სტატიები თემაზე Jara Accounting

არ არსებობს კონკრეტული მიზეზები იმისა, რის გამოც მეწარმეემი იღებენ გადაწყვეტილებას, რომ დახურონ შპს, თუმცა ყველაზე ხშირად ამას მიმართავენ მაშინ, როცა ბიზნესს არ მოაქვს მოგება, იწურება პროექტის ვადა და დაფინანსება, აღმოჩენილია კრიტიკული შეცდომები საბუღალტრო აღრიცხვაში ან ბაზრის ცვლილებებისას ახალ წესებს ადგენენ. მიზეზთა მიუხედავად, საქართველოში ბიზნესის ლიკვიდაცია გრძელი და საკმაოდ რთული იურიდიული ხასიათის პროცესია, რომლის ყველა ეტაპის გავლა შეიძლება დისტანციურად მინდობილობით. ჩვენ შევადგინეთ ეტაპობრივი ინსტრუქცია, სადაც ყველაფერი თანმიმდევრულადაა მოცემული.
რითი დაიწყოთ?
ყველა საჭირო პროცედურა დეტალურადაა აღწერილი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე –14 და მე –15 მუხლებში. განხილულია ლიკვიდაციის 2 მიზეზი: ნებაყოფლობითი და სასამართლოს გადაწყვეტილებით. ამჯერად შევჩერდეთ ნებაყოფლობით ლიკვიდაციაზე.
პირველი - მოსამზადებელი ეტაპი.
მას შემდეგ, რაც დამფუძნებელთა კრებაზე მიიღებთ ლიკვიდაციის პროცესის დაწყების გადაწყვეტილებას, თქვენ უნდა:
- დარწმუნდეთ, რომ არ არსებობს დავალიანება და, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დაფაროთ ის;
- შეიტანოთ განაცხადი ლიკვიდაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით და დარეგისტრირდეთ რეესტრში (პროცესი დაწყებულად შეიძლება ჩაითვალოს რეგისტრაციის მომენტიდან);
- გაიაროთ საგადასახადო შემოწმება (ყველაზე ხშირად კამერალური შემოწმება).
ეს ეტაპი ძირითადად მოიცავს ყველა საჭირო ინფორმაციის შეგროვებას თქვენი შპს-ს ამჟამინდელი ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. მთელი ამ დოკუმენტაციის შესწავლისას, საჭიროა, სათანადოდ შეამოწმოთ დავალიანებები, შეწყვიტოთ წარმოება და გაწყვიტოთ ხელშეკრულებები თანამშრომლებთან.
შპს-ს ლიკვიდაციის პროცედურა
ლიკვიდაციის პროცესისთვის გამოყოფილია 4 თვე ( თუ არ არის დავალიანებები). ამ პერიოდში შპს-ს ეკონომიკური საქმიანობა მოწმდება, რამდენად შეესაბამება ის საქართველოს კანონმდებლობას. შემოსავლების სამსახური ამოწმებს დარიცხვებსა და გადასახადების გადახდის სისწორეს. თუ თქვენ სწორად აწარმოებდით საბუღალტრო აღრიცხვას და, ასევე, რაიმე დარღვევის გარეშე დაასრულეთ საწარმოო პროცესები, არ შეგეშინდეთ აღნიშნული შემოწმებების, ყველაფერი სწრაფად და უპრობლემოდ ჩაივლის.
შემოსავლების სამსახურში კომპანიის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადის რეესტრში შეტანის შემდეგ, აუცილებელია, წერილობითი ფორმით წარადგინოთ დეკლარაციები ბოლო თვის მოგების გადასახადზე, ამის გაკეთება შეუძლია თქვენს მინდობილ პირს ბოლო საანგარიშო წლის ქონების გადასახადით - ასევე წერილობითი სახით.
სწორი ლიკვიდაციისთვის აუცილებელია მისი შემდეგი პუნქტის გავლა - შპს-ს ქონების ინვენტარიზაცია. საჭიროა, ყურადღებით მოეკიდოთ ამ ეტაპს , რადგან მასთან პირდაპირაა დაკავშირებული ლიკვიდაციის პროცესის გაგრძელება. ასევე, მნიშვნელოვანია, იურიდიული პირის საბანკო ანგარიშების დახურვა, რაც, აუცილებლად, დროულად უნდა მოხდეს.
გამოვლენილი ქონების შეფასების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ვნახოთ, საკმარისია თუ არა არსებული თანხა ან თუ საჭიროა ლიკვიდირებული შპს-ს ქონების გაყიდვა ვალების გასტუმრებისთვის (მათი არსებობის შემთხვევაში). რეალიზაციიდან მიღებული მთელი თანხა ირიცხება ლიკვიდაციის ანგარიშზე და იფარება დავალიანებები,ხოლო დარჩენილი თანხა პროპორციულად ნაწილდება დამფუძნებლებს შორის. როდესაც ყველა საკითხი დარეგულირდება, ლიკვიდაციური ანგარიში იხურება.
კომპანიის ლიკვიდაციის პროცესში ელექტრონულ საგადასახადო ოფისში უნდა გადასცეთ ინფორმაცია მოგებისა და ქონების გადასახადების შესახებ და, როდესაც მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საგადასახადო სამსახურის წინაშე არ იქნება დავალიანება, აუცილებლად უნდა დახუროთ თქვენი პირადი ანგარიში, რისთვისაც ცალკე განაცხადის შეტანაა საჭირო. ამის შემდეგ შემოსავლების სამსახური გადასცემს ცნობებს რეესტრში.
შპს-ს ლიკვიდაციის პროცესი წარმატებით დასრულებულად ჩაითვლება მაშინ, როდესაც მოხდება შესაბამისი ჩანაწერების გადაცემა რეესტრში.
ჩვენ დაწვრილებით განვიხილეთ საქართველოში ბიზნესის ლიკვიდაციის პროცესი, თუმცა ეს გამოიყენება მხოლოდ ნულოვანი ბალანსის მქონე შპს-ს მიმართ, ანუ იმ იურიდიული პირებისათვის, რომლებსაც არ გააჩნიათ ფაქტობრივი დავალიანება, ან აქვთ აქტივები, რომლებიც საკმარისია მათ დასაფარად. გაკოტრების ან სასამართლოს გადაწყვეტილებით იძულებითი ლიკვიდაციის შემთხვევაში, უმჯობესია, მიმართოთ კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას. ჩვეულებრივი ლიკვიდაციაც არის დაკავშირებული გარკვეულ პრობლემებთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ გაქვთ შესაძლებლობა, ჩამოხვიდეთ საქართველოში, ცუდად ერკვევით ქვეყნის კანონმდებლობაში ან არ ფლობთ ქართულ ენას. თუ თქვენ შეგექმნათ ბიზნესის ლიკვიდაციის აუცილებლობა საქართველოში, მაშინ დატოვეთ განაცხადი და მიიღეთ უფასო კონსულტაცია.

ბიზნესის მფლობელებს ადრე თუ გვიან უჩნდებათ კვალიფიციური იურისტის დახმარების საჭიროება. რაც უფრო ადრე მიმართავენ მას, მით უკეთესი, რადგან წინასწარი იურიდიული კონსულტაცია უფრო სასურველია, ვიდრე დავის გადაწყვეტა სასამართლოში. იურიდიულ საკითხთა წვრილმანებში დამოუკიდებლად გარკვევა გაგიჭირდებათ სპეციალური განათლების გარეშე, ორმაგად ძნელია სხვა ქვეყნის კანონმდებლობაში გარკვევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენ ერთ ქვეყანაში იმყოფებით, ხოლო ბიზნესი სხვა სახელმწიფოში გაქვთ. ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, თუ რისგან შედგება იურიდიული კონსულტაცია საქართველოში და რა პრობლემების არიდებას შეძლებთ, თუ დროულად მიმართავთ სპეციალისტს.
იურიდიული მომსახურება იურიდიულ პირთათვის საქართველოში
იურიდიული მომსახურება შეიძლება დასჭირდეს მას, ვინც მხოლოდ ახლა აპირებს დაარეგისტრიროს თავისი ბიზნესი (დოკუმენტების პაკეტის მომზადება) ან წააწყდა ისეთ იურიდიული ხასიათის საკითხებს, როგორებიცაა: ხელშეკრულებებისა და სხვა საბუთების შექმნა და შემოწმება, კომპანიის საქმიანობის ანალიზის გაკეთება, უყურადღებობის გამო დაშვებული უმნიშვნელო შეცდომების შესწორება.
ძირითადი მომსახურებები ბიზნესის კონსულტაციის სფეროში:
- კონსულტაცია საქართველოს სამოქალაქო, კორპორაციულ, ადმინისტრაციულ კანონმდბლობაზე;
- კონკრეტულ საქმეზე იურიდიული დასკვნა (იურიდიული ანალიზი და წერილობითი დასკვნა);
- ახალი ხელშეკრულებების შედგენა;
- არსებული ხელშეკრულებების აუდიტი;
- სასამართლო პროცესისთვის მომზადება;
- საგადასახადო დავებზე კონსულტაცია და მათი გადაწყვეტა;
- კონსულტაცია და საკითხების გადაწყვეტა საიჯარო ვალდებულებებთან დაკავშირებით;
- შრომით დავებზე კონსულტაცია და მათი გადაწყვეტა;
- კონსულტაციები კვალიფიციური იურისტისგან 24/7-ზე კომპანიის მიმდინარე ბიზნეს-საქმიანობის შესახებ;
როგორ შევარჩიოთ იურისტი საქართველოში?
რა თქმა უნდა, საქართველოში ბიზნესის მართვის იურიდიული ასპექტები ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის და ნათარგმნიც კი არის ინგლისურ და რუსულ ენაზე, თუმცა იმისათვის, რომ მიიღოთ კანონთა კორექტული განმარტება, გაიგოთ, თუ როგორ ეხება ისინი თქვენს ბიზნესს, უნდა მიმართოთ ადგილობრივ იურისტს, რადგან სამართლებრივი კანონმდებლობის ყველა დეტალში გარკვევა დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული. შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, აიყვანოთ შტატში იურისტი, მაგრამ თუ თქვენ მხოლოდ ახლა წამოიწყეთ საქმე და იმყოფებით სხვა ქვეყანაში, საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ. ამ სიტუაციაში დაგეხმარებიან აუტსორსზე მომუშავე იურისტები ან ფრილანსერები. თუმცა ფრილანსერებთან სჯობს ყურადღებით იყოთ, რადგან მათი პასუხისმგებლობა არაფრითაა გამყარებული ან დაზღვეული (გარანტიასა და პასუხისმგებლობაზე ვისაუბრებთ ცოტა მოგვიანებით).
ხოლო რაც შეეხება იმ იურისტებს, რომლებიც მუშაობენ აუტსორსზე, აქ საქმე სულ სხვაგვარადაა. ყველაზე ხშირად ისინი იურიდიული ან რეგისტრატორული ფირმების თანამშრომლები არიან. ასეთ ორგანიზაციებში მუშაობენ კვალიფიციური და განათლებული ადამიანები, რომელთა კომპეტენტურობა დამტკიცდა გასაუბრებებითა და ქეისებით, რომელთაც შეგიძლიათ, გაეცნოთ. ეს სპეციალისტები ფართო პროფილისანი არიან, მათ შეუძლიათ, მოძებნონ პასუხი ყველა სირთულის კითხვაზე ბიზნესის ნებისმიერი სფეროს შესახებ, ეს კი იმის დამსახურებით, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ კონსულტაცია და გაცვალონ ინფორმაცია კოლეგებთან. აუტსორსის იურისტი უპრობლემოდ მოამზადებს საბუთებს ნებისმიერი იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის, შეამოწმებს კონტრაგენტებს და თავის თავზე აიღებს ყველა ადმინისტრაციულ საქმიანობას დაწყებული საგადასახადოში სიარულით, დამთავრებული ბეჭდის მომზადებითა და ბანკში ანგარიშის გახსნით.
აუთსორსის იურისტი თვალს ადევნებს თქვენს გარიგებებს, რათა აღმოფხვრას პრობლემები მათ გაჩენამდე.
მნიშვნელოვანია აუთსორსინგის სპეციალისტებისგან მუდმივი იურიდიული დახმარების არჩევა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც იურიდიული ხასიათის საკითხები ჩნდება მუდმივად. ერთჯერადი კონსულტაციები ასეთ დროს ნაკლებად ეფექტურია. უდავო პლუსი იქნება ისიც, რომ მუდმივ კონტაქტი გექნებათ სპეციალისტთან, რომელიც 100%-ით ერკვევა თქვენს სამართლებრივ საქმიანობებში, შესაბამისად, ის შეძლებს დროულად მოგცეთ რჩევა და შეგატყობინოთ კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ. ის თვალს ადევნებს თქვენს გარიგებებს, რათა აღმოფხვრას პრობლემები მათ გაჩენამდე.
გარანტია და პასუხისმგებლობა
წარმატებულ და კეთილსინდისიერ იურიდიულ კომპანიებს შეცდომის დაშვებისას, როგორც წესი, აქვთ მატერიალური პასუხისმგებლობა თქვენს წინაშე. მათ ამის საშუალება აქვთ იმის გამო, რომ მათი პასუხისმგებლობა დაზღვეულია. ფიზიკური პირები, ფრილანსერები, ხშირად არ იღებენ თავზე არანაირ პასუხისმგებლობას და, ამასთან ერთად, მომსახურებისთვის ითხოვენ 100%-ის წინასწარ გადახდას.
