Javascript is required

შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ

2012
11/16/2020

შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ, ჩვეულებრივ, იდება ორ ქვეყანას შორის. შეთანხმება განსაზღვრავს ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნიდან მიღებული შემოსავლის გადასახადების გადახდასთან დაკავშირებულ წესებს. შეთანხმებაში მითითებულია გადასახადების სახეები, რომლებიც ექვემდებარება დოკუმენტს, და იურიდიული პირები, რომლებზეც ისინი ვრცელდება.

რა არის შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ

ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების მთავარი მიზანია გადასახადების თავიდან აცილების კონტროლი, ქვეყნებს შორის სავაჭრო თანამშრომლობის ხელშეწყობა და უცხოური ინვესტიციების სტიმულაცია. სტანდარტულ შეთანხმებას, დადებულს საქართველოსა და მეგობარ ქვეყანას შორის, საფუძვლად უდევს OECD-ს საგადასახადო კონვენციის ტიპური შეთანხმება, რომლის თანახმადაც, საგადასახადო უფლებები ნაწილდება პარტნიორებს შორის, შეთანხმების პირობების შესაბამისად. კერძოდ, ერთი ქვეყნის რეზიდენტი, რომელიც შემოსავალს იღებს სხვა ქვეყნისგან, შეიძლება დაიბეგროს როგორც შემოსავლის წყაროს ქვეყანაში, ისე - იმ ქვეყანაში, სადაც იგი ცხოვრობს. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნიდან მიღებული შემოსავალი ჩაირიცხება ქვეყანა-წყაროს საგადასახადო ანგარიშზე. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება ასევე არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა, გადასახადებისთვის თავის არიდების პრევენცია და საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების გამოყენების საშუალებები.

2020 წლის მონაცემებით შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საქართველოს დადებული აქვს 56 ქვეყანასთან.

ქვეყანამუდმივი წარმომადგენლობაგადასახადი დივიდენდებზეგადასახადი პროცენტზეგადასახადი როიალტზე
უკრაინა12 თვე5/101010
ბელორუსია12 თვე5/1055
ყაზახეთი6 თვე151010
სომხეთი6 თვე5/10105
თურქეთი12 თვე101010
ჩინეთი6 თვე5\ 10105
აზერბაიჯანი6 თვე101010
ესტონეთი9 თვე000
ემირატები6 თვე000
კვიპროსი9 თვე000

დანარჩენი 46 ქვეყანა შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.

როგორ მუშაობს შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ

ყველა შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ განსხვავებულია, ანუ თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი სპეციფიკა. როგორც დასახელებიდან ჩანს, გადასახადი უნდა იბეგრებოდეს ერთ-ერთ ქვეყანაში, რათა ერთი და იგივე კონტრაქტითგაწეულ ერთსა და იმავე მომსახურებაზე არ გადაიხადოთ გადასახადი ორ ქვეყანაში.იმისათვის, რომ უფრო გასაგები იყოს, მოვიყვანთ მაგალითს ჩვენივე გამოცდილებიდან. ჩვენ ვმოქმედებთ როგორც შემსრულებელი დამკვეთის ქვეყნის გარეთ, მაგალითად, ვდებთ ხელშეკრულებას ბელორუსულ კომპანიასთან, რომლის სახელითაც ვაფუძნებთ კომპანიას ან მისი ინტერესებიდან გამომდინარე ვახორციელებთ გარკვეულ ქმედებებს. იმისათვის, რომ ბელორუსიის რეზიდენტმა თავის ქვეყანაში წყაროსთან დაკავებული გადასახადი არ გადაიხადოს იმ მომსახურებებზე, რომლებიც გაწეულია ქართული კომპანიის მიერ, ჩვენგან ითხოვენ საქართველოს რეზიდენტობის დამადასტურებელ სერტიფიკატს. შემოსავლების სამსახურის ელეტრონულ გვერდზე ვითხოვთ მიმდინარე წლის საგადასახადო რეზიდენტობის სტატუსის მოწმობას და ვაგზავნით მას ინგლისურ ენაზე ბელორუსიაში, სადაც მას თარგმნიან, წარუდგენენ მას საგადასახადო ოფისს ან ფიზიკურად აბარებენ საგადასახადო სამსახურს, რათა გადასახადების გადაუხდელობის ოფიციალური საფუძველი გაჩნდეს.არარეზიდენტის მიერ გაწეულ მომსახურებაზე წყაროსთან დაკავებული გადასახადი ბევრ ქვეყანაში არსებობს. ჩვენს კლიენტთან მუშაობენ კონტრაქტორები სრულიად სხვადასხვა ქვეყნებიდან. ზემოთ მოყვანილ სიაში ჩამოთვლილ ქვეყნებთან ყველა მუშაობს სწორედ ასეთი სქემით. თუ კომპანია ქართულია და შემსრულებლის მხრიდან დადებულია შეთანხმება, მაგალითად, თურქეთთან და ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი კონტრქატის მიხედვით გადაირიცხა თანხა, მაშინათვე ჩვენი კლიენტებისგან ვითხოვთ ცნობას თურქული მხრიდან. ამ ცნობას, რომელიც შესრულებულია ინგლისურ ენაზე და შეიცავს ინფორმაციას თურქეთის რეზიდენტობაზე, ვურთავთ დეკლარაციას. გამოდის, რომ დეკლარაციის წარდგენა ხდება ჩვეულებრივ, მაგრამ საგადასახადო ბაზა უდრის ნულს. ეს ცნობა იტვირთება შემოსავლების სამსახურის პირად გვერდზე და წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ საგადასახადო ბაზა მცირდება ნულამდე. მისი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ სიაში მოყვანილ ქვეყნებზე.

