Javascript is required

ბუღალტერია რესტორნებსა და კაფეებში: ნიუანსები, რომლებიც უნდა იცოდეს მფლობელმა

1337
3/2/2023

რესტორანში ბუღალტრული აღრიცხვის მთავარი სირთულე ის არის, რომ ერთ დაწესებულებაში არის წარმოება, საცალო ვაჭრობა და მომსახურების მიწოდება.

ბიზნესის რეგისტრაციისას მნიშვნელოვანია სწორი საგადასახადო სისტემის არჩევა, რადგანაც მასზეა დამოკიდებული აღრიცხვის მოცულობა და სირთულე, რომელიც უნდა იყოს აწარმოოთ. 

განვიხილოთ რესტორანში ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზების ნიუანსები, რომელთა გათვალისწინებაც მოგიწევთ თქვენს საქმიანობაში.

 

წარმოების აღრიცხვა რესტორანში

საზოგადოებრივ კვებაში ბუღალტერია აღარ არის დაკავშირებული ვაჭრობასთან, არამედ დაკავშირებულია წარმოებასთან: პროდუქციის შეძენა, მათი გადამუშავება და მზა სახით, როგორც ცალკე პროდუქტის გაყიდვა.

რესტორანში წარმოების ბუღალტრული აღრიცხვა რთულია. ყველაზე ხშირად გამოყენებული მეთოდია „პარტიების მიხედვით“ - მზა პროდუქციის პარტიებად წარმოება და რეალიზაცია, მაგალითად, 15 პიცა ან 10 სალათი, სადაც თითოეული პარტიისთვის ცალკეული ინგრედიენტების გარკვეული რაოდენობა ჩამოიწერება.

სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ უნდა თვალყური ადევნოთ ყველა ამ ხარჯს და ამასთანავე, არ დაივიწყოთ პერსონალის შრომა, აღჭურვილობის მომსახურება, შენობების დაქირავება, გადასახადები და ა.შ. 

რესტორნებსა და კაფეებში ბუღალტრული აღრიცხვის ავტომატიზაცია ხელს უწყობს პროცესის გამარტივებას. იმისთვის, რომ რეალურ დროში აწარმოოთ დაწესებულებების მუშაობის ასეთი დეტალური აღრიცხვა,  თქვენ უნდა დანერგოთ ავტომატიზაციის სისტემა, რომელიც ყველა მონაცემს გადასცემს თქვენს ბუღალტრულ  პროგრამას.

ბუღალტრული აპლიკაციები ვერ უზრუნველყოფს ასეთ დეტალურ აღრიცხვას, ყველა ინფორმაცია ხელით უნდა შეიყვანოთ  - ეს ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, დიდი შანსია, რომ მონაცემები არაზუსტად იქნება შეყვანილი. 

თუ თავიდანვე არ დანერგავთ ავტომატიზაციის სისტემას, ძალიან რთული იქნება სწორი და სარწმუნო აღრიცხვის ორგანიზება.

რაც უფრო უკეთესი და ფუნქციონალურია თქვენი სისტემა, მით ნაკლები ბუღალტრული სამუშაოს შესრულება მოგიწევთ.

 

ხელშეკრულება მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ 

 ეს არის ხელშეკრულება თანამშრომელსა და საზ. კვების დაწესებულებას შორის, რომელიც:

● აწესებს ადმინისტრაციისა და დასაქმებულის ვალდებულებებს, უზრუნველყონ იმ დაწესებულების ქონების დაცულობა, რომელთანაც თანამშრომელი მუშაობს;

● განსაზღვრავს დასაქმებულის მატერიალურ პასუხისმგებლობას, თუკი  ამ ქონების უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი.

ამავდროულად, მიუღებელი შემოსავალი (ხელიდან გაშვებული მოგება) არ ექვემდებარება თანამშრომლისგან გადახდევინებას. მატერიალური პასუხისმგებლობის ხელშეკრულება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დამსაქმებლისთვის, რომელიც შედეგად რწმუნდება,  რომ პროდუქტები ან აღჭურვილობა არ დაზიანდება, არამედ თავად თანამშრომლისთვისაც, რადგან იცავს მას უსაფუძვლო ეჭვებისა და პრეტენზიებისგან.

მატერიალური პასუხისმგებლობის ხელშეკრულების გარდა, რესტორანში ბუღალტრული აღრიცხვა შეიძლება მოიცავდეს სასაქონლო ანგარიშებს. 

 

მატერიალურად პასუხისმგებელი პირების სასაქონლო ანგარიში

 ეს არის ანგარიში მარაგების, საქონლისა და ტარის გადაადგილების შესახებ. იგი შედგენილია ორ ეგზემპლარად მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიერ. პირველ ეგზემპლარს ერთვის ყველა შემოსავლისა და ხარჯის ზედნადები და გადაეცემა ბუღალტერიას, ხოლო მეორე ინახება.