გირჩევთ, რომ გულდასმით შეარჩიოთ იურისტი, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული თქვენი ბიზნესის წარმატება. Jara Accounting-ში იურისტები მუშაობენ ბუღალტრებთან ერთად, ამიტომ ისინი წყვეტენ საკითხებს მაქსიმალური კომპეტენციით ორივე სფეროში. Jara Accounting-ის ბიზნესის იურისტი დაგეხმარებათ კორპორაციულ და სახელშეკრულებო სამართალში, გარეეკონომიკურ საქმიანობასა და ყველაფერში, რაც დაკავშირებულია ლეგალურ მეწარმეობასთან.ჩვენი სპეციალისტი ასევე იქნება პასუხისმგებელი დოკუმენტების შექმნასა და გადამოწმებაზე, კონსულტაციებზე, ბიზნეს ანალიზსა და პრაქტიკულ რჩევებზე, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ყველაფერი საქართველოს კანონის შესაბამისად. დატოვეთ განაცხადი, რათა მიიღოთ პირველი უფასო კონსულტაცია.

ფინანსური კუთხით კომპანიის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ბიზნესის ადეკვატური საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება, ანგარიშგების სწორად შედგენა და მისი დროული წარდგენა მაკონტროებელ ორგანოებში. თუ დროულად წარადგენთ დეკლარაციებს და გადასახადებს მოცემულ ვადაში გადაიხდით, მაშინ საქართველოში საგადასახადო სფეროს ჯარიმები თქვენ არ გემუქრებათ.
ჯარიმები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისთვის
საქართველოში დაბეგვრის სისტემა ქვეყნის კოდექსით რეგულირდება. თუ კომპანია სწორად შეადგენს ანგარიშგებებს და დროულად წარდგენს მათ საგადახადო ორგანოში, მაშინ საქართველოს საგადასახადო სფეროს ჯარიმები მისთვის საშიშროებას აღარ წარმოადგენს. სანქციები ასევე არ დაეკისრება , თუ კომპანია იქამდე იხდიდა გადასახადებს, ხოლო დაშვებული შეცდომა უნებლიე იყო, რადგან, უბრალოდ, არ იცოდა ზოგი მოთხოვნა.იმ შემთხვევაში, როდესაც აღმოჩენილია შეცდომა საგადასახადო ანგარიშგებასა ან მისი წარდგენის ვადებში, საგადასახადო ორგანო ადგენს ოქმს. იმ პირს, რომელმაც დაარღვია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნა, შუეძლია მოცემულ ოქმში დატოვოს კომენტარი ან შენიშვნა. საქართველოში საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისთვის შესაძლებელია, დაგეკისროთ შემდეგი სახის სანქციები:
- გაფრთხილება;
- ფულადი სახის ჯარიმა ან საურავი;
- სამართალდამრღვევის ქონების კონფისკაცია ან დაყადაღება.
რამდენიმე დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, სანქციები თითოეულ მათგანზე დაეკისრებათ. სამართალდამრღვევ პირზე დაკისრებული სანქციები ფორმდება ოქმით.
გაფრთხილება
გაფრთხილება შეიძლება მოგცენ როგორც წერილობითი ფორმით, ისე ელექტრონულად, გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდის საშუალებით. გაფრთხილება მოგეცემათ იმ შემთხვევებში, თუ:
- ანგარიშგებას წარადგენთ არასწორად ან ვადების დარღვევით;
- არასწორად აწარმოებთ საბუღალტრო აღრიცხვას;
- კომპანია ცდილობს, თავი აარიდოს აუდიტორულ შემოწმებას.
ფულადი სახის ჯარიმები და საურავები
გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში, საურავის ოდენობა დამოკიდებულია გადასახადების მოცულობაზე. 2015 წლიდან მიღებულია, რომ საურავი შეადგენს გადაუხდელი გადასახადის თანხის 0,05% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.ფულადი ჯარიმა შეიძლება დაგეკისროთ შემდეგ დარღვევებზე:
- ანგარიშგებას წარადგენთ არასწორად ან ვადების დარღვევით;
- არასწორად აწარმოებთ საბუღალტრო აღრიცხვას;
- კომპანია ცდილობს, თავი აარიდოს აუდიტორთა მიერ შემოწმებას.
კომპანიამ ჯარიმა უნდა გადაიხადოს მისი დაკისრებიდან 30 დღის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამართალდამრღვევის ქონების კონფისკაცია ან დაყადაღება
კომპანიის ქონების კონფისკაცია ან დაყადაღება მიმართულია იმისკენ, რომ დაიფაროს კომპანიის დავალიანება. დაყადაღება ხდება საგადასახადო ორგანოს მიერ შედგენილი აქტის მიხედვით. შესაძლებელია, როგორც კომპანიის ქონების ნაწილის, ისე მთლიანად დაყადაღება. ამასთან ერთად, ბიზნესის მფლობელისა და მოწმეების თანდასწრებით ხდება ქონების აღწერა და ამ აღწერის შედეგები ფიქსირდება აქტში.თუ ბიზნესის მფლობელს აქვს შესაძლებლობა დაფაროს საგადასახადო დავალიანება, მას უფლება ეძლევა, განკარგოს თავისი ქონება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავალიანების დაფარვის მიზნით, ქონება გაიყიდება. 5 სამუშაო დღის განმავლობაში მფლობელს დაუბრუნდება ფულადი სახსრები, რომლებიც დარჩება ქონების გაყიდვისა და საგადასახადო დავალიანების დაფარვის შემდეგ.
როგორ უნდა აიცილოთ თავიდან საჯარიმო სანქციებს?
არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის სანქცია იქნება, მაინც ყოველთვის უსიამოვნოა კომპანიისთვის, რადგან ის მის ბალანსს ამცირებს. ყველაზე ცუდ ვარიანტში, კომპანიას შეიძლება მოუწიოს საქმიანობის შეჩერება ან მისი ლიკვიდაცია.ჯარიმების თავიდან აცილება არაა რთული, თუ ზუსტად შეასრულებთ საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს, კომკრეტულად:
- საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებისას დაცული უნდა იყოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები;
- დროულად წარდგეს ანგარიშგებები მაკონტროლებელ ორგანოებში;
- მთლიანად უნდა იყოს გადახდილი გადასახადები დადგენილ ვადებში.
იმისათვის, რომ სწორად შეავსოთ დეკლარაციები და ყველა გადასახადი დროულად და შესაბამისი მოცულობით გადაიხადოთ, სულაც არაა საჭირო, დამოუკიდებლად გაუძღვეთ ამ საქმეს ან შტატში ბუღალტერი აიყვანოთ. თქვენ შეგიძლიათ, ჩვენს კომპანიას მომართოთ და ჩვენ განგათავისუფლებთ გადასახადების დროულად გადახდის შიშისგან და დეკლარაციების ყოველთვიური შევსებისგან. ჩვენი დახმარებით შეგიძლიათ, არ იფიქროთ გადასახადებზე და მთლიანი დრო დაუთმოთ ბიზნესის განვითარებას.

აუთსორსინგი თუ საშტატო ბუღალტერი - ასეთი არჩევანის წინაშე დგება როგორც ბიზნესში ახალბედა მოთამაშე, ასევე მეწარმეები, რომლებმაც უკვე განიცადეს მარცხი და ეძებენ იმის შემცვლელს, ვინც მათ უმტყუნა.
ჩვენ მოვამზადეთ ვარიანტების შედარება ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით - ვიმედოვნებთ, რომ ეს დაგეხმარებათ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.
რატომ არის დისტანციური ბუღალტერი საშტატოზე უკეთესი?
ჩვენ შევაგროვეთ ბუღალტრული აუთსორსინგის ძირითადი უპირატესობები საშტატო ბუღალტერთან შედარებით, რათა მოსახერხებელი ყოფილიყო მათი შედარება.
საშტატო ბუღალტერი | აუთსორს სერვისი საბუღალტრო მომსახურება (Jara Accounting -ის მაგალითზე) | |
ბუღალტრული აღრიცხვის ღირებულება | თვეში საშუალოდ 1500 ლარი. ეს არის სპეციალისტის ხელფასი, ასევე გადასახადები და შენატანები საპენსიო ფონდში (461,55), რომელსაც თქვენ მის ნაცვლად გადარიცხავთ | ინდმეწარმეებისთვის თვეში 318 ლარიდან, შპს-სთვის თვეში 600 ლარიდან. |
პასუხისმგებლობა შეცდომების გამო | არ არსებობს. მოგიწევთ ჯარიმებისა და საურავების გადახდა. თანამშრომლის იძულება ხარჯების ანაზღაურებაზე მხოლოდ სასამართლოს გზით არის შესაძლებელი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მეწარმეებს ასეთ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს ეუბნებიან.
| ჩვენ ვაზღვევთ თითოეულ კლიენტს 65000 დოლარად და პასუხს ვაგებთ ჩვენი თანამშრომლების შეცდომის შესაძლო შედეგებზე ამ თანხის ფარგლებში.
|
სამუშაო ადგილის იჯარა | დაახლოებით 500 ლარი თვეში | არ არის საჭირო |
ბუღალტრული პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიის საფასურის გადახდა | 1080 ლარი წელიწადში | 875 ლარი წელიწადში |
ედს სისტემის საფასურის გადახდა | 485 ლარი წელიწადში | არ არის საჭირო |
ბუღალტრული აღრიცხვის ლიცენზიის საფასურის გადახდა (Оплата лицензии на бухгалтерское) | კი | არა |
ატესტაციის კურსების საფასურის გადახდა | ბუღალტერს შეუძლია აიმაღლოს ან არ აიმაღლოს კვალიფიკაცია. დიდი ალბათობით გადახდა თქვენ მოგიწევთ. | ჩვენი სპეციალისტები მუდმივად სწავლობენ, თვალს ადევნებენ კანონმდებლობის ცვლილებებს და გადიან დამოუკიდებელ ატესტაციას კვარტალში ერთხელ. თქვენ არაფერს არ იხდით ამაში. |
ვინ შეცვლის შვებულების დროს ან ავადმყოფობის გამო არყოფნისას | დამხმარე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ დაელოდოთ ბუღალტერის დაბრუნებას. | ჩვენი სპეციალისტები |
ვინ არის პასუხისმგებელი ანგარიშების წარდგენის ვადების დაცვაზე? | თანამშრომელი. შეგიძლიათ მისი პასუხისმგებლობის იმედად იყოთ ან პირადად აკონტროლოთ დავალებების შესრულება. | კლიენტების მენეჯერი და სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა |
რამდენი დავალების მიცემა შეიძლება | რამდენიც გსურთ, მაგრამ ისინი შესრულდება თანმიმდევრობით, პრიორიტეტების გათვალისწინებით. ყველაფერი, რაც არ არის კრიტიკული, ანგარიშების წარდგენის პერიოდებში გადაიდება სამომავლოდ. | რამდენიც გსურთ და ყველა პარალელურად შესრულდება. ჩვენთან თქვენ დავალებას აძლევთ ბუღალტრისაგან შემდგარ გუნდს: ხელფასების, გადასახადების და პირველადი დოკუმენტაციის. |
როგორც ხედავთ, დისტანციური ბუღალტერი უკეთესია, ვიდრე საშტატო მრავალი თვალსაზრისით:
- ნაკლები ჯდება;
- იღებს ფინანსურ პასუხისმგებლობას შეცდომებზე;
- მისი შეცვლა შესაძლებელია ანალოგიური პროფილისა და კვალიფიკაციის სპეციალისტით;
- თქვენ არ მოგიწევთ ანგარიშების წარდგენის კონტროლი და სხვა ამოცანების შესრულება - ამისათვის არსებობს კლიენტების მენეჯერი.

საქართველოში ფინანსური და საგადახადო ანგარიშგება წარმოადგენს დოკუმენტების წარდგენის მოსახერხებელ სისტემას, რომელიც შეესაბამება მსოფლიო და ევროპულ სტანდარტებს. 2000 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში გატარდა რამდენიმე რეფორმა: თავდაპირველად, მთავრობამ დაამტკიცა საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური აუდიტის წესები, შემდეგ შეამცირა საგადასახადო ზეწოლა მოქალაქეებსა და კომპანიებზე. შედეგად ჩამოყალიბდა სახელმწიფო უწყებებში წარსადგენი ანგარიშგებების გასაგები პროცედურა.
ანგარიშგების სისტემა, პირველ რიგში, გათვლილია მეწარმეებსა და მსხვილ კომპანიებზე. დაბალი საგადასახადო განაკვეთის დამსახურებით კი ქვეყანა სულ უფრო მეტ უცხოურ კაპიტალს იზიდავს. ამიტომ აუცილებელია მეწარმეებმა იცოდნენ, თუ რას ემყარება საგადასახადო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები. გავიგოთ, როგორ ხდება გადასახადების გადახდა საქართველოში და როგორ უნდა ჩავაბაროთ ანგარიში კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
ფინანსური ანგარიშგების სპეციფიკა საქართველოში
სახელმწიფო ახორციელებს ორგანიზაციების საქმიანობის აუდიტს, რათა არ დაუშვას ფულის გათეთრება, კაპიტალის კონტრაბანდა ან ტერორიზმის დაფინანსება.საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების წლიური მონაცემების მოწოდება ხდება საქართველოს კანონმდებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნების მკაცრად გათვალისწინებით.საქართველოში გამოიყენება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (ფასს). საქართველოში ფინანსური ანგარიშგების მიწოდება ხდება კანონით ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ.
კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს საწარმოები ვალდებულნი არიან, წარადგინონ წლიური ფინანსური ანგარიშგებები. ეს მონაცემები გადაეცემა ელექტრონული სახით. ნორმატიული დოკუმენტების თანახმად, ფინანსური ანგარიშგება უნდა წარედგინოს საანგარიშო წლის 1 ოქტომბრამდე. წლიური ფინანსური ანგარიშგება მოიცავს:
- საბალანსო უწყისს;
- მოგება-ზარალის უწყისს;
- ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისს;
- კომპანიის საქმიანობის წლიური შედეგების ანგარიშგებას;
- ფირმის მიმდინარე ფინანსურ მდგომარეობას;
- შენიშვნებს.
საწარმოები საქართველოში იყოფა 4 კატეგორიად პირველი კატეგორიის საწარმო
1. სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონს ლარს აღემატება;
ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს აღემატება.
2. მეორე კატეგორიის საწარმო - სუბიექტი, რომელიც არ არის მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება;
ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს არ აღემატება.
3. მესამე კატეგორიის საწარმო სუბიექტი*, რომელიც არ არის მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
ა) აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს არ აღემატება;
ბ) შემოსავალი 20 მილიონ ლარს არ აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება.
4. მეოთხე კატეგორიის საწარმო სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
ა) აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება;
ბ) შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება
მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოებს წლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება გადავადდა 2021 წლის 1 ოქტომბრამდე. წლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენა ხდება საბუღალტრო აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში.
საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგებების წარდგენა ხდება გამარტივებული სქემით. საწარმოს ზომიდან გამომდინარე, ანგარიშგების მოცულობა შეიძლება იყოს 2-დან რამდენიმე ასეულ გვერდამდე.მოსახერხებელია ის , რომ ანგარიშგების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად. ამასთანავე, მთელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის და არის აბსოლუტურად გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეთათვის. იმისათვის, რომ საბუთი მიიღონ განსახილველად, აუცილებელია, კომპანიის შესახებ შემდეგი მონაცემები მიუთითოთ:
- საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;
- იურიდიული და ფიზიკური მისამართი;ორგანიზაციის დასახელება;
- მარეგისტრირებელი ორგანო;
- სარეგისტრაციო ნომერი.
ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგება საქართველოში საშუალებას იძლევა, მიიღოთ დეტალური ინფორმაცია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობასა და მის კრედიტუნარიანობაზე, ასევე მისი საქმიანობის ფინანსურ შედეგებზე.ასევე აუცილებელი პროცედურაა ფინანსური აუდიტი, რომელიც ამოწმებს კომპანიის მაჩვენებლებს ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგებიდან. 2019 წლის იანვრიდან აუდიტი უნდა გაიაროს ყველა კომპანიამ, გარდა მესამე და მეოთხე კატეგორიის მეწარმეებისა. ამასთანავე, აუდიტი ითვალისწინებს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესების ანგარიშგებების ნაწილი უნდა იყოს კონფიდენციალური.
საგადასახადო ანგარიშგების სპეციფიკა საქართველოში
ქართული იურისდიქცია არაა მთლიანად თავისუფალი გადასახადებისგან, თუმცა მათი დონე საკმაოდ დაბალია, ხოლო თავად საგადასახადო რეჟიმი - ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე, ლიბერალური, სანდო და მარტივია მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის. რაც დასტურდება იმით, რომ გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის თანახმად, საქართველომ დაიკავა მეცხრე ადგილი დაბალი დაბეგვრის სისტემის მქონე ქვეყნების სიაში.
საქართველოში საგადასახადო ანგარიშგება იურიდიული პირების საგადასახადო ტვირთის შემცირებისა და შეგროვების პროცედურის გამარტივების მიზნით, ბოლო წლების რეფორმების შედეგად, საგადასახადო ანგარიშგების ჩაბარება ხდება შემდეგი სახით:
- ანგარიშგებაში ყველა თანხის მითითება ხდება ლარში;
- საანგარიშო თვის დეკლარაციები გადაიცემა ყოველთვიურად, შემდეგი თვის 15 რიცხვამდე; დეკლარაციები ივსება პირველადი დოკუმენტების საფუძველზე, რომელთა უმრავლესობა წარმოდგენილია ელექტრონული სახით შემოსავლების სამსახურის პორტალზე.
საქართველოში გადასახადების აკრეფა ხდება ადგილობრივ და სახელმწიფო (ეროვნულ) დონეზე. სულ არის 6 სახის ძირითადი გადასახადი:
- მოგების გადასახადი (დივიდენდზე (5%)) - 15%;
- ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადი (დივიდენდზე 5%) - 20%;
- დამატებითი ღირებულების გადასახადი ( გარდა სამედიცინო მომსახურების, განათლებისა და ექსპორტის) - 18%;
- იმპორტის გადასახადი - 0%, 5% ან 12%;
- აქციზის გადასახადი;ქონების გადასახადი - 1%-მდე.
2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა სავალდებულო საყოველთაო საპენსიო მოსაკრებელი ფიზიკური პირებისგან და საწარმოებიდან (თვითდასაქმებულებს აქვთ უფლება უარი თქვან მოსაკრებლის გადახდაზე). საპესიო მოსაკრებლის განაკვეთია - ფიზიკური პირის ხელფასის 2%, ამდენივეს იხდის საწარმო თანამშრომელზე. საპენსიო მოსაკრებელი აუცილებელია იმ პირთათვის, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით არ შესრულებიათ 40 წელი, 40 წელს ზევით პირებს კი შეუძლიათ, უარი თქვან გადასახადზე.
საქართველოში ყველა გადასახადი , გარდა ქონების გადასახადისა, არის საერთო სახელმწიფოებრივი. ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონის თანახმად, ქვეყნის მთავრობას არ აქვს უფლება, აწიოს საერთო გადასახადის განაკვეთები (გამონაკლისისა აქციზი) ან შემოიღოს ახალი გადასახადი რეფერენდუმის ჩატარების გარეშე.უცხოელ მეწარმეთა მოზიდვისა და ბიზნესის სფეროს გაფართოების მიზნით, საქართველოში გადასახადების გადახდა ხდება კომფორტული სქემით. მთელი დოკუმენტაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონულად, რათა თავიდან აცილებულ იქნას ბიუროკრატია და დაჩქარდეს იურიდიული პირის საქმიანობის კონტროლის პროცესი.
როგორ შევადგინოთ ანგარიშგება
რაც უფრო დეტალურადა დეკლარირდება ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგებები, მით უფრო მცირეა შანსი, დაარღვიოთ კანონი და დაგეკისროთ სერიოზული ჯარიმა. ამიტომ დამოუკიდებლად დოკუმენტების გაფორმებამდე საჭიროა, დაკვირვებით შეისწავლოთ ორი ნორმატივი: საქართველოს საგადასახადო კოდექსი და კანონი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ. ყველაზე უკეთესი კი იქნება, დაგვიკავშირდეთ ჩვენ და დაგეხმარებით გაერკვეთ საქართველოში დაბეგვრის სისტემის ყველა ნიუანსში.ყველაფერი ზემოაღნიშნული კი არის ზუსტი, მაგრამ ეს მაინც ზოგადი ინფორმაციაა, რათა შეგექმნათ წარმოდგენა იმაზე, თუ რა ჯდება ინდ. მეწარმის და შპს-ს შენახვა საქართველოში 2020 წელს. იმისათვის რომ იცოდეთ, ზუსტად რა თანხა დაგჭირდებათ, უმჯობესია, მიმართოთ პროფესიონალურ გაანგარიშებას, რადგან ყველა შემთხვევა უნიკალურია და ყველა ბიზნესს აქვს თავისი სპეციფიკური მახასითებლები, რომლებსაც შეუძლიათ ან შეამციროს ან მნიშვნელოვნად გაზარდოს წლიური ხარჯების ოდენობა.

აუთსორსინგის პროფესიონალებთან მიმართვა და დელეგირება ბიზნესის ისეთი არასაკვანძო ფუნქციებისა, როგორებიცაა დისტანციური საბუღალტრო აღრიცხვის მომსახურება და საგადასახადო კონსალტინგი, უბრალოდ აუცილებლობა კი არაა, არამედ ხშირად ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა მთლიანად დისტანციურ მუშაობის რეჟიმზე გადასვლისას. კომპანიის ძიებისას, როგორც წესი, პრობლემები არ ჩნდება: საძიებო ველში სასურველი მომსახურების მითითების შემდეგ ასობით შემოთავაზება გაჩნდება, მაგრამ როგორ უნდა აირჩიოთ ისეთი კომპანია, რომელიც ყველა თქვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს? და, ყველაზე მთავარი, რა მოთხოვნების წამოყენება არის სასურველი, როდესაც დისტანციურად მომუშავე საბუღალტრო კომპანიას ირჩევთ? სწორედ ამის ახსნას შევეცდებით მოცემულ სტატიაში.
ფრილანსერი თუ საბუღალტრო კომპანია აუთსორსზე?
თავდაპირველად, აუცელებელია, გაიგოთ, თუ რა განსხვავებაა დისტანციურად მომუშავე ფრილანსერსა და იმ კომპანიას შორის, რომელიც გთავაზობთ დისტანციურ საბუღალტრო მომსახურებას. დისტანციურად მომუშავე ბუღალტრის როლში მყოფი ფიზიკური პირი, როგორც წესი, მუშაობს ხელშეკრულების გარეშე, შესაბამისად, არც მას, არც თქვენ არანაირი ვალდებულება არ გეკისრებათ, ამიტომ, საბუღალტრო საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებითაც, რომ ამ სფეროს პირდაპირი კავშირი აქვს თქვენს ფულთან - ეს საკმაოდ სარისკო ვარიანტია. უსაფრთხოება არის აუცილებელი ფაქტორი, როდესაც საქმე თქვენი ბიზნესის ფინანსებს ეხება, ამიტომ მისი უგულებელყოფა არ შეიძლება.
საქმიანი ურთიერთობა ფრილანსერთან არაფრითაა მხარდაჭერილი - გადახდები უმეტესად ხორციელდება სალაროს გვერდის ავლით, რაც შესრულებულ სამუშაოზე პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. თუ გაგიმართლებთ, შეიძლება, შეგხვდეთ ისეთი ბუღალტერი, რომელიც მოამზადებს და გააგზავნის ანგარიშგებებს, აწარმოებს დოკუმენტაციებს, დაგეხმარებათ გადასახადების ოპტიმიზაციაში და გაგიწევთ კონსულტაციას თქვენს კითხვებზე. მაგრამ ხელშეკრულების გარეშე თქვენ არ ხართ დაზღვეული ადამიანური ფაქტორებისგან, როგორიცაა, მაგალითად, დეკლარაციების მიწოდების დროს უეცარი ავადმყოფობა ან 10 ქორწილი/დაკრძალვა ერთ თვეში.
კომპანიები, რომლებიც გთავაზობთ დისტანციურ საბუღალტრო მომსახურებას, საგრძნობლად მეტ ნდობას იმსახურებენ, თუ ხელშეკრულება სწორადაა შედგენილი და ყველა მოთხოვნაა გათვალისწინებული. როგორც წესი, ასეთ კომპანიებში ერთზე მეტი ბუღალტერია, ისინი უზიარებენ გამოცდილებას და ეხმარებიან ერთმანეთს, ამიტომ თქვენ ნამდვილად არ აღმოჩნდებით გამოუვალ მდგომარეობაში დეკლარაციების ჩაბარების კვირას, როდესაც რომელიმე მათგანი ქმედუუნარო იქნება (ან გაშვებული იქნება შვებულებაში).
როგორ გავიგოთ, რომ კომპანია თქვენ შეგეფერებათ?
იმისათვის, რომ სწორად შეარჩიოთ კომპანია, უნდა მიაქციოთ ყურადღება შემდეგ მაჩვენებლებს:
- კომპანიის პოზიცია ბაზარზე (ინფორმაცია კლიენტებზე, საიტი, სოციალური ქსელი), რაც უფრო მეტი ინფორმაციაა მოცემული, მით უფრო მეტ ნდობას აღძრავს ასეთი კომპანია;
- შეიტყვეთ მეტი კომპანიის თანამშრომლებსა და მათი გამოცდილების შესახებ. ჩვეულებრივ, ასეთი ინფორმაცია განთავსებულია საიტზე;
- გაიგეთ რაში სპეციალიზდება კომპანია, მის მიერ მოცემული მომსახურების ჩამონათვალი საბუღალტრო სფეროში და ურთიერთობა ინსტრუმენტთან.
- გაიგეთ, რომელ პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს კომპანია და რა სახით აწარმოებს ის საბუღალტრო აღრიცხვას. მაგალითად, ჩვენ ვიყენებთ პროგრამას Balance.ge. იმის გარდა, რომ აქ ვაწარმოებთ საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვას, შესაძლებელია, ასევე სამენეჯერო ჩანაწერების გაკეთება, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ ფულადი სახსრების მოძრაობას და ჩამოტვირთოთ ფინანსური ანგარიშგებები. ეს ფუნქცია ეხმარება კლიენტებს ნებისმიერ დროს მიიღონ საჭირო ინფორმაცია.
