მცირე ბიზნესზე დაბალი გადასახადები, ნებისმიერი ბიზნესის რეგისტრაციის მარტივი და სწრაფი პროცესი საქმის დაწყებისთვის ან გაგრძელებისთვის საქართველოს იდეალურ ადგილად წარმოაჩენს. მთავრობა დაინტერესებულია უცხოური ინვესტიციების მოზიდვით, ამიტომ გადასახადები და ბიზნესის რეგისტრაციის პროცესი უცხოელებისთვის ისეთივეა, როგორც ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
საქართველოში მცირე ან საშუალო ბიზნესის განვითარება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს. ამ სტატიაში მოგიყვებით თუ როგორ ფორმირდება საქართველოში მცირე ბიზნესზე გადასახადები და როგორია საგადასახადო აღრიცხვაზე დადგომის წესი.
მცირე ბიზნესის რა ფორმებია საქართველოში?
თქვენი ბიზნესის სტატუსის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორებია შემოსავალი და გყავთ თუ არა დაქირავებული თანამშრომლები. ყოველ სტატუსს აქვს მკაფიო საზღვრები, განსხვავებულია დაბეგვრის საპროცენტო განაკვეთი და ჯარიმები, დაკისრებული სამართლებრივი სტატუსის ნორმების დარღვევის შემთხვევაში. ყველა პირობა შეტანილია საქართველოს საგადასახადო კოდექსში და არ ექვემდებარება გასაჩივრებას . მცირე ბიზნესის მფლობელებმა ყოველთვიურად უნდა წარადგინონ დეკლარაციები შემოსავლების შესახებ, შესაბამისად, გადაიხადონ მცირე ბიზნესის გადასახადები.
ბრუნვასა და სავარაუდო შემოსავლის მოცულობაზე დაყრდნობით შეიძლება გამოიყოს სხვადასხვა სახის მცირე ბიზნესი:
- მიკრობიზნესი - ბიზნესის მართვის ყველაზე მარტივი ფორმა 30000 ლარამდე ოდენობის წლიური ბრუნვით დაქირავებული თანამშრომლების გარეშე. საერთოდ არ ეკისრებათ მოგების გადასახადი, თუმცა აუცილებელია ოფისის ქირის 5%-ის გადახდა. საქართველოში მიკრობიზნესის ძირითად ნაწილს წარმოადგენს საოჯახო ბიზნესი, კერძო სასტუმროები, ჰოსტელები, სასტუმრო სახლები, ხელოსნები, ტაქსის მძღოლები, ტურისტული გიდები და ა.შ;
- მცირე ბიზნესი 100000 ლარამდე წლიური ბრუნვით. ხარჯების გამოქვითამდე იბეგრება ბრუნვის 1%-ით;
- მცირე ბიზნესი 100000 ლარიდან 500000 ლარამდე წლიური ბრუნვით. იბეგრება ბრუნვის 1%-ით და ბრუნვის 18% დღგ-თი.
- მცირე ბიზნესი 500000 ლარზე ზევით წლიური ბრუნვით ხდება ინდ.მეწარმე და იხდის მოგების 20%-ს და ბრუნვის 18% დღგ-ს.
როგორ დავდგეთ საგადასახადო აღრიცხვაზე საქართველოში?
თავდაპირველად, უნდა განსაზღვროთ სავარაუდო შემოსავლისვლის ბრუნვა და მოცულობა, აქედან გამომდინარე კი აირჩევთ მცირე ბიზნესის შესაფერის ფორმას. შედეგად, რეგისტრაციის პროცესი საკმაოდ სწრაფი და მარტივი იქნება. შემდეგ საჭიროა, პასპორტითა და ნოტარიულად დამოწმებული იურიდიული მისამართით მიხვიდეთ იუსტიციის სახლში ქართული ენის მცოდნე ადამიანთან ერთად. განცხადების შევსებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის შემდეგ მოგიწევთ მოცდა არაუმეტეს ორი დღისა. თქვენი მცირე ბიზნესის დარეგისტრირების მერე კი საჭირო იქნება, მიმართოთ შემოსავლების სამსახურს, რათა გადმოგცენ გადასახადების გადამხდელის ელექტრონულ კაბინეტზე წვდომა (მომხმარებელი და პაროლი).ყველაფერი საკმაოდ მარტივია, თუმცა უცხოელები და ისინი, რომლებსაც სურთ დისტანციურად წამოიწყონ ბიზნესი საქართველოში, ხშირად დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებიან ამ პროცესს. ამასთან ერთად, ყველას არ სურს,რომ დახარჯოს დრო საქართველოს კანონმდებლობის ბიუროკრატიული მოთხოვნების შესწავლაზე და დამოუკიდებლად აწარმოოს საბუღალტრო აღრიცხვა. სწორედ ასეთ შემთხვევებში მომართავენ ჩვენს კომპანიას. ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით თქვენი ბიზნესის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ჩამოყალიბებაში და სავარაუდო შემოსავლის გამოთვლის შემდეგ შემოგთავაზებთ ოპტიმალურ ვარიანტს. უფასო კონსულტაციისთვის დატოვეთ განაცხადი საიტზე.