Javascript is required

ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგება საქართველოში

811
11/19/2020

საქართველოში ფინანსური და საგადახადო ანგარიშგება წარმოადგენს დოკუმენტების წარდგენის მოსახერხებელ სისტემას, რომელიც შეესაბამება მსოფლიო და ევროპულ სტანდარტებს. 2000 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში გატარდა რამდენიმე რეფორმა: თავდაპირველად, მთავრობამ დაამტკიცა საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური აუდიტის წესები, შემდეგ შეამცირა საგადასახადო ზეწოლა მოქალაქეებსა და კომპანიებზე. შედეგად ჩამოყალიბდა სახელმწიფო უწყებებში წარსადგენი ანგარიშგებების გასაგები პროცედურა.

ანგარიშგების სისტემა, პირველ რიგში, გათვლილია მეწარმეებსა და მსხვილ კომპანიებზე. დაბალი საგადასახადო განაკვეთის დამსახურებით კი ქვეყანა სულ უფრო მეტ უცხოურ კაპიტალს იზიდავს. ამიტომ აუცილებელია მეწარმეებმა იცოდნენ, თუ რას ემყარება საგადასახადო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები. გავიგოთ, როგორ ხდება გადასახადების გადახდა საქართველოში და როგორ უნდა ჩავაბაროთ ანგარიში კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

ფინანსური ანგარიშგების სპეციფიკა საქართველოში

სახელმწიფო ახორციელებს ორგანიზაციების საქმიანობის აუდიტს, რათა არ დაუშვას ფულის გათეთრება, კაპიტალის კონტრაბანდა ან ტერორიზმის დაფინანსება.საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების წლიური მონაცემების მოწოდება ხდება საქართველოს კანონმდებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნების მკაცრად გათვალისწინებით.საქართველოში გამოიყენება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (ფასს). საქართველოში ფინანსური ანგარიშგების მიწოდება ხდება კანონით ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ.

კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს საწარმოები ვალდებულნი არიან, წარადგინონ წლიური ფინანსური ანგარიშგებები. ეს მონაცემები გადაეცემა ელექტრონული სახით. ნორმატიული დოკუმენტების თანახმად, ფინანსური ანგარიშგება უნდა წარედგინოს საანგარიშო წლის 1 ოქტომბრამდე. წლიური ფინანსური ანგარიშგება მოიცავს:

  • საბალანსო უწყისს;
  • მოგება-ზარალის უწყისს;
  • ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისს;
  • კომპანიის საქმიანობის წლიური შედეგების ანგარიშგებას;
  • ფირმის მიმდინარე ფინანსურ მდგომარეობას;
  • შენიშვნებს.

საწარმოები საქართველოში იყოფა 4 კატეგორიად პირველი კატეგორიის საწარმო

1. სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონს ლარს აღემატება;
ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს აღემატება.

2. მეორე კატეგორიის საწარმო - სუბიექტი, რომელიც არ არის მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება;
ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს არ აღემატება.

3. მესამე კატეგორიის საწარმო სუბიექტი*, რომელიც არ არის მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

ა) აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს არ აღემატება;
ბ) შემოსავალი 20 მილიონ ლარს არ აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება.

4. მეოთხე კატეგორიის საწარმო სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

ა) აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება;
ბ) შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება

მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოებს წლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება გადავადდა 2021 წლის 1 ოქტომბრამდე. წლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენა ხდება საბუღალტრო აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში.

საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგებების წარდგენა ხდება გამარტივებული სქემით. საწარმოს ზომიდან გამომდინარე, ანგარიშგების მოცულობა შეიძლება იყოს 2-დან რამდენიმე ასეულ გვერდამდე.მოსახერხებელია ის , რომ ანგარიშგების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად. ამასთანავე, მთელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის და არის აბსოლუტურად გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეთათვის. იმისათვის, რომ საბუთი მიიღონ განსახილველად, აუცილებელია, კომპანიის შესახებ შემდეგი მონაცემები მიუთითოთ:

  • საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;
  • იურიდიული და ფიზიკური მისამართი;ორგანიზაციის დასახელება;
  • მარეგისტრირებელი ორგანო;
  • სარეგისტრაციო ნომერი.

ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგება საქართველოში საშუალებას იძლევა, მიიღოთ დეტალური ინფორმაცია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობასა და მის კრედიტუნარიანობაზე, ასევე მისი საქმიანობის ფინანსურ შედეგებზე.ასევე აუცილებელი პროცედურაა ფინანსური აუდიტი, რომელიც ამოწმებს კომპანიის მაჩვენებლებს ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგებიდან. 2019 წლის იანვრიდან აუდიტი უნდა გაიაროს ყველა კომპანიამ, გარდა მესამე და მეოთხე კატეგორიის მეწარმეებისა. ამასთანავე, აუდიტი ითვალისწინებს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესების ანგარიშგებების ნაწილი უნდა იყოს კონფიდენციალური.