- ქლაუდ საცავი და ელექტრონული ფორმით ხელშეკრულების გაფორმების საშუალება. პირადი შეხვედრები საერთოდ არ არის საჭირო, ნებისმიერი საკითხის გადაჭრა შესაძლებელია ონლაინ მესენჯერის ( ჩვენ შემთხვევაში Telegram-ის) დახმარებით ან ვიდეოკონფერენციის მეშვეობით (Google meet, Zoom) შეიძლება სადავო საგადასახადო საკითხის მოგვარება.
- თანმხლები მომსახურებები: აუდიტი, სახელშეკრულებო სამუშაო, family office, იურიდიული საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ საბუღალტრო მომსახურებით, უნდა სთავაზობდეს მთელ სპექტრს მომსახურებებისას და უწევდეს კონსულტაციას ყველა წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით;
- ყველა გაანგარიშებასა და დეკლარაციაში კომპანიის ფინანსური პასუხისმგებლობა უნდა იყოს გაწერილი ხელშეკრულებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აუციელბელია, ყურადღების გამახვილება მასზე.
- კომპანიის პასუხისმგებლობის დაზღვევაც ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა გაარკვიოთ არის თუ არა დაზღვეული კომპანიის პასუხისმგებლობა, როგორც საბუღალტრო სააგენტო. თუ დაშვებული იქნება შეცდომა, დაზღვევის თანხის ფარგლებში ზარალი მთლიანად ანაზღაურდება;
- კომუნიკაცია მოსახერხებელ მესენჯერებში, სწრაფი რეაგირება და წამოჭრილი საკითხების დროული გადაწყვეტა.
რისი შემოწმებაა სასურველი ხელშეკრულებაში?
ახლა განვიხილოთ, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს დისტანციურად მომუშავე საბუღალტრო კომპანია და რა უნდა შევიტანოთ აუცილებლად ხელშეკრულებაში:
- მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით ვალდებულებათა კეთილსინდისიერად შესრულება;
- პირველად დოკუმენტებზე დაყრდნობით კლიენტის საქმიანი ან სხვა ოპერაციების აღრიცხვის წარმოება;
- სამუშაოს ჩაბარება დათქმულ დროში;
- აბსოლუტური კონფიდენციალურობა;
- დოკუმენტების დაბრუნება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ;
- ფინანსური პასუხისმგებლობა, გამოხატული საგადასახადო ორგანოების მიერ დაწესებული ჯარიმების ან საურავების კომპენსაციით, რაც ბრალად მიუძღვის საბუღალტრო კომპანიას, ჩაბარების დაგვიანებასა ან არასწორად მოწოდებულ ინფორმაციაზე.
როგორც ხედავთ, ჩვენი კომპანია აკმაყოფილებს ყველა ზემოჩამოთვლილ მოთხოვნასა და სტანდარტს. დატოვეთ განაცხადი და მიიღეთ უფასო კონსულტაცია დისტანციურ საბუღალტრო მომსახურებების თემაზე.

უარი გითხრეს ანგარიშის გახსნაზე ან მომსახურებაზე?
შესაძლოა კომპანია ბანკის სტოპ-ლისტში მოხვდა.
რა უნდა გააკეთოთ და რატომ შეიძლება ეს მომხდარიყო?
კომპანიების სტოპ-ლისტი ბანკში: რა არის და როგორ ხვდებიან მასში კომპანიები?
სტოპ-ლისტი არის ფირმების სია, რომლებსაც ბანკმა უარი უთხრა მომსახურებაზე, რადგან ისინი ეჭვმიტანილნი იყვნენ კანონის დარღვევაში. ბანკები კანონით ვალდებულნი არიან, გააკონტროლონ კლიენტების საქმიანობა, რათა თავიდან აიცილონ ფულის გათეთრება, გადასახადებისგან თავის არიდება და არ დაეხმარონ ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დადებული სანქციების თავიდან აცილებაში გარკვეულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასევე, თუ კომპანია არის სატრანზიტო კომპანია, ე.ი. მისი საქმიანობა არ არის დაკავშირებული საქართველოსთან და ანგარიში გამოიყენება მხოლოდ თანხის მიღებისა და გაგზავნისთვის.
შემოწმებები ტარდება ანგარიშის გახსნამდე, შემდეგ კი მისი მომსახურების პროცესში.
თუ შემოწმების შედეგებმა არ დააკმაყოფილა ბანკი, მას შეუძლია უარი თქვას ანგარიშის გახსნაზე, ოპერაციის შესრულებაზე ან ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
ამავე დროს, თქვენი კომპანია აღმოჩნდება სტოპ-ლისტში.
ზოგიერთი შეზღუდვა არ იწვევს სტოპ-ლისტში მოხვედრას. მაგალითად, თუ ანგარიში დაბლოკილია გადასახადების ბოლომდე გადაუხდელობის ან დაგვიანებული გადახდის გამო, თქვენ იქ არ აღმოჩნდებით.
ანგარიშის დაბლოკვის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია გადასახადებისა და მოსაკრებლების დროულად და სრული მოცულობით გადახდა.
Jara Accounting საბუღალტრო მომსახურების ბაზარზე 4 წელზე მეტია არსებობს. ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ ანგარიშების წარდგენას. გადარიცხვების გაანგარიშებას და მაკონტროლებელ ორგანოებთან კომუნიკაციას.
რა მოხდება, თუ სტოპ-ლისტში მოხვდებით?
ბანკი უარს იტყვის თქვენს მომსახურებაზე. თუ თქვენ გადაწყვეტთ უარის გასაჩივრებას სასამართლოში ან ეროვნულ ბანკში, ბანკს მოუწევს იმის ახსნა, თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება.
როგორ გავიგოთ, მოხვდა თუ არა კომპანია სტოპ-ლისტში?
რა თქმა უნდა - ვერანაირად, რადგან მასზე წვდომა მხოლოდ ბანკს აქვს. თუ თქვენ უარი გითხრეს ანგარიშის გახსნაზე ან მომსახურებაზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კომპანია ამ სიაში იყო შეყვანილი.
უარი შეიძლება დაკავშირებული იყოს ბევრ სხვა ფაქტორთან:
- გამოჩნდა ახალი კონტრაჰენტი, რომელიც არ შეესაბამება ფირმის საქმიანობის სახეს.
- ბანკის უსაფრთხოების სამსახურმა ოპერაცია საეჭვოდ მიიჩნია. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ გადახდის დანიშნულება არ არის მითითებული ან ის არ შეესაბამება კომპანიის საქმიანობას.
- მოხსენით დიდი თანხა.
- არ არსებობს ფირმის საქმიანობასთან დაკავშირებული გადახდები: ხელფასების გადახდა, ქირის გადახდა, საქონლის შეძენა.
ბანკმა შეიძლება წამოიწყოს შემოწმება და თქვენ უნდა დაამტკიცოთ, რომ ყველაფერი რიგზეა - მაგალითად, თქვენ იხდით ხარჯების ამ პუნქტებს სხვა ბანკში არსებული ანგარიშიდან. თქვენ გაქვთ რამდენიმე ანგარიში. წვდომა იმ ოპერაციებზე, რომლებსაც ახორციელებთ ერთ ბანკში, მეორეს არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, შეიძლება გაჩნდეს კითხვები, მაგალითად, გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით - მზად იყავით გადახდების წარმოსადგენად.
როგორ გამოვიდეთ ბანკის სტოპ-ლისტიდან?
კანონის თანახმად, თქვენ გაქვთ უფლება სცადოთ, ბანკს დაუმტკიცოთ, რომ აწარმოებთ კანონიერ საქმიანობას, ხოლო ბანკი ვალდებულია ხელახლა ჩაატაროს შემოწმება.
მან შეიძლება გადახედოს თავის გადაწყვეტილებას, თუ მტკიცებულებები დამაჯერებლად მიიჩნია.
ოპერაციის განხორციელებაზე უარის თქმის შემდეგ ბანკის თანამშრომლებს შეუძლიათ მოითხოვონ დოკუმენტები სიტუაციის გასარკვევად. მაგალითად, ხელშეკრულება კონტრაჰენტთან ან საგადახდო დავალება, რომელიც ადასტურებს გადასახადების დროულად და სრული მოცულობით გადახდას. თუ თქვენ წარადგენთ დოკუმენტებს, ბანკი ვალდებულია გააანალიზოს ისინი 10 სამუშაო დღის ვადაში და გაცნობით თავისი გადაწყვეტილება.
თუ აღმოჩნდება, რომ კომპანია რაიმე უკანონო საქმეში არ არის გარეული, საკითხი გადაწყვეტილია.
თუ შემოწმების შედეგების მიხედვით ბანკმა განმეორებით თქვა უარი მომსახურებაზე და თქვენ ამას არ ეთანხმებით, მიმართეთ საჩივრით საქართველოს ეროვნულ ბანკს.
მარეგულირებელი ბანკს ახსნას მოსთხოვს, ჩაატარებს შემოწმებას და მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ამას შეიძლება დაახლოებით 20 სამუშაო დღე დასჭირდეს.
თუ ცენტრალური ბანკიც უარს იტყვის, რჩება სასამართლო. დარწმუნებული ხართ თქვენს სიმართლეში? მიიღეთ გამოცდილი ადვოკატის მხარდაჭერა და შეიტანეთ სარჩელი.
ხელის ჩაქნევა და იმ ბანკში წასვლა, რომელიც დათანხმდება თქვენს მომსახურებას, არ არის საუკეთესო გამოსავალი. კომპანია მაინც დარჩება სტოპ-ლისტში, სანამ იმ ბანკი, რომლის გამოც იგი ამ სიაში მოხვდა, უკან არ გამოიხმობს უარს.
დასკვნები:
ბანკებს უფლება აქვთ არ გაგიხსნან ანგარიში და უარი თქვან მომსახურებაზე ნებისმიერ დროს. მათ კანონით მოეთხოვებათ კლიენტების საქმიანობის კონტროლი და საეჭვო ტრანზაქციების თვალყურის დევნება.
კომპანიები, რომლებსაც უარი ეთქვათ მომსახურებაზე, ხვდებიან სტოპ ლისტში, რომელზეც მხოლოდ ბანკებს აქვთ წვდომა.
არის თუ არა მასში თქვენი კომპანია - მხოლოდ გამოცნობა შეიძლება, რადგან ბანკების სტოპ ლისტის შემოწმება ვერ მოხერხდება.
თქვენ გაქვთ უფლება დაიწყოთ გადამოწმება ბანკისთვის გარიგებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მიწოდებით. თუ აღმოჩნდება, რომ კომპანიას არაფერი დაურღვევია, ბანკი უკან გაიხმობს უარს და ფინანსური მონიტორინგი ამოგიღებთ სტოპ ლისტიდან.
თუ ბანკმა კვლავ უარი თქვა, თქვენ კი დარწმუნებული ხართ საკუთარ სიმართლეში, მიმართეთ საქართველოს ეროვნულ ბანკს. ცენტრალური ეროვნული ბანკის უარის შემდეგ მხოლოდ ის დაგრჩენიათ, რომ სასამართლოს მიმართოთ.
თუ არაფერს იღონებთ, კომპანია დარჩება სტოპ ლისტში მაშინაც კი, თუ სხვა ბანკი დათანხმდა მის მომსახურებას. იმისათვის, რომ ბანკებმა არ ჩაგსვან სტოპ ლისტში, შეისწავლეთ კანონი და გაიგებთ, რა ოპერაციებს უნდა მოერიდოთ. და აუცილებლად მიიღეთ პროფესიონალი ბუღალტრის მხარდაჭერა, რომელიც დაგეხმარებათ, რომ უსაფრთხოდ იმუშაოთ.

შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ, ჩვეულებრივ, იდება ორ ქვეყანას შორის. შეთანხმება განსაზღვრავს ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნიდან მიღებული შემოსავლის გადასახადების გადახდასთან დაკავშირებულ წესებს. შეთანხმებაში მითითებულია გადასახადების სახეები, რომლებიც ექვემდებარება დოკუმენტს, და იურიდიული პირები, რომლებზეც ისინი ვრცელდება.
რა არის შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ
ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების მთავარი მიზანია გადასახადების თავიდან აცილების კონტროლი, ქვეყნებს შორის სავაჭრო თანამშრომლობის ხელშეწყობა და უცხოური ინვესტიციების სტიმულაცია. სტანდარტულ შეთანხმებას, დადებულს საქართველოსა და მეგობარ ქვეყანას შორის, საფუძვლად უდევს OECD-ს საგადასახადო კონვენციის ტიპური შეთანხმება, რომლის თანახმადაც, საგადასახადო უფლებები ნაწილდება პარტნიორებს შორის, შეთანხმების პირობების შესაბამისად. კერძოდ, ერთი ქვეყნის რეზიდენტი, რომელიც შემოსავალს იღებს სხვა ქვეყნისგან, შეიძლება დაიბეგროს როგორც შემოსავლის წყაროს ქვეყანაში, ისე - იმ ქვეყანაში, სადაც იგი ცხოვრობს. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნიდან მიღებული შემოსავალი ჩაირიცხება ქვეყანა-წყაროს საგადასახადო ანგარიშზე. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება ასევე არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა, გადასახადებისთვის თავის არიდების პრევენცია და საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების გამოყენების საშუალებები.
