Javascript is required

როგორ ავარიდოთ თავი საგადასახდო ინსპექციის ზედმეტ შემოწმებებს და რა გავაკეთოთ, თუკი ისინი მაინც მოვიდნენ: ექსპერტების რეკომენდაციები და გეგმიური შემოწმების ჩეკ-ლისტი

1249
2/23/2023

თუკი დროულად აბარებთ ანგარიშგებას და იხდით გადასახადებს, არის თუ არა ეს იმის გარანტია, რომ თქვენი კომპანიის მიმართ საგადასახადო ინსპექციას შეკითხვები არ გაუჩნდება? 

4 წელზე მეტია, ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა დარგის კომპანიებთან. ამ ხნის განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ ფულის ბიუჯეტში გადარიცხვა დროულად და სრული მოცულობით არ არის საკმარისი. ჩვენ შევაგროვეთ ჩვენი სპეციალისტების რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც დაგეხმარებათ, რომ  შეამციროთ თქვენს კომპანიაში შემოწმების ჩატარების ალბათობა.

ჩვენ ასევე შევადგინეთ გეგმიური შემოწმების ჩეკ-ლისტი, იმ შემთხვევისთვის, თუკი მისი თავიდან არიდება ვერ შევძელით. 

მასში შეგროვებულია პრაქტიკული რჩევები, რომლებიც ეფუძნება Jara Accounting-ის სპეციალისტების გამოცდილებას. 

 

როგორ ავირიდოთ თავიდან საგადასახადო ინსპექციის ზედმეტი შემოწმებები  

 

კორექტულად და დროულად შეადგინეთ და შეინახეთ  ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები. 

საგადასახადოს შეუძლია, ხარჯები დაუსაბუთებლად ჩათვალოს და ხელახლა გადათვალოს გადასახდელი გადასახადის თანხა, თუკი შემმოწმებელს ეჭვები გაუჩნდება. 

მნიშვნელოვანია, რომ გადასახადის დანიშნულებაში, საგადახდო დავალებებში იყოს მკაფიო ფორმულირება, რომელიც შეესაბამება კომპანიის საქმიანობის სახეს და კონტრაჰენტებს შორის დადებულ ხელშეკრულებას. 

თუკი თქვენ იხდით მომსახურების საფასურს, აუცილებლად უნდა მიიღოთ შემსრულებლისაგან უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი შესრულებული სამუშაოების აქტი. თუკი აქტის ხელმოწერა ხდება მინდობილობით, ამ მინდობილობის ასლი ასევე უნდა დაერთოს საბუთებს. 

თუკი შეიძინეთ საქონელი, საჭიროა ზედნადები. ასევე არ დაგავიწყდეთ იმის შემოწმება, კონტრაჰენტმა  გამოგიწერათ თუ არა ანგარიშ-ფაქტურა და ატვირთა თუ არა (ანგარიშ-ფაქტურა და ზედნადები) საგადასახდო სამსახურის პორტალზე. 

თუკი კონტრაჰენტი არ არის დღგ-ის გადამხდელი, პორტალზე უნდა აიტვირთოს ზედნადები. 

 

აკონტროლეთ ბიზნესის მაჩვენებლები 

მეტისმეტად დაბალი რენტაბელობა, ხელფასი, რომელიც არ შეესაბამება ამ დარგში არსებულ საშუალო ხელფასს და დაბალი საგადასახდო დატვირთვა, ხარჯები, რომლებიც აღემატება შემოსავლებს, რომლებზეც საჭიროა დღგ-ის ანაზღაურება - ეს ყველაფერი მოწმდება საგადასახადო ინსპექციის მიერ. 

