საქართველოში საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვის აღდგენით შეიძლება დაინტერესდნენ ის კომპანიები და ინდივიდუალური მეწარმეები, რომელთაც, გარკვეული მიზეზით, არ აქვთ ან არასათანადოდ ხდება საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა. თუ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ თქვენი საქმის საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვის წარმოების ხარისხი არ შეესაბამება მოთხოვნებს, შეიძლება, დაგჭირდეთ საქმიანობის დასაწყისიდან წარმოებული საბუღალტრო აღრიცხვის მთლიანად აღდგენა. მოცემულ სტატიაში დაგეხმარებით, გაერკვეთ ამ პროცესის ყველა ნიუანსში.
რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვის გამართული წარმოება საქართველოში
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველი კომპანია ვალდებულია, აწარმოოს საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა, მაგალითად, კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმებისას, საგადასახადო ინსპექცია, პირველ რიგში, ითხოვს ელეტრონული აღრიცხვის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც შედგა და მოწოდებულ იქნა დეკლარაციები.პრაქტიკაში გვხვდება სხვადასხვაგვარი შეცდომა:
- არ არის ელექტრონული აღრიცხვა - მოწოდებულია მხოლოდ ის დეკლარაციები, რომლებიც შედგენილია საბანკო ამონაწერების ან სხვა შიდა ცხრილების მიხედვით Excel ფორმატში.
- არ არის არც საბუღალტრო, არც საგადასახადო აღრიცხვა - დეკლარაციების მოწოდება სულ არ ხდება ან არასრული მოცულობით და შეცდომებით, რომლებიც კორექტირებას საჭიროებს. ზოგჯერ, ასეთი კომპანიები გადარიცხავენ საჭირო გადასახადებს შესაბამისი წერილობითი დეკლარაციების წარდგენის გარეშე.
მოვიყვანთ მაგალითს ჩვენი სამუშაო პრაქტიკიდან. ერთ-ერთმა კლიენტმა მოგვმართა დეკლარაციების შემოწმების თაობაზე. დასაწყისშივე ნათელი გახდა, რომ არაკომპეტენტურმა ბუღალტერმა დარიცხული ხელფასებიდან შეადგინა დეკლარაციები მხოლოდ საშემოსავლო გადასახადზე, ხოლო 45 წლამდე თანამშრომლებისთვის საპენსიო შენატანთან (შეადგენს 2% ან 4%-ს გამომდინარე შეთანხმებიდან დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის) დაკავშირებული დეკლარაცია დაავიწყდა. შედეგად მოყვა ჯარიმები და საურავები. აღრიცხვის აღდგენა, პირველ რიგში, თავიდან აგარიდებთ სანქციებს შემოსავლების სამსახურის მხრიდან და, ასევე, საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვას მოიყვანს შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
რისგან შედგება აღდგენის პროცესი და რითი უნდა დავიწყოთ მომზადება
საბუღალტრო აღრიცხვის აღდგენა შრომატევადი პროცესია, მიმართული ფინანსური დოკუმენტების მოწესრიგებისკენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად . კომპანიები ძირითადად მოგვმართავენ შემდეგ საკითხებზე:
- როდესაც საბუღალტრო აღრიცხვა არ წარმოებდა კომპანიის დაარსების დღიდან;
- წინა ბუღალტრის არაკომპეტენტურობისას, რამაც შექმნა გარკვეული პრობლემები და საჭიროა მთლიანი აღრიცხვის პერიოდის გადამოწმება;
- თუ პირველად დოკუმენტაციაში აღმოჩენილია შეცდომები და უზუსტობები;
- საქმის დაჭერისას არაკეთილსინდისიერ ბუღალტერთან, რომელიც კომპანიაში მუშაობდა, თუმცა უთანხმოების გამო დატოვა თანამდებობა და არ დააბრუნდა დოკუმენტები;
- ფორს-მაჟორული გარემოებისას, რამაც გამოიწვია პირველადი დოკუმენტების დაკარგვა.