2020 წლის მონაცემებით შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საქართველოს დადებული აქვს 56 ქვეყანასთან.
ქვეყანა | მუდმივი წარმომადგენლობა | გადასახადი დივიდენდებზე | გადასახადი პროცენტზე | გადასახადი როიალტზე |
---|---|---|---|---|
უკრაინა | 12 თვე | 5/10 | 10 | 10 |
ბელორუსია | 12 თვე | 5/10 | 5 | 5 |
ყაზახეთი | 6 თვე | 15 | 10 | 10 |
სომხეთი | 6 თვე | 5/10 | 10 | 5 |
თურქეთი | 12 თვე | 10 | 10 | 10 |
ჩინეთი | 6 თვე | 5\ 10 | 10 | 5 |
აზერბაიჯანი | 6 თვე | 10 | 10 | 10 |
ესტონეთი | 9 თვე | 0 | 0 | 0 |
ემირატები | 6 თვე | 0 | 0 | 0 |
კვიპროსი | 9 თვე | 0 | 0 | 0 |
დანარჩენი 46 ქვეყანა შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.
როგორ მუშაობს შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ
ყველა შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ განსხვავებულია, ანუ თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი სპეციფიკა. როგორც დასახელებიდან ჩანს, გადასახადი უნდა იბეგრებოდეს ერთ-ერთ ქვეყანაში, რათა ერთი და იგივე კონტრაქტითგაწეულ ერთსა და იმავე მომსახურებაზე არ გადაიხადოთ გადასახადი ორ ქვეყანაში.იმისათვის, რომ უფრო გასაგები იყოს, მოვიყვანთ მაგალითს ჩვენივე გამოცდილებიდან. ჩვენ ვმოქმედებთ როგორც შემსრულებელი დამკვეთის ქვეყნის გარეთ, მაგალითად, ვდებთ ხელშეკრულებას ბელორუსულ კომპანიასთან, რომლის სახელითაც ვაფუძნებთ კომპანიას ან მისი ინტერესებიდან გამომდინარე ვახორციელებთ გარკვეულ ქმედებებს. იმისათვის, რომ ბელორუსიის რეზიდენტმა თავის ქვეყანაში წყაროსთან დაკავებული გადასახადი არ გადაიხადოს იმ მომსახურებებზე, რომლებიც გაწეულია ქართული კომპანიის მიერ, ჩვენგან ითხოვენ საქართველოს რეზიდენტობის დამადასტურებელ სერტიფიკატს. შემოსავლების სამსახურის ელეტრონულ გვერდზე ვითხოვთ მიმდინარე წლის საგადასახადო რეზიდენტობის სტატუსის მოწმობას და ვაგზავნით მას ინგლისურ ენაზე ბელორუსიაში, სადაც მას თარგმნიან, წარუდგენენ მას საგადასახადო ოფისს ან ფიზიკურად აბარებენ საგადასახადო სამსახურს, რათა გადასახადების გადაუხდელობის ოფიციალური საფუძველი გაჩნდეს.არარეზიდენტის მიერ გაწეულ მომსახურებაზე წყაროსთან დაკავებული გადასახადი ბევრ ქვეყანაში არსებობს. ჩვენს კლიენტთან მუშაობენ კონტრაქტორები სრულიად სხვადასხვა ქვეყნებიდან. ზემოთ მოყვანილ სიაში ჩამოთვლილ ქვეყნებთან ყველა მუშაობს სწორედ ასეთი სქემით. თუ კომპანია ქართულია და შემსრულებლის მხრიდან დადებულია შეთანხმება, მაგალითად, თურქეთთან და ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი კონტრქატის მიხედვით გადაირიცხა თანხა, მაშინათვე ჩვენი კლიენტებისგან ვითხოვთ ცნობას თურქული მხრიდან. ამ ცნობას, რომელიც შესრულებულია ინგლისურ ენაზე და შეიცავს ინფორმაციას თურქეთის რეზიდენტობაზე, ვურთავთ დეკლარაციას. გამოდის, რომ დეკლარაციის წარდგენა ხდება ჩვეულებრივ, მაგრამ საგადასახადო ბაზა უდრის ნულს. ეს ცნობა იტვირთება შემოსავლების სამსახურის პირად გვერდზე და წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ საგადასახადო ბაზა მცირდება ნულამდე. მისი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ სიაში მოყვანილ ქვეყნებზე.
შეთანხმება ზოგიერთ შემთხვევაში ვრცელდება საშემოსავლო გადასაზადზეც.
შეთანხმება ზოგიერთ შემთხვევაში ვრცელდება საშემოსავლო გადასახადზეც. მაგალითად, ჩვენ გვყავდა კლიენტი, ქართული კომპანია, რომელმაც დაიქირავა რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც თურქმენეთის მოქალაქეები იყვნენ. გადახდა ხდებოდა ხელშეკრულებით თანამშრომლების პირად ანგარიშზე თურქმენეთში. თანამშრომლები მუშაობდნენ თავიანთი ქვეყნის საზღვრებს გარეთ, მაგრამ იხდიდნენ გადასახადებს, როგორც ფიზიკური პირები თურქმენეთში. რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ეს გაირკვა, იმისათვის, რომ საქართველოშიც არ გადაეხადათ გადასახადები, ჩვენ მოვითხოვეთ ცნობა თურქმენეთიდან საგადასახადო რეზიდენტობაზე. თურქმენეთსა და საქართველოს შორის შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საშუალებას იძლევა ჩაითვალოს ეს თანხები, იმის მიუხედავად, რომ ის სახელფასო გადასახადია. თუ ერთმა მხარემ უკვე დაფარა გადასახადი, ეს აძლევს საშუალებას მეორე მხარეს თავიდან აიცილოს ეს გადასახადი. საგადასახადო სამსახურისგან მოვითხოვეთ და მივიღეთ განმარტება ამ ნიუანსის შესახებ. აშშ, ალბათ, იურიდიულად ყველაზე მკაცრია საგადასახადო სისტემის კუთხით, რადგან საქართველოსთან არ აქვს შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ.როდესაც აშშ-ს მოქალაქე კომპანიას საქართველოში აფუძნებს, ვალდებულია, გადაიხადოს გადასახადები აშშ-ს კანონმდებლობის შესაბამისად. თუ აპირებთ კომპანიის დაარსებას საქართველოში, მაშინ უნდა გქონდეთ ანგარიში ქართულ ბანკში. ანგარიშის გახსნისას გეძლევათ სპეციელური ფორმა ამერიკელი რეზიდენტებისთვის. ფორმის შევსების შემდეგ მას გადასცემენ ამერიკის საგადასახადო სამსახურს, ანუ ქართული ბანკი გადასცემს ყველა ინფორმაციას თქვენს შესახებ. აშშ-ს აქვს სრული წვდომა და ინფორმაცია ყველა შემოსავალზე, უცხოური ბიზნესებიდან მიღებულზეც კი. ამერიკაში გადასახადების გადაუხდელობაზე გემუქრებათ სისხლისსამართლებრივი დევნა.რუსეთთან ცოტა სხვაგვარი სიტუაციაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართელოსა და რუსეთს შორის არ არის გაფორმებული შეთანხმება, რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საგადასახადო რუსეთის კანონმდებლობის გვერდის ავლით არ ჩააბაროს ანგარიში თავისი ქვეყნის საგადასახადო სამსახურს საზღვარგარეთ არსებული საკუთარი ბიზნესის შესახებ. სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნის გარეშე ინფორმაცია რუსეთის მოქალაქეების შესახებ ავტომატურად არ იგზავნება.სწორედ ამიტომაა საჭირო, საფუძვლიანად შეისწავლოთ საგადასახადო ნიუანსები იმ ქვეყნებისა, რომლებთანაც მუშაობთ ან დაავალოთ პროფესიონალებს. ეს მოგცემთ საშუალებას, არსებითად დაზოგოთ გადასახადების გადახდა აბსოლუტურად ლეგალურად. თუ გინდათ, მიიღოთ დაწვრილებითი და უფასო კონსულტაცია თქვენს შემთხვევაზე, მაშინ დატოვეთ განაცხადი საიტზე.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონები წარმოადგენს შესანიშნავ მიმართულებას ევროპისა და დსთ-ის ბიზნესმენებისთვის. ასეთი ინტერესის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს ქვეყნის ლოიალური საგადასახადო პოლიტიკა. ამას გარდა, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საქართველოს თიზ-ში იზიდავს ქვეყნის მოსახერხებელი ადგილმდებარეობა აზიასა და ევროპას შორის, პირდაპიი გასავალი საზღვაო გზებზე, განვითარებული ინფრასქტრუქტურა და დაბალი საოპერაციო ხარჯები.
როგორი თიზ არსებობს საქართველოში?
სულ 3 თავისუფალი ინდუსტრიული ზონაა საქართველოში. ისინი განთავისებულია საქართველოს ორ უმსხვილეს ქალაქში- თბილისსა და ქუთაისში და ასევე საპორტო ქალაქ ფოთში.
ჰუალიანგ ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა
ჰუალინგის თიზ განთავსებულია საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში- ქუთაისში, ამ ტერიტორიაზე კომპანიის მფლობელობაშია 36 ჰექტარი. ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ქვეყნის შიგნით მნიშვნელოვანი სამრეწველო და სავაჭრო ცენტრია. ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურები საკმაოდ ახლოსაა განთავსებული ერთმანეთთან: საერთაშორისო აეროპორტი 19 კმ-შია, ფოთის საზღვაო პორტი - 95კმ-ში, დედაქალაქი თბილისი - 210 კმ-ში
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა
კომპანია განთავსებულია საპორტო ქალაქ ფოთში. საერთო ფართობი, რომელსაც ფოთის თიზ იკავებს, შეადგენს 300 ჰექტარს. მისი დაარსებიდან ( 2010 წ) დღემდე ფოთის თიზ რჩება ქვეყნის ყველაზე დიდ კომპანიად. ამ ზონის დიდი პლუსია რკინიგზასთან პირდაპირი წვდომა, რადგან შესაძლებელია, ვაგონების გადმოტვირთვა საავტომობილო ტრანსპორტირების გარეშე. ამას გარდა, ინვესტორთათვის ფოთს აქვს ლიცენზიებისა და შესაძლებლობების გრძელი ჩამონათვალი.
თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა
დედაქალაქის ერთადერთი თიზ იკავებს 170000 კვ.მ-ს. იგი შეიქმნა 2015 წელს და შედგება შემდეგი ლოკაციებისგან: ვირტუალური ოფისები, 28 ინდუსტრიული, თავისუფალი მიწის ნაკვეთი, რომლებიც განკუთვნილია მოიჯარე კომპანიების მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად.
როგორი საგადასახადო ტარიფები მოქმედებს საქართველოს თიზ-ში?
საქართველოს თავისუფალი ეკონომიკური ზონების ტერიტორიაზე იბეგრება 2 ძირითადი გადასახადით. პირველი, საქონლის რეალიზაციიდან/საქართველოს რეზიდენტებზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის გადასახადი, ამ შემთხვევაში, განაკვეთი შეადგენს 4%-ს. მეორე - საშემოსავლო. გაცემული ხელფასები იბეგრება 20%-ით. ამასთან ერთად, თუ ხელფასი გაიცემა ქვეყნის არარეზიდენტზე, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია კომპანია, თუმცა თუ პირი საქართველოს მოქალაქეა, იგი თავად იხდის საშემოსავლო გადასახადსა და საპენსიო შენატანს.აგრეთვე, კომპანიას უჩნდება ვალდებულება, წყაროსთან დაბეგროს საქართველოს არარეზიდენტებისგან მომსახურების შეძენის შემთხვევაში. თუ მომწოდებელ ქვეყანასთან საქართველოს დადებული აქვს ხელშეკრულება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ, გადასახადი არ გადაიხდება.ყველა დანარჩენი გადასახადი - მოგების, დივიდენდების განაწილების (შეუზღუდავად, წლის განმავლობაში), დღგ-ს, საზღვარგარეთიდან თიზ-ში ნედლეულის ან მზა პროდუქციის იმპორტის, თიზ-დან საზღვარგარეთ ნედლეულის ან მზა პროდუქტის ექსპორტის და ქონების გადასახადები შეადგენს 0%-ს.
რა სახის საქმიანობის რეალიზებაა შესაძლებელი თიზ-ში?
- საქართველოს ადგილმდებარეობა იდეალურია საერთაშორისო ვაჭრობისთვის, ამიტომ ექსპორტი და იმპორტი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიმართულებაა თიზ-თვის;
- შეიძლება პროდუქციის წარმოება და გადამუშავება. ამის მერე ის მიიღებს სერთიფიკატს „Made in Georgia” და შესაძლებელი იქნება მისი ექსპორტი დაბეგვრის გარეშე. ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ექსპორტი დაშვებულია მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებმაც მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ;
- შესაძლებელია, ასევე, მომსახურების გაწევა, განსაკუთრებით, IT ტექნოლოგიების სფეროსა და კონსალტინგში.
როგორ გავხსნათ კომპანია თიზ-ში?
