის განაკვეთი პროცენტებში

საგადასახადო ტვირთი წელიწადში აშშ დოლარში

სხვა შენატანები წელიწადში პროცენტულად

სხვა შენატანები წელიწადში აშშ დოლარში

წმინდა შემოსავალი წელიწადში

საქართველო (მცირე ბიზნესი)

30 000

1%

300

გათავისუფლებულია

0

29 700

სერბეთი

30 000

10% (შემოსავლები-ხარჯები)

1909 წ.5

მინიმალური ხელფასით 37,5%.

905

27 186

ჩეხეთი

30 000

ფიქსირებული თანხა

2954.4

გათავისუფლებულია

0

27 046

ლიტვა

30 000

15% ( შემოსავალი-ხარჯები). ინდივიდუალური მეწარმეების არჩევით, შემოსავლის 30% შეღავათიანია. ხარჯები 10000 დოლარია

1328.25

19.5%გათავისუფლებულია

2145 წ

26 527

ბულგარეთი

30 000

15%

4500

გათავისუფლებულია

-

25 500

პოლონეთი

30 000

15%

4 470

ფიქსირებული თანხა პირველი 2 წლის განმავლობაში

1,800 (შეღავათების ჩათვლით)

23 730

ლატვია (თვითდასაქმებული პირი

30 000

20% (ექვემდებარება 10,000 აშშ დოლარის ხარჯების გამოკლებას)

4000

37,07% 500 ევროდან (597,35 აშშ დოლარი) და 5% სხვაობა მიღებულ შემოსავალსა და 500 ევროს (597,35 აშშ დოლარი) 10,000 აშშ დოლარის ხარჯების გამოკლებით.

2850.48

23149,52

ესტონეთი

30 000

20% (ექვემდებარება 10,000 აშშ დოლარის ხარჯების გამოკლებას + 33% სოციალური გადასახადს + 6,000 ევრო დაუბეგრავი შემოსავალი

1 575

2% (დაგროვებითი პენსია) + 33% სოციალური გადასახადი შემოსავლის ოდენობაზე გამოქვითვით

4 355

23 070

მონტენეგრო

30 000

9% + დამატება. გადასახადი 13%

2135.7 (ექვემდებარება ხარჯების 30%-ის დაკლებას და დამატებით გადასახადს 13%).

ქვეყნის საშუალო ხელფასის 33.8%.

5684.72

22179,58

 

შპს-სთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი

თავისუფალი ინდუსტრიული ზონები. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს თავისუფალი ინდუსტრიული ზონები სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით.  ასეთი ზონები სამ რეგიონშია გახსნილი : თბილისში, ქუთაისსა და ფოთში. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარე საწარმოებს აქვთ შემდეგი უპირატესობები:

საშემოსავლო გადასახადი - 0%;
დივიდენდის გადასახადი - 0%;
დამატებული ღირებულების გადასახადი - 0%;
ქონების გადასახადი - 0%;
საქართველოში საქონლის ყიდვა-გაყიდვის შემთხვევაში გადასახადი იქნება ფაქტობრივი შემოსავლის 4%.

ვირტუალური ზონის სტატუსი. ვირტუალური ზონის სპეციალური სტატუსის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედ საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიებს, რომლებიც ქვეყნის იურისდიქციაში ქმნიან პრუდქტს, ხოლო რეალიზაციას ახდენენ მის საზღვრებს გარეთ. ასეთ შემთხვევაში მეწარმეები ყველა გადასახადისგან თავისუფლდებიან, გარდა დივიდენდის გადასახადისა, რომლის განაკვეთი 5%ს შეადგენს.

საერთაშორისო კომპანიის სტატუსი. ასეთი შეღავათიანი პროგრამა დიდი ბრუნვის მქონე კომპანიებისთვის იქნება საინტერესო.საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მისაღებად ბიზნესი საქართველოში უნდა იყოს რეგისტრირებული და მისი აქციონერების 50%-ს უნდა ჰქონდეს არარეზიდენტის სტატუსი. ამასთან, გასათვალისწინებელია შეზღუდვები კომპანიის მინიმალურ სამუშაო გამოცდილებისა და საქმიანობის მიხედვით. საერთაშორისო კომპანიის სტატუსი გაძლევთ უფლებას ისარგებლოთ შემდეგი შეღავათებით:

საშემოსავლო გადასახადი — 5% (ნაცვლად 20%);
მოგების გადასახადი — 5% (ნაცვლად 15%);
გადასახადი დივიდენდებზე - 0% (ნაცვლად 5%).

გარდა ამისა, საქართველოში მოქმედებს კაპიტალის დაბეგვრის ესტონური მოდელი, რაც მოგების გადსახადისგან ათავისუფლებს  კომპანია ახორციელებს მიღებული მოგების რეინვესტიციას საწარმოს განვითარებაში.  

გადასახადების დაბალი განაკვეთები, მარტივი საკანონმდებლო ბაზა და ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები  საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად აქცევს ბიზნესის განვითარებისთვის. აქ ბიზნესის კეთება მარტივია და სახელმწიფოს მთელი ძალისხმევა მიმართულია სამეწარმეო საქმიანობის განვითAრებისკენ.

 

თუ საქართველოში ბიზნესის კეთება გადაწყვიტეთ ან გაგიჩნდათ შეკითხვა საგადასახდო დაბეგვრასთან ან/და ფინანსებთან დაკავშირებით, Jara Accounting-ის სპეციალისტები მზად არიან დაგეხმარონ.

უფასო კონსულტაცია
მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ფინანსური, იურიდიული სერვისების და ბიზნესის რეგისტრაციის შესახებ Jara Accounting სპეციალისტისგან. ჩასაწერად შეავსეთ ფორმა.