საბუღალტრო აღრიცხვის აღდგენის კონკრეტული ვადები საქართველოს კანონმდებლობაში არაა გაწერილი. პროცესის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი კომპანიის არსებობის დროსა და ფინანსური საქმიანობის მოცულობაზე. მაგრამ, რა თქმა უნდა, რაც მალე მოიყვანთ წესრიგში თქვენს ბუღალტერიას, მით ნაკლებია შანსი, რომ საგადასახადო შემოწმება დაგაჯარიმებთ აუცილებელი დოკუმენტაციის არქონისთვის ან, საერთოდ, დაბლოკავს თქვენს საქმიანობას.აღრიცხვის აღდეგისთვის აუცილებელია:
- მიიღოთ ინფორმაცია, წარმოებდა თუ არა ელექტრონული აღრიცხვა და რომელ პროგრამაში, მიიღოთ წვდომა მასთან;
- გადასცეთ კომპანიის საბანკო ამონაწერი მთლიან სამეწარმეო პერიოდზე Excel ფორმატში;
- მიიღოთ წვდომა საგადასახადო პორტალ RS.ge-ზე (კომპანიის ლოგინი და პაროლი);
- მიიღოთ ყველა არსებული პირველადი დოკუმენტაცია - ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ინვოისები და აქტები ინვენტარიზაციაზე.
თვითონ აღდგენის პროცესი შედგება შემდეგი ნაბიჯებისგან:
- ხელმისაწვდომი პირველადი დოკუმენტაციის საბანკო ტრანზაქციების და დარიცხვების გადატანა საბუღალტრო პროგრამაში ან შესაბამისი ჩანაწერების შემოწმება;
- გაახლებული დეკლარაციების ფორმირება ყველა სახის გადასახადის ელექტრონული აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე;
- ადრე მოწოდებული დეკლარაციების კორექტირება საგადასახადო პორტალზე გაახლებული დეკლარაციების მონაცემებზე დაყრდნობით;
- გადასახადის გადახდა/ანაზღაურება და კლიენტისთვის აღრიცხვის მიწოდება.
ამ პროცესში მეწარმის მთავარი ამოცანაა ორგანიზაციის საქმიანობაზე, საბანკო ამონაწერებზე, პირველად დოკუმენტაციაზე ყველა არსებული მონაცემის შეგროვება. რაც უფრო სრულყოფილად იქნება მოწოდებული დოკუმენტაცია აღრიცხვის აღდგენისთვის, მით მალე შესრულდება მოცემული დავალება.
როგორ ავირიდოთ თავიდან საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვის აღდგენის აუცილებლობა საქართველოში
პირველ რიგში, უნდა გავიგოთ, როგორ მუშაობს ბუღალტერი, რომელსაც ანდობთ თქვენი ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროცესს. აუცილებლად უნდა გაარკვიოთ, თქვენი მომავალი სპეციალისტი რომელ პროგრამაში აწარმოებს აღრიცხვას, რა პერიოდულობით შეაქვს მონაცემები, როგორ გაანგარიშებას მოგაწოდებთ და რა სიხშირით. ამასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად განხილულია ერთ-ერთ წინა სტატიაში.
როდესაც იწყებთ ბიზნესს, განსაკუთრებით, თუ ეს თქვენთვის პირველი შემთხვევაა და, თან , სხვა ქვეყანაში, შეიძლება ბოლომდე ვერ გაიაზროთ და იცოდეთ, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა. როდესაც აღმოაჩენთ უხეშ შეცდომებს და პრობლემები შეგექმნებათ საგადასახადო ინსპექციასთან ან/და დაკარგავთ კონტროლს საკუთარი კომპანიის ფინანსებზე, შეიძლება, უკვე გვიანი იყოს. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვნია, დასაწყისიდანვე საგულდაგულოდ აწარმოოთ საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა, მაგრამ ეს თუ გამოტოვეთ, ჯერ ყველაფერი დაკარგული არაა და არის შესაძლებლობა, აღადგინოთ საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა საქართველოში.არ დაკარგოთ დრო ახალი ბუღალტრის ძიებასა და მისი კომპეტენტურობის შემოწმებაში, ნუ დააყენებთ საფრთხის ქვეშ თქვენს ბიზნესს - Jara Accounting-ის პროფესიონალური პასუხისმგებლობის დაზღვევის მქონე სპეციალისტები მზად არიან გაგიწიონ მომსახურება მაქსიმალურად შეზღუდულ ვადებში, აღადგინონ საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა საქართველოში.