Javascript is required

კონფიდენციალურობის შესახებ პოლიტიკა

ჩვენ ვაფასებთ ამ ვებგვერდზე თქვენს ვიზიტს და იმ ინტერესს, რომელსაც ჩვენს  მიმართ იჩენთ. 
თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენი ვებგვერდის სტუმრობის განმავლობაში, გვსურს თავს კომფორტულად გრძნობდეთ. კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ წინამდებარე შეტყობინება გაცნობებთ, თუ რა ვალდებულებებს ვიღებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად.

ტერმინთა  განმარტება:

„კონფიდენციალური ინფორმაცია“ ნიშნავს ნებისმიერი სახის კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომელიც ცნობილი გახდა მიმღები მხარისთვის გამამჟღავნებელი მხარის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის შემდეგ, რაც არასაჯაროა, კონფიდენციალურია და/ან საკუთრების ბუნებას ატარებს. კონფიდენციალური ინფორმაცია მოიცავს: 
ა) ინფორმაციას, რომლის გადაცემაც ხდება წერილობით, ზეპირად, ვიზუალურად, ელექტრონულად ან ნებისმიერი სხვა საშუალებით;
ბ) მიმღები მხარისთვის წარმოდგენილ ინფორმაციას მესამე მხარის მიერ იმ პირობებში, როდესაც მიმღები მხარე ვალდებულია არ გაამჟღავნოს ასეთი ინფორმაცია;

კონფიდენციალური ინფორმაცია არ მოიცავს რაიმე სახის ინფორმაციას, რომელიც ხდება საზოგადოდ ხელმისაწვდომი სხვა გარემოების შედეგად და არა მიმღები მხარის მიერ გამჟღავნების გამო ან მისი რომელიმე უფლებამოსილი პირის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევის შედეგად; ან იმყოფებოდა მიმღები მხარის მფლობელობაში კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებამდე გამამჟღავნებელი მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ინფორმაციის წყარო არ იყო ცნობილი მიმღები მხარის მიერ, როგორც ასეთი ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის ვალდებულება; და/ან ხდება ხელმისაწვდომი მიმღები მხარისთვის ან მიმღები მხარის უფლებამოსილი პირებისთვის არაკონფიდენციალურ საფუძველზე სხვა წყაროდან, გამამჟღავნებელი მხარის ან გამამჟღავნებელი მხარის უფლებამოსილი პირების გარდა, იმის გათვალისწინებით, რომ  ასეთი წყარო არ იყო ცნობილი მიმღები მხარისთვის, როგორც ასეთი ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის ვალდებულება.

 

„გამამჟღავნებელი მხარე“  ნიშნავს მხარეს, რომელსაც უკავშირდება კონფიდენციალური ინფორმაცია.


„მიმღები მხარე“ ნიშნავს მხარეს, რომელმაც მიიღო კონფიდენციალური ინფორმაცია მეორე მხარესთან დაკავშირებით.

 

მიმღები მხარე ვალდებულია:

მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით. არ გამოიყენოს კონფიდენციალური ინფორმაცია ან მისი ნებისმიერი ნაწილი ნებისმიერი სხვა მიზნით, გარდა დანიშნულებისა.

 

კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვის ვადა

კონფიდენციალური ინფორმაცია ინახება რა ვადითაც საჭიროა შესაბამისი საქმიანობისთვის ან მომსახურების გასაწევად. ასევე არსებობის შემთხვევაში კანონით განსაზღვრული ვადით.


მნიშვნელოვანი პირობები

თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას, არ განაგრძოთ ვებგვერდის მომდევნო გვერდებით სარგებლობა. ჩვენ დროდადრო შეიძლება განვაახლოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ამრიგად, გირჩევთ პერიოდულად გადახედოთ ამ ვებგვერდს ნებისმიერი ცვლილების სანახავად. ჩვენ შეგატყობინებთ ნებისმიერი ცვლილების შესახებ ამ ვებგვერდზე კონფიდენციალურობის პოლიტიკის შინაარსის განახლებით. ეს ცვლილებები ძალაში შედის ამ ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე. წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ყველა სახის ინფორმაციაზე, რომელსაც თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების შედეგად მოიპოვებს მიმღებმა. წინამდებარე პოლიტიკის პირობები ვრცელდება მიმღებთან თქვენი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გაფორმებულ ნებისმიერ დამატებით შეთანხმებაზე ან სახელშეკრულებო პირობაზე.
არასრულწლოვანთან დადებულ გარიგებებზე მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისიწინებული შესაბამისი ნორმები.
მხარეთა შორის არსებული უთანხმოება კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებით წყდება მხარეთა ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს სასამართლოს გზით.

 

უსაფრთხოება

მიმღებმა მოახდინა მისთვის ხელმისაწვდომი ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომის იმპლემენტაცია, იმისათვის, რომ მიმღების მიერ ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.
ჩვენ ვაფასებთ თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარებით გამოცხადებულ ნდობას და ვცდილობთ  მის დასაცავად გამოვიყენოთ უსაფრთხო სამართლებრივი მეთოდები. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ინტერნეტით ინფორმაციის გადაცემის არცერთი მეთოდი ან ელექტრონული შენახვის მეთოდი არ არის 100%-ით უსაფრთხო და საიმედო და მისი აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს.

როგორ გიცავთ კანონი

თქვენი კონფიდენციალურობა დაცულია, როგორც წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობითა და  მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციით (GDPR) (E.U.). კანონის შესაბამისად, თქვენ უფლებამოსილი ხართ მოგვთხოვოთ ზუსტი ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია: თქვენთან დაკავშირებული რომელი მონაცემების დამუშავება ხდება; რა არის მონაცემთა დამუშავების მიზანი; მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი და კანონით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია. 
მოქმედი კანონმდებლობით ან რეგულაციებით გათვალისწინებული წესით, თქვენ შეგიძლიათ:  გვთხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალური მონაცემების გადმოცემა, მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალურ მონაცემებში უსწორობის აღმოფხვრა ან წაშლა.