შეავსეთ განაცხადი ჩვენს საიტზე და მიიღეთ უფასო კონსულტაცია თქვენთვის საინტერესო ყველა საკითხზე. კომპანია Jara Accounting წარმოადგენს საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ოფიციალურ პარტნიორსა და წარმომადგენელს. ჩვენ დაგეხმარებით თიზ-ში კომპანიის დარეგისტრირებაში, საბანკო ანგარიშის გახსნასა და საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებაში.

თუკი დროულად აბარებთ ანგარიშგებას და იხდით გადასახადებს, არის თუ არა ეს იმის გარანტია, რომ თქვენი კომპანიის მიმართ საგადასახადო ინსპექციას შეკითხვები არ გაუჩნდება?
4 წელზე მეტია, ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა დარგის კომპანიებთან. ამ ხნის განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ ფულის ბიუჯეტში გადარიცხვა დროულად და სრული მოცულობით არ არის საკმარისი. ჩვენ შევაგროვეთ ჩვენი სპეციალისტების რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც დაგეხმარებათ, რომ შეამციროთ თქვენს კომპანიაში შემოწმების ჩატარების ალბათობა.
ჩვენ ასევე შევადგინეთ გეგმიური შემოწმების ჩეკ-ლისტი, იმ შემთხვევისთვის, თუკი მისი თავიდან არიდება ვერ შევძელით.
მასში შეგროვებულია პრაქტიკული რჩევები, რომლებიც ეფუძნება Jara Accounting-ის სპეციალისტების გამოცდილებას.
როგორ ავირიდოთ თავიდან საგადასახადო ინსპექციის ზედმეტი შემოწმებები
კორექტულად და დროულად შეადგინეთ და შეინახეთ ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები.
საგადასახადოს შეუძლია, ხარჯები დაუსაბუთებლად ჩათვალოს და ხელახლა გადათვალოს გადასახდელი გადასახადის თანხა, თუკი შემმოწმებელს ეჭვები გაუჩნდება.
მნიშვნელოვანია, რომ გადასახადის დანიშნულებაში, საგადახდო დავალებებში იყოს მკაფიო ფორმულირება, რომელიც შეესაბამება კომპანიის საქმიანობის სახეს და კონტრაჰენტებს შორის დადებულ ხელშეკრულებას.
თუკი თქვენ იხდით მომსახურების საფასურს, აუცილებლად უნდა მიიღოთ შემსრულებლისაგან უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი შესრულებული სამუშაოების აქტი. თუკი აქტის ხელმოწერა ხდება მინდობილობით, ამ მინდობილობის ასლი ასევე უნდა დაერთოს საბუთებს.
თუკი შეიძინეთ საქონელი, საჭიროა ზედნადები. ასევე არ დაგავიწყდეთ იმის შემოწმება, კონტრაჰენტმა გამოგიწერათ თუ არა ანგარიშ-ფაქტურა და ატვირთა თუ არა (ანგარიშ-ფაქტურა და ზედნადები) საგადასახდო სამსახურის პორტალზე.
თუკი კონტრაჰენტი არ არის დღგ-ის გადამხდელი, პორტალზე უნდა აიტვირთოს ზედნადები.
აკონტროლეთ ბიზნესის მაჩვენებლები
მეტისმეტად დაბალი რენტაბელობა, ხელფასი, რომელიც არ შეესაბამება ამ დარგში არსებულ საშუალო ხელფასს და დაბალი საგადასახდო დატვირთვა, ხარჯები, რომლებიც აღემატება შემოსავლებს, რომლებზეც საჭიროა დღგ-ის ანაზღაურება - ეს ყველაფერი მოწმდება საგადასახადო ინსპექციის მიერ.
შეამოწმეთ კონტრაჰენტები. თუკი თქვენ ანგარიშსწორებას აწარმოებთ დაკავშირებულ კომპანიებს შორის, ისეთი ფასებით, რომლებიც არ შეესაბამება საბაზრო ფასებს ან იყენებთ კომპანიებს შეღავათიანი დაბეგვრით, საგადასახადო სარგებლის მისაღებად, თქვენზე შეიძლება ეჭვი მიიტანონ, რომ თავს არიდებთ გადასახადების გადახდას, რასაც შედეგად მოჰყვება შემოწმება და კომპანიის ანგარიშსწორების ანგარიშების დაბლოკვა.
ხელშეკრულებების დადების წინ გულდასმით შეამოწმეთ კონტრაჰენტები, რომლებთანაც აპირებთ საქმის დაჭერას.
გქონდეთ რეაგირება საგადასახადოს მოთხოვნებზე
საგადასახადოს ყველა მოთხოვნაზე დროულად უნდა უპასუხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში რისკავთ, რომ მნიშვნელოვნად გააუარესოთ სიტუაცია.
თუკი თქვენს კომპანიაში ბუღალტრულ აღრიცხვას Jara Accounting-ის სპეციალისტებს მიანდობთ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ - ჩვენ თვითონ დავამუშავებთ საგადასახადოს მოთხოვნებს და მოვამზადებთ პასუხებს მოთხოვნებზე, რითიც შევამცირებთ შემოწმების ალბათობას.
გეგმიური შემოწმების ჩეკ-ლისტი: რა უნდა გააკეთოთ, თუკი მაინც მოვიდნენ
გამოუყავით შემმოწმებლებს ცალკე სათავსი სამუშაოდ, რათა ისინი არ გადაიკვეთონ თანამშრომლებსა და კლიენტებთან.
ჩაუტარეთ თანამშრომლებს ინსტრუქტაჟი, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, რა შეიძლება უთხრან შემმოწმებლებს და რა- არა. თქვენ არაფერს მალავთ, მაგრამ თანამშრომლებმა შეიძლება არასწორად გაიგონ შეკითხვა, შეშინდნენ და გასცენ არასრული პასუხი, რამაც შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს უარყოფის აუცილებლობა.
უმჯობესია, თუკი საგადასახადოს წარმომადგენლებთან ურთიერთობა ექნებათ მხოლოდ დირექტორს, იურისტსა და ბუღალტერს.
ინსპექტორებს გადაეცით მხოლოდ ის საბუთები, რომლებიც მათ მოითხოვეს. დიდი რაოდენობით საბუთების წარდგენა უმეტეს შემთხვევაში დამატებით შეკითხვებს იწვევს. საბუთების წარდგენამდე შეამოწმეთ ყველა საჭირო ხელმოწერისა და ბეჭდის არსებობა.
შეეცადეთ, არ ინერვიულოთ, შემმოწმებლებთან მშვიდად ისაუბრეთ. ისინი თავის საქმეს ასრულებენ და მთლიანობაში საკმაოდ ლოიალურად არიან განწყობილნი კომპანიის მიმართ.
ხელი არ მოაწეროთ ცარიელ ბლანკებსა და ისეთ საბუთებს, რომელთა შინაარსსაც არ ეთანხმებით. აუცილებლად მიუთითეთ პუნქტები, რომლებსაც არ ეთანხმებით და ხელმოწერაზე უარის თქმის საფუძველი.
იდეალური სიტუაციაა, თუკი საგადასახადო არ მოდის შესამოწმებლად. ამის მიღწევა შესაძლებელია, თუკი დროულად გადაიხდით გადასახადებს სრული მოცულობით, უზრუნველყოფთ წესრიგს დოკუმენტბრუნვასა და ბუღალტრულ აღრიცხვაში. ამაში დაგეხმარებიან თქვენს სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე სპეციალისტები.

2018 წლის 1 ივლისიდან მცირე ბიზნესისთვის საქართველოში ამოქმედდა დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი, რომლის თანახმადაც,ბრუნვის გადასახადი იბეგრება 1%-ით ნაცვლად 5%-სა. შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი მნიშვნელოვანი სტიმულია საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარებისთვის. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ მიიღო დაბეგვრის ესტონური მოდელი, რომლის მიხედვითაც, კომპანიას კორპორაციული გადასახადი არ ეკისრება შემოსავლის განმეორებით ინვესტიციის შემთხვევაში. საქართველოში ასევე შესაძლებელია, ბიზნესის წარმოება გადასახადებისგან თავისუფალ ზონაში. დაბალი საგადასახადო განაკვეთები, გადასახადებისგან განთავისუფლება, თავისუფალი ეკონომიკური ზონები - ყველა ამ ფაქტორმა საქართველო აქცია ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და ლოიალურ საგადასახადო იურისდიქციად მსოფლიოში.
დაწვრილებით გადასახადების შესახებ
საქართველოში ბიზნესის წამოწყებამდე, სასურველია, გაეცნოთ ქვეყანაში მოქმედ გადასახადების გადახდის სისტემას. მთლიანი დაბეგვრის სფერო კონტროლდება საგადასახადო კოდექსით და რეგულირდება საკანონმდებლო აქტებით. ამჟამად ქვეყანაში არჩევენ 6 ტიპის სავალდებულო გადასახადს:
- დამატებითი ღირებულების გადასახადი - 18%;
- მოგების - 15%;
- საშემოსავლო გადასახადი - 20%;
- დივიდებდებზე - 5%;
- იმპორტის გადასახადი - 0%, 5% ან 12%;
- წყაროსთან დაკავებული გადასახადი - 10-დან 15%-მდე;
- აქციზი - არაფიქსირებული თანხა.
ყველა ზემოაღნიშნული გადასახადი რეგულირდება სახელმწიფოს მიერ, გარდა ქონების გადასახადისა, რომელსაც ადგილობრივი ორგანოები ადგენენ.გადასახადების მიმართ ასეთმა მიდგომამ საშუალება მისცა რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს, შეექმნათ მომგებიანი ბიზნესი საქართველოში, რაც ადრე საკმაოდ რთული იყო, გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოში მოქმედებდა 22 სახის გადასახადი.
საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონები
სამთავრობო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა თავისუფალი ინდუსტრიული და ვირტუალური ზონები, რომელთათვის გათვალისწინებულია გადასახადის გადახდის ცალკეული მექანიზმები.ამ მომენტისთვის საქართველოში შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი მისაწვდომია სამ ზონაში, ესენია: თბილისი, ქუთაისი და ფოთი. ძირითადი უპირატესობებია:
- კომპანიები თავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან;
- კომპანიები არ იხდიან დამატებით მოსაკრებლებს დივიდენდებისა და პროცენტებისათვის;
- თავისუფალი ზონის საწარმოებს შორის ყველა სავაჭრო ხელშეკრულება განთავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან;
- გარე (საექსპორტო) ოპერაციები არ იბეგრება დღგ-ით;ორგანიზაციები თავისუფლდებიან ქონების გადასახადისგან;
- საწარმოებს შორის სავაჭრო ოპერაციებზე დადგენილია ფიქსირებული გადასახადი - მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასის 4%.
ვირტუალური ზონა
“ვირტუალური ზონის პირის” სტატუსი ენიჭება იმ მეწარმეებს, რომლებიც მუშაობენ IT-ტექნოლოგიების სფეროში, საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მიმართვიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. შემდეგ ორ დღეში კომპანია იღებს უნიკალურ დოკუმენტს - ელექტრონულ სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს უფლებას გადასახადების შეღავათიან გადახდაზე. შედგენილი პირობების თანახმად, ვირტუალური ზონის პირი არ იბეგრება:
- საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება;
- საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდება დამატებული ღირებულების გადასახადით;
- საბაჟო მოსაკრებლით ექსპორტზე.
ფაქტობრივად, კომპანია იხდის მხოლოდ 5% გადასახადს დივიდენდზე.რამდენი ხანი მოგიწევთ გადასახადის გადახდა, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია თქვენი ბიზნესის იურიდიულ ფორმაზე. თუმცა საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს მეწარმეებს და ქმნის მომგებიან პირობებს თავისუფალ და ვირტუალურ ზონებში მოქმედი ბიზნესებისთვის, რითაც იქცევს უცხოელი ინვესტორების ყურადღებას და ამაღლებს სახელმწიფოს რეპუტაციას საერთაშორისო საფინანსო ასპარეზზე.

იმ ხალხისთვის, ვისი ბიზნესიც ონლაინ სფეროშია, ასეთ რამეს კი ბოლო დროს მეტად ხშირად ვხვდებით, უფრო მარტივი და ხელსაყრელია ბიზნესისთვის ქვეყნის არჩევა გამომდინარე არა საცხოვრებელი ადგილიდან, არამედ- მოხერხებულობიდან და სარგებლობიდან. მაგალითად, საქართველოში IT კომპანიებს ეხებათ კანონი საშეღავათო დაბეგვრაზე, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მეწარმეებს ონლაინ ბიზნესის კუთხით უფრო ჩქარა და ეფექტურად განვითარდნენ. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 2011 წელს მიიღეს კანონი ეგრეთწოდებულ საშეღავათო დაბეგვრაზე, რომელიც ვრცელდება IT კომპანიებზე საქართველოში. ამ კანონის ფარგლებში ხელმისაწვდომი გახდა საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, საიტების მხარდაჭერა, გრაფიკული დიზაინი, ბლოგინგით დაკავება, ქოფირაითინგი და ამ დარგის სხვა საქმიანობები.
იხილეთ ვიდეო ამ თემაზე ან წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი სტატია.
