Javascript is required

IT კომპანიები და ვირტუალური ზონის სტატუსი საქართველოში

1110
4/5/2024

იმ ხალხისთვის, ვისი ბიზნესიც ონლაინ სფეროშია, ასეთ რამეს კი ბოლო დროს მეტად ხშირად ვხვდებით, უფრო მარტივი და ხელსაყრელია ბიზნესისთვის ქვეყნის არჩევა გამომდინარე არა საცხოვრებელი ადგილიდან, არამედ- მოხერხებულობიდან და სარგებლობიდან. მაგალითად, საქართველოში IT კომპანიებს ეხებათ კანონი საშეღავათო დაბეგვრაზე, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მეწარმეებს ონლაინ ბიზნესის კუთხით უფრო ჩქარა და ეფექტურად განვითარდნენ. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 2011 წელს მიიღეს კანონი ეგრეთწოდებულ საშეღავათო დაბეგვრაზე, რომელიც ვრცელდება IT კომპანიებზე საქართველოში. ამ კანონის ფარგლებში ხელმისაწვდომი გახდა საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, საიტების მხარდაჭერა, გრაფიკული დიზაინი, ბლოგინგით დაკავება, ქოფირაითინგი და ამ დარგის სხვა საქმიანობები.

იხილეთ ვიდეო ამ თემაზე ან წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი სტატია.

კომპანიის გახსნის უპირატესობანი IT ზონაში

თუ გადაწყვეტთ, საქართველოში გახსნათ კომპანია IT სფეროში, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ის საერთაშორისო ბიზნესისთვის საუკეთესო ადგილია, რადგან უდავოდ ფლობს შემდეგ უპირატესობებს:

  • რეგისტრაციის სწრაფად განხორციელების შესაძლებლობა: ყველა აუცილებელი საბუთი გადმოიცემა არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა;
  • საკუთარი ბიზნესის მართვისთვის უფრო მომგებიანი გზაა, რადგანაც აქვს გადასახადების დარიცხვის საშეღავათო სისტემა; 
  • ერთნაირი მოთხოვნები რეზიდენტებისთვისა და ქვეყნის არარეზიდენტებისთვის;
  • კომპანიისა და საბანკო ანგარიშის დისტანციურად გახსნის შესაძლებლობა;
  • თუ თქვენ გახსნით ანგარიშს საქართველოში, საბანკო ოპერაციების კონფიდენციალურობა აბსოლუტურად დაცული იქნება, რადგან CRS-ის პროტოკოლის თანახმად, საქართველოს ბანკები არ გადასცემენ მონაცემებს საგადასახდო ორგანოებს სხვა იურისდიქციიდან;
  • მაქსიმალური კომფორტი, დაკავშირებული მულტისავალუტო ანგარიშის გახსნასთან, რაც იძლევა შესაძლებლობას, განახორციელოთ საქმიანობა არა მარტო ევროსა და დოლარში;
  • გარედან ფინანსური კონტროლის არარსებობა; 
  • არ არის აუცილებელი ლიცენზიისა და ნებართვების მიღება;
  • ბიზნესის მართვის თვალსაზრისით სრული მობილურობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ პროცესის განხორციელება შესაძლებელია მსოფლიოს ყველა წერტილიდან;
  • ამგვარი საქმიანობა ლეგალური, კანონიერი და გამჭვირვალეა;
  • შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ ხვალინდელ დღეში, რადგან მსგავსი კომპანიის სწორი განვითარების შემთხვევაში, გექნებათ საკმარისი შემოსავალი ნორმალური ცხოვრების უზრუნველსაყოფად.

კომპანიის გახსნის საგადასახადო რეჟიმი საქართველოში

თბილისში ან საქართველოს სხვა ქალაქში კომპანიის გახსნა IT სფეროში საკმაოდ მარტივია, მომავალი მეწარმეებისთვის ეს პროცესი არ იქნება რთული საკმაოდ ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის წყალობით. პირველ რიგში, ეს იმით არის განპირობებული, რომ IT ორგანიზაციებისთვის, ჩვეულებრივი კომპანიებისგან განსხვავებით, მოქმედებს სპეციალური საშეღავათო დაბეგვრის სისტემა. მსგავსი კომპანიის გახსნის შემთხვევაში, მეწარმე განთავისუფლებული იქნება შემდეგი გადასახადებისგან:

დღგ-გან განთავისუფლება;

მოგების გადასახადისგან განთავისუფლება.

ფაქტობრივად, ვირტუალური ზონის რეზიდენტი იხდის გადასახადის მხოლოდ 5%-ს გატანილი დივიდენდებიდან და  ხელფასების გაცემის შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადსაც.   ამასთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი საგადასახადო რეჟიმი მოსახერხებელია IT პროდუქტების იმ შემქმნელებისთვის, რომლებიც თანამშრომლობენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფ საერთაშორისო კლიენტებთან და დამკვეთებთან. ამასთან ერთად, საქართველოში IT კომპანიის რეგისტრაცია იმიტომაა მოთხოვნადი, რომ საქმიანობისთვის ლიცენზიისა და ნებართვების მიღება არ არის აუცილებელი.

მათ , ვისაც უნდა IT კომპანიის გახსნა საქართველოს ტერიტორიაზე, პირველ რიგში, უნდა გაიარონ რეგისტრაციის პროცესი. ამ ეტაპზე აუცილებელია ორგანიზაციის იურიდიული მისამართის მითითება, კომპანიის გაფორმება იუსტიციის სახლსა და შემოსავლების სამსახურში. ამის შემდეგ, მეწარმე წარადგენს განაცხადს ფინანსთა სამინისტროში ვირტუალური ზონის სერტიფიკატის მიღების თაობაზე, რომლის ფარფლებშიც მოქმედებს დაბეგვრის საშეღავათო სისტემა. ბოლო ეტაპზე, საბანკო დაწესებულებაში ხსნიან პირად ანგარიშს. ამასთან ერთად, ამგვარი პროცედურის განხორციელება შეიძლება როგორც ონლაინ, ისე ბანკში კლიენტის უშუალოდ დასწრებისას, რაც მინიმალურ დროს საჭიროებს.დეტალურად წაიკითხეთ საქართველოში ვირტუალურ ზონაში რეგისტრაციაზე მომსახურების განყოფილებაში ან, უბრალოდ, ქვემოთ დატოვეთ განაცხადი და მიიღეთ უფასო კონსულტაცია.

უფასო კონსულტაცია
მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ფინანსური, იურიდიული სერვისების და ბიზნესის რეგისტრაციის შესახებ Jara Accounting სპეციალისტისგან. ჩასაწერად შეავსეთ ფორმა.