Javascript is required

საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონები

686
12/28/2020

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონები წარმოადგენს შესანიშნავ მიმართულებას ევროპისა და დსთ-ის ბიზნესმენებისთვის. ასეთი ინტერესის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს ქვეყნის ლოიალური საგადასახადო პოლიტიკა. ამას გარდა, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საქართველოს თიზ-ში იზიდავს ქვეყნის მოსახერხებელი ადგილმდებარეობა აზიასა და ევროპას შორის, პირდაპიი გასავალი საზღვაო გზებზე, განვითარებული ინფრასქტრუქტურა და დაბალი საოპერაციო ხარჯები.

როგორი თიზ არსებობს საქართველოში?

სულ 3 თავისუფალი ინდუსტრიული ზონაა საქართველოში. ისინი განთავისებულია საქართველოს ორ უმსხვილეს ქალაქში- თბილისსა და ქუთაისში და ასევე საპორტო ქალაქ ფოთში.

ჰუალიანგ ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

ჰუალინგის თიზ განთავსებულია საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში- ქუთაისში, ამ ტერიტორიაზე კომპანიის მფლობელობაშია 36 ჰექტარი. ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ქვეყნის შიგნით მნიშვნელოვანი სამრეწველო და სავაჭრო ცენტრია. ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურები საკმაოდ ახლოსაა განთავსებული ერთმანეთთან: საერთაშორისო აეროპორტი 19 კმ-შია, ფოთის საზღვაო პორტი - 95კმ-ში, დედაქალაქი თბილისი - 210 კმ-ში

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

კომპანია განთავსებულია საპორტო ქალაქ ფოთში. საერთო ფართობი, რომელსაც ფოთის თიზ იკავებს, შეადგენს 300 ჰექტარს. მისი დაარსებიდან ( 2010 წ) დღემდე ფოთის თიზ რჩება ქვეყნის ყველაზე დიდ კომპანიად. ამ ზონის დიდი პლუსია რკინიგზასთან პირდაპირი წვდომა, რადგან შესაძლებელია, ვაგონების გადმოტვირთვა საავტომობილო ტრანსპორტირების გარეშე. ამას გარდა, ინვესტორთათვის ფოთს აქვს ლიცენზიებისა და შესაძლებლობების გრძელი ჩამონათვალი.

თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

დედაქალაქის ერთადერთი თიზ იკავებს 170000 კვ.მ-ს. იგი შეიქმნა 2015 წელს და შედგება შემდეგი ლოკაციებისგან: ვირტუალური ოფისები, 28 ინდუსტრიული, თავისუფალი მიწის ნაკვეთი, რომლებიც განკუთვნილია მოიჯარე კომპანიების მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად.

როგორი საგადასახადო ტარიფები მოქმედებს საქართველოს თიზ-ში?

საქართველოს თავისუფალი ეკონომიკური ზონების ტერიტორიაზე იბეგრება 2 ძირითადი გადასახადით. პირველი, საქონლის რეალიზაციიდან/საქართველოს რეზიდენტებზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის გადასახადი, ამ შემთხვევაში, განაკვეთი შეადგენს 4%-ს. მეორე - საშემოსავლო. გაცემული ხელფასები იბეგრება 20%-ით. ამასთან ერთად, თუ ხელფასი გაიცემა ქვეყნის არარეზიდენტზე, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია კომპანია, თუმცა თუ პირი საქართველოს მოქალაქეა, იგი თავად იხდის საშემოსავლო გადასახადსა და საპენსიო შენატანს.აგრეთვე, კომპანიას უჩნდება ვალდებულება, წყაროსთან დაბეგროს საქართველოს არარეზიდენტებისგან მომსახურების შეძენის შემთხვევაში. თუ მომწოდებელ ქვეყანასთან საქართველოს დადებული აქვს ხელშეკრულება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ, გადასახადი არ გადაიხდება.ყველა დანარჩენი გადასახადი - მოგების, დივიდენდების განაწილების (შეუზღუდავად, წლის განმავლობაში), დღგ-ს, საზღვარგარეთიდან თიზ-ში ნედლეულის ან მზა პროდუქციის იმპორტის, თიზ-დან საზღვარგარეთ ნედლეულის ან მზა პროდუქტის ექსპორტის და ქონების გადასახადები შეადგენს 0%-ს.

რა სახის საქმიანობის რეალიზებაა შესაძლებელი თიზ-ში?

  • საქართველოს ადგილმდებარეობა იდეალურია საერთაშორისო ვაჭრობისთვის, ამიტომ ექსპორტი და იმპორტი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიმართულებაა თიზ-თვის;
  • შეიძლება პროდუქციის წარმოება და გადამუშავება. ამის მერე ის მიიღებს სერთიფიკატს „Made in Georgia” და შესაძლებელი იქნება მისი ექსპორტი დაბეგვრის გარეშე. ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ექსპორტი დაშვებულია მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებმაც მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ;
  • შესაძლებელია, ასევე, მომსახურების გაწევა, განსაკუთრებით, IT ტექნოლოგიების სფეროსა და კონსალტინგში.

როგორ გავხსნათ კომპანია თიზ-ში?

შეავსეთ განაცხადი ჩვენს საიტზე და მიიღეთ უფასო კონსულტაცია თქვენთვის საინტერესო ყველა საკითხზე. კომპანია Jara Accounting წარმოადგენს საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ოფიციალურ პარტნიორსა და წარმომადგენელს. ჩვენ დაგეხმარებით თიზ-ში კომპანიის დარეგისტრირებაში, საბანკო ანგარიშის გახსნასა და საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებაში.

უფასო კონსულტაცია
მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ფინანსური, იურიდიული სერვისების და ბიზნესის რეგისტრაციის შესახებ Jara Accounting სპეციალისტისგან. ჩასაწერად შეავსეთ ფორმა.