 

შეამოწმეთ კონტრაჰენტები. თუკი თქვენ ანგარიშსწორებას აწარმოებთ დაკავშირებულ კომპანიებს შორის, ისეთი ფასებით, რომლებიც არ შეესაბამება საბაზრო ფასებს ან იყენებთ კომპანიებს შეღავათიანი დაბეგვრით, საგადასახადო სარგებლის მისაღებად, თქვენზე შეიძლება ეჭვი მიიტანონ, რომ თავს არიდებთ გადასახადების გადახდას, რასაც შედეგად მოჰყვება შემოწმება და კომპანიის ანგარიშსწორების ანგარიშების დაბლოკვა. 

ხელშეკრულებების დადების წინ გულდასმით შეამოწმეთ კონტრაჰენტები, რომლებთანაც აპირებთ საქმის დაჭერას. 

 

გქონდეთ რეაგირება საგადასახადოს მოთხოვნებზე 

საგადასახადოს ყველა მოთხოვნაზე დროულად უნდა უპასუხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში რისკავთ, რომ მნიშვნელოვნად გააუარესოთ სიტუაცია. 

თუკი თქვენს კომპანიაში ბუღალტრულ აღრიცხვას Jara Accounting-ის სპეციალისტებს მიანდობთ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ - ჩვენ თვითონ დავამუშავებთ საგადასახადოს მოთხოვნებს და მოვამზადებთ პასუხებს მოთხოვნებზე, რითიც შევამცირებთ შემოწმების ალბათობას. 

 

გეგმიური შემოწმების ჩეკ-ლისტი: რა უნდა გააკეთოთ, თუკი მაინც მოვიდნენ 

გამოუყავით შემმოწმებლებს ცალკე სათავსი სამუშაოდ, რათა ისინი არ გადაიკვეთონ თანამშრომლებსა და კლიენტებთან. 

ჩაუტარეთ თანამშრომლებს ინსტრუქტაჟი, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, რა შეიძლება უთხრან შემმოწმებლებს და რა- არა. თქვენ არაფერს მალავთ, მაგრამ თანამშრომლებმა შეიძლება არასწორად გაიგონ შეკითხვა, შეშინდნენ და გასცენ არასრული პასუხი, რამაც შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს უარყოფის აუცილებლობა. 

უმჯობესია, თუკი საგადასახადოს წარმომადგენლებთან ურთიერთობა ექნებათ მხოლოდ დირექტორს, იურისტსა და ბუღალტერს. 

ინსპექტორებს გადაეცით მხოლოდ ის საბუთები, რომლებიც მათ მოითხოვეს. დიდი რაოდენობით საბუთების წარდგენა უმეტეს შემთხვევაში დამატებით შეკითხვებს იწვევს. საბუთების წარდგენამდე შეამოწმეთ    ყველა საჭირო ხელმოწერისა და ბეჭდის არსებობა. 

შეეცადეთ, არ ინერვიულოთ, შემმოწმებლებთან მშვიდად ისაუბრეთ. ისინი თავის საქმეს ასრულებენ და მთლიანობაში საკმაოდ ლოიალურად არიან განწყობილნი კომპანიის მიმართ. 

ხელი არ მოაწეროთ ცარიელ ბლანკებსა და ისეთ საბუთებს, რომელთა შინაარსსაც არ ეთანხმებით. აუცილებლად მიუთითეთ პუნქტები, რომლებსაც არ ეთანხმებით და ხელმოწერაზე უარის თქმის საფუძველი. 

იდეალური სიტუაციაა, თუკი საგადასახადო არ მოდის შესამოწმებლად. ამის მიღწევა შესაძლებელია, თუკი დროულად გადაიხდით გადასახადებს სრული მოცულობით, უზრუნველყოფთ წესრიგს  დოკუმენტბრუნვასა და ბუღალტრულ აღრიცხვაში. ამაში დაგეხმარებიან თქვენს სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე სპეციალისტები. 

უფასო კონსულტაცია
მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ფინანსური, იურიდიული სერვისების და ბიზნესის რეგისტრაციის შესახებ Jara Accounting სპეციალისტისგან. ჩასაწერად შეავსეთ ფორმა.