ანგარიშის მომზადების პერიოდულობა და ვადები დგინდება ბრძანებით. პრაქტიკაში, საზოგადოებრივ კვებაში ეს კეთდება ცალ-ცალკე ყოველი დღისთვის.

ანგარიშის შედგენამდე ყველა დოკუმენტი უნდა იყოს დახარისხებული როგორც საქონლის „შემოსვლა“ და „გასვლა “.

სასაქონლო ანგარიში შედგება შემოსული ნაწილისაგან, რომელსაც ავსებს ფინანსურად პასუხისმგებელი პირი საქონლის მიღების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე.

სასაქონლო ანგარიში შედგება შესავლის ნაწილისაგან, რომელსაც ავსებს მატერიალურად პასუხისმგებელი პირი საქონლის შემოსვლის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე.

ანგარიშის შედგენამდე ყველა დოკუმენტი უნდა იყოს დახარისხებული როგორც საქონლის „შემოსვლა“ და „გასვლა “.

 

ანგარიშის შევსების წესი: 

  • საქონლისა და ტარის ნაშთის თანხები დღის დასაწყისში.
  • ნაშთები უნდა შეესაბამებოდეს წინა ანგარიშის მონაცემებს დღის ბოლოს. ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ივსება  მონაცემები დღის განმავლობაში  საქონლის შემოსლისა და გასვლის შესახებ პირველადი დოკუმენტაციის შესაბამისად, რის საფუძველზეც განხორციელდა ოპერაციები.
  • ნაშთის თანხა დღის ბოლოს.

 

შრომის ანაზღაურება 

რესტორნებში და კაფეებში ბუღალტრული აღრიცხვა მოიცავს თანამშრომლების რაოდენობის, ნამუშევარი  საათებისა და გამონამუშევრის  აღრიცხვას.

უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა განსაზღვროთ მუშაკთა რაოდენობა, რომლებიც ჩაერთვებიან თითოეულ უბანზე,  დაწესებულების ფართობისა და შევსების მიხედვით. გარდა ამისა, არ დაივიწყოთ შრომის დაცვის ნორმების დაცვა. როგორც წესი, ეს არის სამუშაო განრიგი 2 - 2-ის შუალედით,  კვირაში 40 საათი, საღამოს, ღამის, დღესასწაულების და შაბათ-კვირის ცალკე ანაზღაურებით საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.

არსებობს შრომის ანაზღაურების ორი ფორმა, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება საზკვებაში:

დროითი (დროის მიხედვით): ხელფასის გამოთვლა ხდება  სარგოდან ან ფაქტობრივად ნამუშევარი დროის სატარიფო განაკვეთიდან გამომდინარე.

დროით-პრემიალური: ხელფასი შედგება ფაქტობრივად ნამუშევარი დროის შრომის ანაზღაურებისგან  და პრემიებისგან (თვიური ან კვარტალური) სამუშაოსა და მომსახურების ხარისხიანად შესრულებისთვის. 

ცალკე თემაა შვებულებისა და საავადმყოფო ფურცლის გაფორმება.

მოხერხებულობისა და კონტროლისთვის აუცილებელია თითოეული თანამშრომლისთვის შვებულების განრიგის შედგენა, შვებულების ბრძანების გაცემა.

ხელფასების დარიცხვა და საპენსიო ფონდში სავალდებულო გადარიცხვების დათვლა.

 

გაიგეთ, რა ეღირება Jara Accounting-ის მომსახურება 

 

კაფეში ან რესტორანში ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვა 

რესტორანში, ბარში ან კაფეში ინვენტარიზაცია, როგორც წესი, ტარდება თვის ყოველ პირველ დღეს, მანამდე კი აუცილებელია ყველა შესავლისა და გასავლის დოკუმენტის გატარება.

თუ თქვენ გაქვთ ბარი, მაშინ უმჯობესია მენეჯერმა ან სხვა პასუხისმგებელმა პირმა ინვენტარიზაცია განახორციელოს  უფროს ბარმენთან ერთად.

სამზარეულოში ინვენტარიზაცია ტარდება შეფ-მზარეულთან და ტექნოლოგთან ერთად. ინვენტარიზაციის ჩატარების შემდეგ ხდება კაფეში ან რესტორანში არსებული მონაცემების დამუშავება და ნაშთების შეტანა სააღრიცხვო სისტემაში.

ყველა ნახევარფაბრიკატი სამზარეულოსა და ბარში იშლება ცალკეულ კომპონენტებად და ემატება ფაქტობრივ ნაშთს. 

შემდეგ ჩვენ ვაანალიზებთ ინვენტარიზაციის შედეგებს რესტორანში, კაფეში ან ბარში.

თუ არის შეუსაბამობები ან სხვა კითხვები, ვამოწმებთ შემოსავალ-გასავალს, ტექნოლოგიურ ბარათებს,  პროდუქტის დამუშავების პროცენტს.

