Javascript is required

დისტანციური საბუღალტრო აღრიცხვის მომსახურება საქართველოში

834
6/14/2020

აუთსორსინგის პროფესიონალებთან მიმართვა და დელეგირება ბიზნესის ისეთი არასაკვანძო ფუნქციებისა, როგორებიცაა დისტანციური საბუღალტრო აღრიცხვის მომსახურება და საგადასახადო კონსალტინგი, უბრალოდ აუცილებლობა კი არაა, არამედ ხშირად ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა მთლიანად დისტანციურ მუშაობის რეჟიმზე გადასვლისას. კომპანიის ძიებისას, როგორც წესი, პრობლემები არ ჩნდება: საძიებო ველში სასურველი მომსახურების მითითების შემდეგ ასობით შემოთავაზება გაჩნდება, მაგრამ როგორ უნდა აირჩიოთ ისეთი კომპანია, რომელიც ყველა თქვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს? და, ყველაზე მთავარი, რა მოთხოვნების წამოყენება არის სასურველი, როდესაც დისტანციურად მომუშავე საბუღალტრო კომპანიას ირჩევთ? სწორედ ამის ახსნას შევეცდებით მოცემულ სტატიაში.

ფრილანსერი თუ საბუღალტრო კომპანია აუთსორსზე?

თავდაპირველად, აუცელებელია, გაიგოთ, თუ რა განსხვავებაა დისტანციურად მომუშავე ფრილანსერსა და იმ კომპანიას შორის, რომელიც გთავაზობთ დისტანციურ საბუღალტრო მომსახურებას. დისტანციურად მომუშავე ბუღალტრის როლში მყოფი ფიზიკური პირი, როგორც წესი, მუშაობს ხელშეკრულების გარეშე, შესაბამისად, არც მას, არც თქვენ არანაირი ვალდებულება არ გეკისრებათ, ამიტომ, საბუღალტრო საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებითაც, რომ ამ სფეროს პირდაპირი კავშირი აქვს თქვენს ფულთან - ეს საკმაოდ სარისკო ვარიანტია. უსაფრთხოება არის აუცილებელი ფაქტორი, როდესაც საქმე თქვენი ბიზნესის ფინანსებს ეხება, ამიტომ მისი უგულებელყოფა არ შეიძლება.

საქმიანი ურთიერთობა ფრილანსერთან არაფრითაა მხარდაჭერილი - გადახდები უმეტესად ხორციელდება სალაროს გვერდის ავლით, რაც შესრულებულ სამუშაოზე პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. თუ გაგიმართლებთ, შეიძლება, შეგხვდეთ ისეთი ბუღალტერი, რომელიც მოამზადებს და გააგზავნის ანგარიშგებებს, აწარმოებს დოკუმენტაციებს, დაგეხმარებათ გადასახადების ოპტიმიზაციაში და გაგიწევთ კონსულტაციას თქვენს კითხვებზე. მაგრამ ხელშეკრულების გარეშე თქვენ არ ხართ დაზღვეული ადამიანური ფაქტორებისგან, როგორიცაა, მაგალითად, დეკლარაციების მიწოდების დროს უეცარი ავადმყოფობა ან 10 ქორწილი/დაკრძალვა ერთ თვეში.

კომპანიები, რომლებიც გთავაზობთ დისტანციურ საბუღალტრო მომსახურებას, საგრძნობლად მეტ ნდობას იმსახურებენ, თუ ხელშეკრულება სწორადაა შედგენილი და ყველა მოთხოვნაა გათვალისწინებული. როგორც წესი, ასეთ კომპანიებში ერთზე მეტი ბუღალტერია, ისინი უზიარებენ გამოცდილებას და ეხმარებიან ერთმანეთს, ამიტომ თქვენ ნამდვილად არ აღმოჩნდებით გამოუვალ მდგომარეობაში დეკლარაციების ჩაბარების კვირას, როდესაც რომელიმე მათგანი ქმედუუნარო იქნება (ან გაშვებული იქნება შვებულებაში). 

როგორ გავიგოთ, რომ კომპანია თქვენ შეგეფერებათ?

