Javascript is required

საერთაშორისო კომპანიები - ოფშორის ახალი სახეობა საქართველოში

877
2/10/2021

გლობალური პანდემიის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ცდილობს შექმნას ქვეყანაში უცხოელებისთვის მიმზიდველი ბიზნეს-გარემო. ამ წლის ყველა გამოწვევის გათვალისწინებით, ბიზნესის ატმოსფერო, საშეღავათო საგადასახადო სისტემის დამსახურებით, სტაბილურად გამოიყურება, რაც ერთმნიშვნელოვანი სტიმულია უცხოური კომპანიებისთვის ჩამოვიდნენ ამ ქვეყანაში. საქართველო სულ უფრო მეტ ყურადღებას იქცევს საერთაშორისო ბიზნეს გაერთიანების მხრიდან, რადგან დაბალი გადასახადები და რეგისტრაციის მარტივი პროცესი ხელსაყრელ გარემოს ქმნის ინვესტიციებისთვის.

საქართველო იურიდიულ პირებს, მართლაც რომ, ბევრ შეღავათს სთავაზობს გადასახადებზე, მაგალითად, გადასახადის სპეციალური რეჟიმი კომპანიის მოგებაზე, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადახდა საჭიროა მხოლოდ დივიდენდების განაწილებისას. უფრო დასწვრილებით საქართველოში ბიზნეს შეღავათებზე შეგიძლიათ, წაიკითხოთ ჩვენს სტატიაში.

ახალი საგადასახადო შეღავათები საქართველოში

შეღავათების დაწესება გახდა დამატებითი მოტივაცია კომპანიებისთვის, გადმოეტანათ თავისი საქმიანობა საქართველოში. ახალი საგადასახადო სისტემა ტრანსნაციონალურ კორპორაციებს ასტიმულირებს, გადმოიტანონ თავიანთი IT მომსახურების ცენტრები საქართველოში. ამის წყალობით, ისინი არა მარტო გადასახადებზე აკეთებენ ეკონომიას, არამედ შეუძლიათ, იმედი იქონიონ შრომის გადასახადის ხარჯების შემცირებაზეც. კომპანიების მეორე ტიპი, რომლის მიმართაც მიღებულია ახალი შეღავათები არის - სანავიგაციო.

საერთაშორისო კომპანიის სტატუსის და, შესაბამისად, საგადასახადო შეღავათების მიღების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა განმცხადებლის მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება. გარდა ამისა, აუცილებელია რეალური ბიზნესის დემონსტრირება საქართველოში (საქართველოში გაწეული ხარჯები, დაქირავებული პერსონალის ყოლა ქვეყანაში და ა.შ.).

საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მიღება შეუძლია საქართველოს რეზიდენტ კომპანიას, რომელიც იბეგრება მოგების გადასახადით (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად). ასევე, კომპანიის საქმიანობა უნდა იყოს ნებადართული (ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი მოცემულია მთავრობის No 619 განკარგულებაში). ან კომპანიის პარტნიორს, რომლის მფლობელობაშია წილის მინიმუმ 50%, უნდა ჰქონდეს ამ სფეროში მუშაობის ორწლიანი გამოცდილება.

ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისები უნდა მიეწოდოს იმ პირებს, რომელთა რეგისტრაციის ან მართვის ადგილი არის საქართველოს საზღვრებს გარეთ. ეს სერვისები შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილს:

  1. პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა;
  2. კომპიუტერული თამაშების გამოცემა;
  3. სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა;
  4. კომპიუტერული პროგრამირება, კონსულტირება ან შერეული საქმიანობა.

ასეთი კომპანიებისთვის გათვალისწინებულია შემდეგი შეღავათები:

  • მოგების გადასახადის განაკვეთი 5%-ის ოდენობით (15%-ის ნაცვლად);
  • სახელფასო გადასახადი - 5%, ნაცვლად 20 %-სა;
  • გარდა ამისა, დივიდენდების გადახდაზე დაკავებული გადასახადი იქნება 0%, 5% -ის ნაცვლად.

გამოდის რომ, საერთაშორისო კომპანიებს გადასახდელი ექნებათ მხოლოდ 5% გამოყვანილი მოგებიდან ( არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოში მოქმედებს კაპიტალის რეინვესტირების ესტონური მოდელი, რაც გულისხმობს, რომ კომპანიებს ყოველთვიურად გადახდის ვალდებულება არ ეკისრებათ) და 5% ხელფასების გადახდისას, რაც არსებითად ამცირებს საგადასახადო ზეწოლას ბიზნესზე.

გარდა ამისა, საერთაშორისო კომპანიები საქართველოში ნაწილობრივ განთავისუფლებულები იქნებიან  ქონების გადასახადისგან და შეეძლებათ, შეამცირონ კორპორაციული მოგების გადასახადის ბაზა.

როგორ შეიძლება საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მოპოვება

აუილებელია დამტკიცებული ფორმით განცხადების დაწერა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახურში, 10 სამუშაო დღის განმავლობაში სამინისტრო განიხილავს განაცხადს, თუ განაცხადი შეესაბამება მოთხოვნებს, ის გადაეცემა მთავრობას (განხილვის ვადები არ არის დადგენილი). 

კომპანიამ, რომელსაც ახალი რეგულაციები ეხება, უნდა შეავსოს განაცხადი და მიიტანოს საგადასახადო სამსახურში. განცხადება განაცხადის შეტანაზე შედგება შემდეგისგან:

  1. სარეგისტრაციო მონაცემები (სახელი, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, კომპანიის კოდი);
  2. საკონტაქტო ინფორმაცია (იურიდიული მისამართი, ფაქტიური მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა);
  3. საქმიანობის ტიპების ჩამონათვალი;
  4. დირექტორის ხელმოწერები.

საქართველოში საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მოპოვებისას საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, ასეთი კომპანიის რეესტრს აწარმოებს საგადასახადო სამსახური.

თუ თქვენი კომპანია აკმაყოფილებს ყველა ზემოჩამოთვლილ მოთხოვნას, მაშინ Jara Accounting-ის სპეიალისტები დაგეხმარებიან, უპრობლემოდ მიიღოთ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი და შესაბამისი შეღავათები. 

უფასო კონსულტაცია
მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ფინანსური, იურიდიული სერვისების და ბიზნესის რეგისტრაციის შესახებ Jara Accounting სპეციალისტისგან. ჩასაწერად შეავსეთ ფორმა.