თუ არის შეცდომა, ის აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, რათა სისტემაში არასწორი მონაცემები არ შევიდეს. შემდეგ შეიძლება დაგავიწყდეთ ამის შესახებ  და ამით  პრობლემა მხოლოდ გამწვავდება. 

თუ გაჩნდა შეკითხვა პროდუქტის პირველადი გადამუშავების დროს დანაკარგის პროცენტთან დაკავშირებით: ვაწარმოებთ დამატებით დამუშავებას;  ვადგენთ დამუშავების აქტს და ხელახლა ვიანგარიშებთ დანაკარგის პროცენტს. თუ პრობლემა ტექნოლოგიურ ბარათშია, მაშინ ვაწარმოებთ კერძის დამატებით დამუშავებას და ხელახლა ვიანგარიშებთ მთლიან ხარჯს ჩართული პროდუქტების მიხედვით   იმ პერიოდისთვის.

რესტორანში ასევე არსებობს ნაწილობრივი ინვენტარიზაცია, რომელიც ტარდება ერთი კატეგორიის საქონლის შესამოწმებლად, თუ ყველა ხარვეზის გამოსწორების შემდეგ მაინც შეინიშნება დანაკლისი ან მეტობა. 

 

ნედლეულის, საქონლის, ტარის აღრიცხვა საწყობსა და ბუღალტერიაში 

რესტორნებსა და კაფეებში ბუღალტრული აღრიცხვა ასევე მოიცავს საქონლისა და ნედლეულის შემოსვლების დაფიქსირებას, მათ შეფასებას.

ყველაფერი იწყება ხელშეკრულებების გაფორმებით, რასაც  დაწესებულება მოითხოვს  მიმწოდებლისგან.

მომწოდებელმა დამკვეთს უნდა გაუგზავნოს: ხელშეკრულების ორი ეგზემპლარი; საწარმოს საწესდებო დოკუმენტები; პრაისი; პროდუქციის სანიტარული სერტიფიკატები.

მიმწოდებელთან დადებულ ხელშეკრულებაში მნიშვნელოვანია მიეთითოს: განაცხადის შემდეგ მიწოდების ვადები;  მიტანის დრო; ამ ვადების დარღვევის შემთხვევაში კომპენსაციის წესი; გადახდის ვადები და პროდუქციის საფასურის გადახდის გადადება; გადახდის დაგვიანების შემთხვევაში კომპენსაციის წესი;  არალიკვიდური პროდუქტების დაბრუნების პირობები და კომპენსაცია ასეთ შემთხვევებში.  

შემსყიდველთან მუშაობისას მას ფული უნდა გადასცეთ მხოლოდ ანგარიშის საფუძველზე.  დღის ბოლოს შემყიდველი ავსებს საავანსო ანგარიშს ჩეკებისა და სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, რის შემდეგაც აბარებს ნაშთს ან მას  უბრუნდება ზედმეტობა.  როგორც მრავალი წარმატებული დაწესებულების პრაქტიკა აჩვენებს, შესაძლებელია მუშაობა როგორც მიმწოდებლებთან, ასევე შემსყიდველებთან.

ხანდახან მიმწოდებლები ვერ ასწრებენ პროდუქტის დროულად მოტანას  და მყიდველს შეუძლია გადაარჩინოს სიტუაცია. გარდა ამისა, ზოგჯერ უფრო მომგებიანია საჭირო პოზიციების შეძენა ბაზარზე ან სუპერმარკეტში.

მიწოდებასთან ერთად, თქვენმა ბუღალტერმა ან თქვენ, თუ არ აპირებთ ვინმეს ანდოთ თქვენი ბუღალტრული აღრიცხვა, უნდა გაითვალისწინოთ ჩამოწერები.

ეს შეიძლება იყოს: გაფუჭება; პერსონალის კვება; სტუმრის გამასპინძლება; კერძების დამუშავება, რათა  მიმტანები გაეცნონ, ფოტოები და ა.შ. კერძის გემოვნური თვისებების  შემოწმება; კერძის წონის შემოწმება; სანიტარულ სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება და ა.შ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ჩამოწერა და უტილიზაცია შესაძლებელია მხოლოდ საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლის თანდასწრებით.

 

დაწესებულების რენტაბელობა 

დაწესებულების წმინდა მოგება გავყოთ ყველა დანახარჯის ჯამზე და გავამრავლოთ 100%-ზე (დანახარჯების რენატაბელობა).

 

რით გვემუქრება  შავ სიაში მოხვედრა? როგორ გაიგოთ, რომ თქვენ მასში მოხვდით? როგორ გამოვიდეთ ბანკის შავი სიიდან?

უფასო კონსულტაცია
მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ფინანსური, იურიდიული სერვისების და ბიზნესის რეგისტრაციის შესახებ Jara Accounting სპეციალისტისგან. ჩასაწერად შეავსეთ ფორმა.