იმისათვის, რომ სწორად შეარჩიოთ კომპანია, უნდა მიაქციოთ ყურადღება შემდეგ მაჩვენებლებს:

  1. კომპანიის პოზიცია ბაზარზე (ინფორმაცია კლიენტებზე, საიტი, სოციალური ქსელი), რაც უფრო მეტი ინფორმაციაა მოცემული, მით უფრო მეტ ნდობას აღძრავს ასეთი კომპანია;
  2. შეიტყვეთ მეტი კომპანიის თანამშრომლებსა და მათი გამოცდილების შესახებ. ჩვეულებრივ, ასეთი ინფორმაცია განთავსებულია საიტზე;
  3. გაიგეთ რაში სპეციალიზდება კომპანია, მის მიერ მოცემული მომსახურების ჩამონათვალი საბუღალტრო სფეროში და ურთიერთობა ინსტრუმენტთან.
  4. გაიგეთ, რომელ პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს კომპანია და რა სახით აწარმოებს ის საბუღალტრო აღრიცხვას. მაგალითად, ჩვენ ვიყენებთ პროგრამას Balance.ge. იმის გარდა, რომ აქ ვაწარმოებთ საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვას, შესაძლებელია, ასევე სამენეჯერო ჩანაწერების გაკეთება, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ ფულადი სახსრების მოძრაობას და ჩამოტვირთოთ ფინანსური ანგარიშგებები. ეს ფუნქცია ეხმარება კლიენტებს ნებისმიერ დროს მიიღონ საჭირო ინფორმაცია.
  5. ქლაუდ საცავი და ელექტრონული ფორმით ხელშეკრულების გაფორმების საშუალება. პირადი შეხვედრები საერთოდ არ არის საჭირო, ნებისმიერი საკითხის გადაჭრა შესაძლებელია ონლაინ მესენჯერის ( ჩვენ შემთხვევაში Telegram-ის) დახმარებით ან ვიდეოკონფერენციის მეშვეობით (Google meet, Zoom) შეიძლება სადავო საგადასახადო საკითხის მოგვარება. 
  6. თანმხლები მომსახურებები: აუდიტი, სახელშეკრულებო სამუშაო, family office, იურიდიული საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ საბუღალტრო მომსახურებით, უნდა სთავაზობდეს მთელ სპექტრს მომსახურებებისას და უწევდეს კონსულტაციას ყველა წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით;
  7. ყველა გაანგარიშებასა და დეკლარაციაში კომპანიის ფინანსური პასუხისმგებლობა უნდა იყოს გაწერილი ხელშეკრულებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აუციელბელია, ყურადღების გამახვილება მასზე.
  8. კომპანიის პასუხისმგებლობის დაზღვევაც ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა გაარკვიოთ არის თუ არა დაზღვეული კომპანიის პასუხისმგებლობა, როგორც საბუღალტრო სააგენტო. თუ დაშვებული იქნება შეცდომა, დაზღვევის თანხის ფარგლებში ზარალი მთლიანად ანაზღაურდება;
  9. კომუნიკაცია მოსახერხებელ მესენჯერებში, სწრაფი რეაგირება და წამოჭრილი საკითხების დროული გადაწყვეტა.

რისი შემოწმებაა სასურველი ხელშეკრულებაში?

ახლა განვიხილოთ, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს დისტანციურად მომუშავე საბუღალტრო კომპანია და რა უნდა შევიტანოთ აუცილებლად ხელშეკრულებაში:

  • მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით ვალდებულებათა კეთილსინდისიერად შესრულება;
  • პირველად დოკუმენტებზე დაყრდნობით კლიენტის საქმიანი ან სხვა ოპერაციების აღრიცხვის წარმოება;
  • სამუშაოს ჩაბარება დათქმულ დროში;
  • აბსოლუტური კონფიდენციალურობა;
  • დოკუმენტების დაბრუნება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ;
  • ფინანსური პასუხისმგებლობა, გამოხატული საგადასახადო ორგანოების მიერ დაწესებული ჯარიმების ან საურავების კომპენსაციით, რაც ბრალად მიუძღვის საბუღალტრო კომპანიას, ჩაბარების დაგვიანებასა ან არასწორად მოწოდებულ ინფორმაციაზე.

როგორც ხედავთ, ჩვენი კომპანია აკმაყოფილებს ყველა ზემოჩამოთვლილ მოთხოვნასა და სტანდარტს. დატოვეთ განაცხადი და მიიღეთ უფასო კონსულტაცია დისტანციურ საბუღალტრო მომსახურებების თემაზე.

უფასო კონსულტაცია
მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ფინანსური, იურიდიული სერვისების და ბიზნესის რეგისტრაციის შესახებ Jara Accounting სპეციალისტისგან. ჩასაწერად შეავსეთ ფორმა.