კომპანიის გახსნის უპირატესობანი IT ზონაში
თუ გადაწყვეტთ, საქართველოში გახსნათ კომპანია IT სფეროში, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ის საერთაშორისო ბიზნესისთვის საუკეთესო ადგილია, რადგან უდავოდ ფლობს შემდეგ უპირატესობებს:
- რეგისტრაციის სწრაფად განხორციელების შესაძლებლობა: ყველა აუცილებელი საბუთი გადმოიცემა არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა;
- საკუთარი ბიზნესის მართვისთვის უფრო მომგებიანი გზაა, რადგანაც აქვს გადასახადების დარიცხვის საშეღავათო სისტემა;
- ერთნაირი მოთხოვნები რეზიდენტებისთვისა და ქვეყნის არარეზიდენტებისთვის;
- კომპანიისა და საბანკო ანგარიშის დისტანციურად გახსნის შესაძლებლობა;
- თუ თქვენ გახსნით ანგარიშს საქართველოში, საბანკო ოპერაციების კონფიდენციალურობა აბსოლუტურად დაცული იქნება, რადგან CRS-ის პროტოკოლის თანახმად, საქართველოს ბანკები არ გადასცემენ მონაცემებს საგადასახდო ორგანოებს სხვა იურისდიქციიდან;
- მაქსიმალური კომფორტი, დაკავშირებული მულტისავალუტო ანგარიშის გახსნასთან, რაც იძლევა შესაძლებლობას, განახორციელოთ საქმიანობა არა მარტო ევროსა და დოლარში;
- გარედან ფინანსური კონტროლის არარსებობა;
- არ არის აუცილებელი ლიცენზიისა და ნებართვების მიღება;
- ბიზნესის მართვის თვალსაზრისით სრული მობილურობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ პროცესის განხორციელება შესაძლებელია მსოფლიოს ყველა წერტილიდან;
- ამგვარი საქმიანობა ლეგალური, კანონიერი და გამჭვირვალეა;
- შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ ხვალინდელ დღეში, რადგან მსგავსი კომპანიის სწორი განვითარების შემთხვევაში, გექნებათ საკმარისი შემოსავალი ნორმალური ცხოვრების უზრუნველსაყოფად.
კომპანიის გახსნის საგადასახადო რეჟიმი საქართველოში
თბილისში ან საქართველოს სხვა ქალაქში კომპანიის გახსნა IT სფეროში საკმაოდ მარტივია, მომავალი მეწარმეებისთვის ეს პროცესი არ იქნება რთული საკმაოდ ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის წყალობით. პირველ რიგში, ეს იმით არის განპირობებული, რომ IT ორგანიზაციებისთვის, ჩვეულებრივი კომპანიებისგან განსხვავებით, მოქმედებს სპეციალური საშეღავათო დაბეგვრის სისტემა. მსგავსი კომპანიის გახსნის შემთხვევაში, მეწარმე განთავისუფლებული იქნება შემდეგი გადასახადებისგან:
დღგ-გან განთავისუფლება;
მოგების გადასახადისგან განთავისუფლება.
ფაქტობრივად, ვირტუალური ზონის რეზიდენტი იხდის გადასახადის მხოლოდ 5%-ს გატანილი დივიდენდებიდან და ხელფასების გაცემის შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადსაც. ამასთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი საგადასახადო რეჟიმი მოსახერხებელია IT პროდუქტების იმ შემქმნელებისთვის, რომლებიც თანამშრომლობენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფ საერთაშორისო კლიენტებთან და დამკვეთებთან. ამასთან ერთად, საქართველოში IT კომპანიის რეგისტრაცია იმიტომაა მოთხოვნადი, რომ საქმიანობისთვის ლიცენზიისა და ნებართვების მიღება არ არის აუცილებელი.
მათ , ვისაც უნდა IT კომპანიის გახსნა საქართველოს ტერიტორიაზე, პირველ რიგში, უნდა გაიარონ რეგისტრაციის პროცესი. ამ ეტაპზე აუცილებელია ორგანიზაციის იურიდიული მისამართის მითითება, კომპანიის გაფორმება იუსტიციის სახლსა და შემოსავლების სამსახურში. ამის შემდეგ, მეწარმე წარადგენს განაცხადს ფინანსთა სამინისტროში ვირტუალური ზონის სერტიფიკატის მიღების თაობაზე, რომლის ფარფლებშიც მოქმედებს დაბეგვრის საშეღავათო სისტემა. ბოლო ეტაპზე, საბანკო დაწესებულებაში ხსნიან პირად ანგარიშს. ამასთან ერთად, ამგვარი პროცედურის განხორციელება შეიძლება როგორც ონლაინ, ისე ბანკში კლიენტის უშუალოდ დასწრებისას, რაც მინიმალურ დროს საჭიროებს.დეტალურად წაიკითხეთ საქართველოში ვირტუალურ ზონაში რეგისტრაციაზე მომსახურების განყოფილებაში ან, უბრალოდ, ქვემოთ დატოვეთ განაცხადი და მიიღეთ უფასო კონსულტაცია.

რესტორანში ბუღალტრული აღრიცხვის მთავარი სირთულე ის არის, რომ ერთ დაწესებულებაში არის წარმოება, საცალო ვაჭრობა და მომსახურების მიწოდება.
ბიზნესის რეგისტრაციისას მნიშვნელოვანია სწორი საგადასახადო სისტემის არჩევა, რადგანაც მასზეა დამოკიდებული აღრიცხვის მოცულობა და სირთულე, რომელიც უნდა იყოს აწარმოოთ.
განვიხილოთ რესტორანში ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზების ნიუანსები, რომელთა გათვალისწინებაც მოგიწევთ თქვენს საქმიანობაში.
წარმოების აღრიცხვა რესტორანში
საზოგადოებრივ კვებაში ბუღალტერია აღარ არის დაკავშირებული ვაჭრობასთან, არამედ დაკავშირებულია წარმოებასთან: პროდუქციის შეძენა, მათი გადამუშავება და მზა სახით, როგორც ცალკე პროდუქტის გაყიდვა.
რესტორანში წარმოების ბუღალტრული აღრიცხვა რთულია. ყველაზე ხშირად გამოყენებული მეთოდია „პარტიების მიხედვით“ - მზა პროდუქციის პარტიებად წარმოება და რეალიზაცია, მაგალითად, 15 პიცა ან 10 სალათი, სადაც თითოეული პარტიისთვის ცალკეული ინგრედიენტების გარკვეული რაოდენობა ჩამოიწერება.
სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ უნდა თვალყური ადევნოთ ყველა ამ ხარჯს და ამასთანავე, არ დაივიწყოთ პერსონალის შრომა, აღჭურვილობის მომსახურება, შენობების დაქირავება, გადასახადები და ა.შ.
რესტორნებსა და კაფეებში ბუღალტრული აღრიცხვის ავტომატიზაცია ხელს უწყობს პროცესის გამარტივებას. იმისთვის, რომ რეალურ დროში აწარმოოთ დაწესებულებების მუშაობის ასეთი დეტალური აღრიცხვა, თქვენ უნდა დანერგოთ ავტომატიზაციის სისტემა, რომელიც ყველა მონაცემს გადასცემს თქვენს ბუღალტრულ პროგრამას.
ბუღალტრული აპლიკაციები ვერ უზრუნველყოფს ასეთ დეტალურ აღრიცხვას, ყველა ინფორმაცია ხელით უნდა შეიყვანოთ - ეს ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, დიდი შანსია, რომ მონაცემები არაზუსტად იქნება შეყვანილი.
თუ თავიდანვე არ დანერგავთ ავტომატიზაციის სისტემას, ძალიან რთული იქნება სწორი და სარწმუნო აღრიცხვის ორგანიზება.
რაც უფრო უკეთესი და ფუნქციონალურია თქვენი სისტემა, მით ნაკლები ბუღალტრული სამუშაოს შესრულება მოგიწევთ.
ხელშეკრულება მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ
ეს არის ხელშეკრულება თანამშრომელსა და საზ. კვების დაწესებულებას შორის, რომელიც:
● აწესებს ადმინისტრაციისა და დასაქმებულის ვალდებულებებს, უზრუნველყონ იმ დაწესებულების ქონების დაცულობა, რომელთანაც თანამშრომელი მუშაობს;
● განსაზღვრავს დასაქმებულის მატერიალურ პასუხისმგებლობას, თუკი ამ ქონების უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი.
ამავდროულად, მიუღებელი შემოსავალი (ხელიდან გაშვებული მოგება) არ ექვემდებარება თანამშრომლისგან გადახდევინებას. მატერიალური პასუხისმგებლობის ხელშეკრულება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დამსაქმებლისთვის, რომელიც შედეგად რწმუნდება, რომ პროდუქტები ან აღჭურვილობა არ დაზიანდება, არამედ თავად თანამშრომლისთვისაც, რადგან იცავს მას უსაფუძვლო ეჭვებისა და პრეტენზიებისგან.
მატერიალური პასუხისმგებლობის ხელშეკრულების გარდა, რესტორანში ბუღალტრული აღრიცხვა შეიძლება მოიცავდეს სასაქონლო ანგარიშებს.
მატერიალურად პასუხისმგებელი პირების სასაქონლო ანგარიში
ეს არის ანგარიში მარაგების, საქონლისა და ტარის გადაადგილების შესახებ. იგი შედგენილია ორ ეგზემპლარად მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიერ. პირველ ეგზემპლარს ერთვის ყველა შემოსავლისა და ხარჯის ზედნადები და გადაეცემა ბუღალტერიას, ხოლო მეორე ინახება.
ანგარიშის მომზადების პერიოდულობა და ვადები დგინდება ბრძანებით. პრაქტიკაში, საზოგადოებრივ კვებაში ეს კეთდება ცალ-ცალკე ყოველი დღისთვის.
ანგარიშის შედგენამდე ყველა დოკუმენტი უნდა იყოს დახარისხებული როგორც საქონლის „შემოსვლა“ და „გასვლა “.
სასაქონლო ანგარიში შედგება შემოსული ნაწილისაგან, რომელსაც ავსებს ფინანსურად პასუხისმგებელი პირი საქონლის მიღების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე.
სასაქონლო ანგარიში შედგება შესავლის ნაწილისაგან, რომელსაც ავსებს მატერიალურად პასუხისმგებელი პირი საქონლის შემოსვლის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე.
ანგარიშის შედგენამდე ყველა დოკუმენტი უნდა იყოს დახარისხებული როგორც საქონლის „შემოსვლა“ და „გასვლა “.
ანგარიშის შევსების წესი:
- საქონლისა და ტარის ნაშთის თანხები დღის დასაწყისში.
- ნაშთები უნდა შეესაბამებოდეს წინა ანგარიშის მონაცემებს დღის ბოლოს. ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ივსება მონაცემები დღის განმავლობაში საქონლის შემოსლისა და გასვლის შესახებ პირველადი დოკუმენტაციის შესაბამისად, რის საფუძველზეც განხორციელდა ოპერაციები.
- ნაშთის თანხა დღის ბოლოს.
შრომის ანაზღაურება
რესტორნებში და კაფეებში ბუღალტრული აღრიცხვა მოიცავს თანამშრომლების რაოდენობის, ნამუშევარი საათებისა და გამონამუშევრის აღრიცხვას.
უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა განსაზღვროთ მუშაკთა რაოდენობა, რომლებიც ჩაერთვებიან თითოეულ უბანზე, დაწესებულების ფართობისა და შევსების მიხედვით. გარდა ამისა, არ დაივიწყოთ შრომის დაცვის ნორმების დაცვა. როგორც წესი, ეს არის სამუშაო განრიგი 2 - 2-ის შუალედით, კვირაში 40 საათი, საღამოს, ღამის, დღესასწაულების და შაბათ-კვირის ცალკე ანაზღაურებით საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.
არსებობს შრომის ანაზღაურების ორი ფორმა, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება საზკვებაში:
დროითი (დროის მიხედვით): ხელფასის გამოთვლა ხდება სარგოდან ან ფაქტობრივად ნამუშევარი დროის სატარიფო განაკვეთიდან გამომდინარე.
დროით-პრემიალური: ხელფასი შედგება ფაქტობრივად ნამუშევარი დროის შრომის ანაზღაურებისგან და პრემიებისგან (თვიური ან კვარტალური) სამუშაოსა და მომსახურების ხარისხიანად შესრულებისთვის.
ცალკე თემაა შვებულებისა და საავადმყოფო ფურცლის გაფორმება.
მოხერხებულობისა და კონტროლისთვის აუცილებელია თითოეული თანამშრომლისთვის შვებულების განრიგის შედგენა, შვებულების ბრძანების გაცემა.
ხელფასების დარიცხვა და საპენსიო ფონდში სავალდებულო გადარიცხვების დათვლა.
გაიგეთ, რა ეღირება Jara Accounting-ის მომსახურება
კაფეში ან რესტორანში ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვა
რესტორანში, ბარში ან კაფეში ინვენტარიზაცია, როგორც წესი, ტარდება თვის ყოველ პირველ დღეს, მანამდე კი აუცილებელია ყველა შესავლისა და გასავლის დოკუმენტის გატარება.
თუ თქვენ გაქვთ ბარი, მაშინ უმჯობესია მენეჯერმა ან სხვა პასუხისმგებელმა პირმა ინვენტარიზაცია განახორციელოს უფროს ბარმენთან ერთად.