შეთანხმება ზოგიერთ შემთხვევაში ვრცელდება საშემოსავლო გადასაზადზეც.

შეთანხმება ზოგიერთ შემთხვევაში ვრცელდება საშემოსავლო გადასახადზეც. მაგალითად, ჩვენ გვყავდა კლიენტი, ქართული კომპანია, რომელმაც დაიქირავა რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც თურქმენეთის მოქალაქეები იყვნენ. გადახდა ხდებოდა ხელშეკრულებით თანამშრომლების პირად ანგარიშზე თურქმენეთში. თანამშრომლები მუშაობდნენ თავიანთი ქვეყნის საზღვრებს გარეთ, მაგრამ იხდიდნენ გადასახადებს, როგორც ფიზიკური პირები თურქმენეთში. რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ეს გაირკვა, იმისათვის, რომ საქართველოშიც არ გადაეხადათ გადასახადები, ჩვენ მოვითხოვეთ ცნობა თურქმენეთიდან საგადასახადო რეზიდენტობაზე. თურქმენეთსა და საქართველოს შორის შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საშუალებას იძლევა ჩაითვალოს ეს თანხები, იმის მიუხედავად, რომ ის სახელფასო გადასახადია. თუ ერთმა მხარემ უკვე დაფარა გადასახადი, ეს აძლევს საშუალებას მეორე მხარეს თავიდან აიცილოს ეს გადასახადი. საგადასახადო სამსახურისგან მოვითხოვეთ და მივიღეთ განმარტება ამ ნიუანსის შესახებ. აშშ, ალბათ, იურიდიულად ყველაზე მკაცრია საგადასახადო სისტემის კუთხით, რადგან საქართველოსთან არ აქვს შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ.როდესაც აშშ-ს მოქალაქე კომპანიას საქართველოში აფუძნებს, ვალდებულია, გადაიხადოს გადასახადები აშშ-ს კანონმდებლობის შესაბამისად. თუ აპირებთ კომპანიის დაარსებას საქართველოში, მაშინ უნდა გქონდეთ ანგარიში ქართულ ბანკში. ანგარიშის გახსნისას გეძლევათ სპეციელური ფორმა ამერიკელი რეზიდენტებისთვის. ფორმის შევსების შემდეგ მას გადასცემენ ამერიკის საგადასახადო სამსახურს, ანუ ქართული ბანკი გადასცემს ყველა ინფორმაციას თქვენს შესახებ. აშშ-ს აქვს სრული წვდომა და ინფორმაცია ყველა შემოსავალზე, უცხოური ბიზნესებიდან მიღებულზეც კი. ამერიკაში გადასახადების გადაუხდელობაზე გემუქრებათ სისხლისსამართლებრივი დევნა.რუსეთთან ცოტა სხვაგვარი სიტუაციაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართელოსა და რუსეთს შორის არ არის გაფორმებული შეთანხმება, რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საგადასახადო რუსეთის კანონმდებლობის გვერდის ავლით არ ჩააბაროს ანგარიში თავისი ქვეყნის საგადასახადო სამსახურს საზღვარგარეთ არსებული საკუთარი ბიზნესის შესახებ. სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნის გარეშე ინფორმაცია რუსეთის მოქალაქეების შესახებ ავტომატურად არ იგზავნება.სწორედ ამიტომაა საჭირო, საფუძვლიანად შეისწავლოთ საგადასახადო ნიუანსები იმ ქვეყნებისა, რომლებთანაც მუშაობთ ან დაავალოთ პროფესიონალებს. ეს მოგცემთ საშუალებას, არსებითად დაზოგოთ გადასახადების გადახდა აბსოლუტურად ლეგალურად. თუ გინდათ, მიიღოთ დაწვრილებითი და უფასო კონსულტაცია თქვენს შემთხვევაზე, მაშინ დატოვეთ განაცხადი საიტზე.

უფასო კონსულტაცია
მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ფინანსური, იურიდიული სერვისების და ბიზნესის რეგისტრაციის შესახებ Jara Accounting სპეციალისტისგან. ჩასაწერად შეავსეთ ფორმა.