საგადასახადო ანგარიშგების სპეციფიკა საქართველოში

ქართული იურისდიქცია არაა მთლიანად თავისუფალი გადასახადებისგან, თუმცა მათი დონე საკმაოდ დაბალია, ხოლო თავად საგადასახადო რეჟიმი - ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე, ლიბერალური, სანდო და მარტივია მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის. რაც დასტურდება იმით, რომ გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის თანახმად, საქართველომ დაიკავა მეცხრე ადგილი დაბალი დაბეგვრის სისტემის მქონე ქვეყნების სიაში.

საქართველოში საგადასახადო ანგარიშგება იურიდიული პირების საგადასახადო ტვირთის შემცირებისა და შეგროვების პროცედურის გამარტივების მიზნით, ბოლო წლების რეფორმების შედეგად, საგადასახადო ანგარიშგების ჩაბარება ხდება შემდეგი სახით:

  • ანგარიშგებაში ყველა თანხის მითითება ხდება ლარში;
  • საანგარიშო თვის დეკლარაციები გადაიცემა ყოველთვიურად, შემდეგი თვის 15 რიცხვამდე; დეკლარაციები ივსება პირველადი დოკუმენტების საფუძველზე, რომელთა უმრავლესობა წარმოდგენილია ელექტრონული სახით შემოსავლების სამსახურის პორტალზე.

საქართველოში გადასახადების აკრეფა ხდება ადგილობრივ და სახელმწიფო (ეროვნულ) დონეზე. სულ არის 6 სახის ძირითადი გადასახადი:

  • მოგების გადასახადი (დივიდენდზე (5%)) - 15%;
  • ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადი (დივიდენდზე 5%) - 20%;
  • დამატებითი ღირებულების გადასახადი ( გარდა სამედიცინო მომსახურების, განათლებისა და ექსპორტის) - 18%;
  • იმპორტის გადასახადი - 0%, 5% ან 12%;
  • აქციზის გადასახადი;ქონების გადასახადი - 1%-მდე.

2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა სავალდებულო საყოველთაო საპენსიო მოსაკრებელი ფიზიკური პირებისგან და საწარმოებიდან (თვითდასაქმებულებს აქვთ უფლება უარი თქვან მოსაკრებლის გადახდაზე). საპესიო მოსაკრებლის განაკვეთია - ფიზიკური პირის ხელფასის 2%, ამდენივეს იხდის საწარმო თანამშრომელზე. საპენსიო მოსაკრებელი აუცილებელია იმ პირთათვის, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით არ შესრულებიათ 40 წელი, 40 წელს ზევით პირებს კი შეუძლიათ, უარი თქვან გადასახადზე.

საქართველოში ყველა გადასახადი , გარდა ქონების გადასახადისა, არის საერთო სახელმწიფოებრივი. ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონის თანახმად, ქვეყნის მთავრობას არ აქვს უფლება, აწიოს საერთო გადასახადის განაკვეთები (გამონაკლისისა აქციზი) ან შემოიღოს ახალი გადასახადი რეფერენდუმის ჩატარების გარეშე.უცხოელ მეწარმეთა მოზიდვისა და ბიზნესის სფეროს გაფართოების მიზნით, საქართველოში გადასახადების გადახდა ხდება კომფორტული სქემით. მთელი დოკუმენტაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონულად, რათა თავიდან აცილებულ იქნას ბიუროკრატია და დაჩქარდეს იურიდიული პირის საქმიანობის კონტროლის პროცესი.

როგორ შევადგინოთ ანგარიშგება

რაც უფრო დეტალურადა დეკლარირდება ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგებები, მით უფრო მცირეა შანსი, დაარღვიოთ კანონი და დაგეკისროთ სერიოზული ჯარიმა. ამიტომ დამოუკიდებლად დოკუმენტების გაფორმებამდე საჭიროა, დაკვირვებით შეისწავლოთ ორი ნორმატივი: საქართველოს საგადასახადო კოდექსი და კანონი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ. ყველაზე უკეთესი კი იქნება, დაგვიკავშირდეთ ჩვენ და დაგეხმარებით გაერკვეთ საქართველოში დაბეგვრის სისტემის ყველა ნიუანსში.ყველაფერი ზემოაღნიშნული კი არის ზუსტი, მაგრამ ეს მაინც ზოგადი ინფორმაციაა, რათა შეგექმნათ წარმოდგენა იმაზე, თუ რა ჯდება ინდ. მეწარმის და შპს-ს შენახვა საქართველოში 2020 წელს. იმისათვის რომ იცოდეთ, ზუსტად რა თანხა დაგჭირდებათ, უმჯობესია, მიმართოთ პროფესიონალურ გაანგარიშებას, რადგან ყველა შემთხვევა უნიკალურია და ყველა ბიზნესს აქვს თავისი სპეციფიკური მახასითებლები, რომლებსაც შეუძლიათ ან შეამციროს ან მნიშვნელოვნად გაზარდოს წლიური ხარჯების ოდენობა.

უფასო კონსულტაცია
მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ფინანსური, იურიდიული სერვისების და ბიზნესის რეგისტრაციის შესახებ Jara Accounting სპეციალისტისგან. ჩასაწერად შეავსეთ ფორმა.