სამზარეულოში ინვენტარიზაცია ტარდება შეფ-მზარეულთან და ტექნოლოგთან ერთად. ინვენტარიზაციის ჩატარების შემდეგ ხდება კაფეში ან რესტორანში არსებული მონაცემების დამუშავება და ნაშთების შეტანა სააღრიცხვო სისტემაში.
ყველა ნახევარფაბრიკატი სამზარეულოსა და ბარში იშლება ცალკეულ კომპონენტებად და ემატება ფაქტობრივ ნაშთს.
შემდეგ ჩვენ ვაანალიზებთ ინვენტარიზაციის შედეგებს რესტორანში, კაფეში ან ბარში.
თუ არის შეუსაბამობები ან სხვა კითხვები, ვამოწმებთ შემოსავალ-გასავალს, ტექნოლოგიურ ბარათებს, პროდუქტის დამუშავების პროცენტს.
თუ არის შეცდომა, ის აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, რათა სისტემაში არასწორი მონაცემები არ შევიდეს. შემდეგ შეიძლება დაგავიწყდეთ ამის შესახებ და ამით პრობლემა მხოლოდ გამწვავდება.
თუ გაჩნდა შეკითხვა პროდუქტის პირველადი გადამუშავების დროს დანაკარგის პროცენტთან დაკავშირებით: ვაწარმოებთ დამატებით დამუშავებას; ვადგენთ დამუშავების აქტს და ხელახლა ვიანგარიშებთ დანაკარგის პროცენტს. თუ პრობლემა ტექნოლოგიურ ბარათშია, მაშინ ვაწარმოებთ კერძის დამატებით დამუშავებას და ხელახლა ვიანგარიშებთ მთლიან ხარჯს ჩართული პროდუქტების მიხედვით იმ პერიოდისთვის.
რესტორანში ასევე არსებობს ნაწილობრივი ინვენტარიზაცია, რომელიც ტარდება ერთი კატეგორიის საქონლის შესამოწმებლად, თუ ყველა ხარვეზის გამოსწორების შემდეგ მაინც შეინიშნება დანაკლისი ან მეტობა.
ნედლეულის, საქონლის, ტარის აღრიცხვა საწყობსა და ბუღალტერიაში
რესტორნებსა და კაფეებში ბუღალტრული აღრიცხვა ასევე მოიცავს საქონლისა და ნედლეულის შემოსვლების დაფიქსირებას, მათ შეფასებას.
ყველაფერი იწყება ხელშეკრულებების გაფორმებით, რასაც დაწესებულება მოითხოვს მიმწოდებლისგან.
მომწოდებელმა დამკვეთს უნდა გაუგზავნოს: ხელშეკრულების ორი ეგზემპლარი; საწარმოს საწესდებო დოკუმენტები; პრაისი; პროდუქციის სანიტარული სერტიფიკატები.
მიმწოდებელთან დადებულ ხელშეკრულებაში მნიშვნელოვანია მიეთითოს: განაცხადის შემდეგ მიწოდების ვადები; მიტანის დრო; ამ ვადების დარღვევის შემთხვევაში კომპენსაციის წესი; გადახდის ვადები და პროდუქციის საფასურის გადახდის გადადება; გადახდის დაგვიანების შემთხვევაში კომპენსაციის წესი; არალიკვიდური პროდუქტების დაბრუნების პირობები და კომპენსაცია ასეთ შემთხვევებში.
შემსყიდველთან მუშაობისას მას ფული უნდა გადასცეთ მხოლოდ ანგარიშის საფუძველზე. დღის ბოლოს შემყიდველი ავსებს საავანსო ანგარიშს ჩეკებისა და სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, რის შემდეგაც აბარებს ნაშთს ან მას უბრუნდება ზედმეტობა. როგორც მრავალი წარმატებული დაწესებულების პრაქტიკა აჩვენებს, შესაძლებელია მუშაობა როგორც მიმწოდებლებთან, ასევე შემსყიდველებთან.
ხანდახან მიმწოდებლები ვერ ასწრებენ პროდუქტის დროულად მოტანას და მყიდველს შეუძლია გადაარჩინოს სიტუაცია. გარდა ამისა, ზოგჯერ უფრო მომგებიანია საჭირო პოზიციების შეძენა ბაზარზე ან სუპერმარკეტში.
მიწოდებასთან ერთად, თქვენმა ბუღალტერმა ან თქვენ, თუ არ აპირებთ ვინმეს ანდოთ თქვენი ბუღალტრული აღრიცხვა, უნდა გაითვალისწინოთ ჩამოწერები.
ეს შეიძლება იყოს: გაფუჭება; პერსონალის კვება; სტუმრის გამასპინძლება; კერძების დამუშავება, რათა მიმტანები გაეცნონ, ფოტოები და ა.შ. კერძის გემოვნური თვისებების შემოწმება; კერძის წონის შემოწმება; სანიტარულ სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება და ა.შ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ჩამოწერა და უტილიზაცია შესაძლებელია მხოლოდ საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლის თანდასწრებით.
დაწესებულების რენტაბელობა
დაწესებულების წმინდა მოგება გავყოთ ყველა დანახარჯის ჯამზე და გავამრავლოთ 100%-ზე (დანახარჯების რენატაბელობა).
რით გვემუქრება შავ სიაში მოხვედრა? როგორ გაიგოთ, რომ თქვენ მასში მოხვდით? როგორ გამოვიდეთ ბანკის შავი სიიდან?

საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნების საგადასახადო სისტემები განსხვავდებიან ევროპის სხვა ქვეყნებისგან თავისი ლოიალურობით. თუმცა დსთ-ს ქვეყნების მიერ დაწესებული გადასახადების ძირითადი სახეები შეესაბამება მსოფლიო პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებულ გადასახადებს. სანამ აირჩევთ მეტ-ნაკლებად შესაფერის იურისდიქციას თქვენი ბიზნესისთვის, აუცილებელია, გაიგოთ ამა თუ იმ სახელმწიფოს ყველა სარგებელი და მინუსი. ამ სტატიაში დაწვროლებით განვიხილავთ პოსტსაბჭოური რეგიონის ქვეყნებს, რათა ობიექტურნი იყოთ არჩევანის გაკეთებისას.
რაზე გავამახვილოთ ყურადღება იურისდიქციის არჩევისას
თავდაპირველად, უნდა დაეყრდნოთ თქვენს სიტუაციას: გაიგოთ კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, აირჩიოთ ფორმა, განსაზღვროთ მიზანი და გადაწყვიტოთ გსურთ თუ არა, გახდეთ ქვეყნის რეზიდენტი თუ უფრო მოსახერხებელია უბრალოდ იქ დაარეგისტრიროთ კომპანია. ასევე აუცილებელია, გაითვალისწინოთ:
- საწესდებო კაპიტალი კომპანიის რეგისტრაციის მომენტში;
- საგადასახადო ტარიფები და მოგების განაწილების პირობები;
- ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულების არსებობა თქვენს ქვეყანასთან;
- თქვენთვის საინტერესო ქვეყნის სპეციალური პირობები რეზიდენტებისთვისა და არარეზიდენტებისთვის;
- თქვენი აქტივების უსაფრთხოების და დაცულობის დონე;ვალუტასთან დაკავშირებული რისკები;
- საგადასახადო რეჟიმის თავისებურებანი ფიზიკური პირებისთვის.
დსთ-ს სხვადასხვა ქვეყნისა და საქართველოს კორპორაციული გადასახადის განაკვეთი ქ
ქვეყანა | მოგებაზე | დივიდენდებზე | დღგ | დღგ-ს ბრუნვა | საშემოსავლო გადასახადი | სოციალური შენატანები | წყაროსთან | როიალტი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
საქართველო | 15% | 5% | 18% | 32000,00$ | 20% | არ აქვს ი.პ-ს | 10% | 5% |
სომხეთი | 20% | არ აქვს ი.პ-ს | 20% | 121000,00$ | 10-25% | 25-50% მინიმალური ხელფასი | 10% | არ აქვს ი.პ-ს |
აზერბაიჯანი | 20% | 10% | 18% | 117000,00$ | 14-25% | 25-50% მინიმალური ხელფასი | 10% | 10% |
რუსეთი | 20% | არ აქვს ი.პ-ს | 20% | 27000,00$ | 13% | 40% | 10% | 20% |
უკრაინა | 18% | არ აქვს ი.პ-ს | 20% | 36000,00$ | 18% | 23,5% | 15% | 18% |
ბელორუსია | 18% | არ აქვს ი.პ-ს | 20% | ავტომატურად | 13% | 35% | 15% | 15% |
ყაზახეთი | 20% | არ აქვს ი.პ-ს | 12% | 91000,00$ | 10% | 18,5% | 15% | 15% |
დსთ-ს ქვეყნების და საქართველოს საგადასახადო სისტემებს აქვთ დაბეგვრის ბრტყელი შკალა. რაც იმას ნიშნავს, რომ საგადასახადო განივკვეთი ერთნაირია ყველა ადამიანისთვის მისი შემოსავლისგან დამოუკიდებლად. ჩვენს ქვეყანაში საშემოსავლო გადასახადი 20%-ია, ბელორუსიაში - 13%, ლიტვაში - 15%, უკრაინაში - 18%. ყველაზე დაბალია ყაზახეთში - 10%. მაგრამ ქვეყნების უმრავლესობაში შემოსავალზე პროგრესული დაბეგვრის სისტემაა: რაც უფრო მეტია შემოსავალი, მით მეტია განაკვეთი. დეტალურად განვიხილოთ თითოეული ქვეყანა, რომლებიც ზემოთ ცხრილშია მოცემული და ვნახოთ, რითი განსხვავდება დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს საგადასახადო სისტემები
სომხეთი
ბიზნესს, მიუხედავად მისი დამფუძნებლის მოქალაქეობისა, აქვს თანაბარი პირობები სომხეთში. ქვეყნის მთავრობა მხარს უჭერს და სტიმულს აძლევს ინვესტიციურ საქმიანობას მუდმივი მუშაობით საგადასახადო რეჟიმის ოპტიმიზაციაზე.სომხეთის საგადასახადო სისტემა ორსაფეხურიანია და სახელმწიფო გადასახადებს მიეკუთვნება:
- მოგების გადასახადი - 20%;
- საშემოსავლო გადასახადი - 10-25%;
- დღგ - 20%;
- აქციზი.
უცხოელები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე მუშაობენ, დამატებით იბეგრებიან სადაზღვეო კომპენსაციით 5%-ის ოდენობით, სხვა გადასახადები (დივიდენდები, როიალტი) - 15%-ით.
თუ გეგმავთ სომხეთში აიყვანოთ თანამშრომელი, მნიშვნელოვანია, გესმოდეთ სოციალური გადასახადების სისტემა. სახელმწიგო ბიუჯეტში ისინი უნდა ირიცხებოდეს, როგორც ერთი მთლიანი გადასახადი. გაანგარიშება შეიძლება შემდეგნაირად:
- 1000$ -მდე 1 თვის ხელფასზე სოციალური გადასახადი შეადგენს 5%-ს;
- 1000$-ზე მეტ 1 თვის ხელფასზე სოციალური გადასახადი შეადგენს 10%-ს;
- სამეწარმეო საქმიანობის შემოსავალზე:12500$-ზე ნაკლებ წლიურ შემოსავალზე - 5%;
- 12500$-ზე მეტი - 10%.
რაც შეეხება დღგ-ს, ზოგ შემთხვევაში, სომხეთში წარმომადგენლობის არმქონე უცხოელების კონტრაგენტი-რეზიდენტები, რომლებიც დღგ-ს გადამხდელები არიან, ამ უცხოელების სახელით აგებენ პასუხს დღგ-ს გადახდაზე.
აზერბაიჯანი
ბოლო წლებში აზერბაიჯანის მთავრობა აქტიურად ატარებს რეფორმებს დაბეგვრის სფეროში და ქმნის მიმზიდველ პირობებს საერთაშორისო ბიზნესისთვის. Doing Business -ის რეიტინგის მიხედვით, აზერბაიჯანმა გადაიწია მე-9 ადგილზე დსთ-ს ქვეყნებს შორის, უფრო მაღალი ადგილი უკავია მხოლოდ საქართველოს, რომელიც 2020 წლის მონაცემებით მე-2 ადგილზეა. ძირითადად ეს რეფორმების დამსახურებაა. აზერბაიჯანში 9 სავალდებულო გადასახადია, რომელთა გადახდაზე აუცილებელია, დახარჯოთ 159 საათი წელიწადში. საერთო საგადასახადო ტვირთი შეადგენს მოგების 40,7%-ს. ამ მომენტის მდგომარეობით აზერბაიჯანში მეწარმეებმა და ფიზიკურმა პირებმა უნდა გადაიხადონ შემდეგი გადასახადები:
- მოგების - 0%-დან 25%-მდე;
- დღგ - 18% (ბრუნვა 120000$-დან);
- ასევე მიწის და ქონების გადასახადი.
აზერბაიჯანში არსებობს, ე.წ. გამარტივებული გადასახადი, რომლითაც იბეგრება:
- მცირე საწარმოები 120000$-ის ოდენობის მაქსიმალური წლიური ბრუნვით, დღგ-ს გათვალისწინების გარეშე - 2%;
- კვების საწარმოები, რომელთა წლიური შემოსავალი აღემატება 120000$-ს - 8%;
- სამშენებლო და სატრანსპორტო საწარმოები - განსხვავებული განაკვეთებია, რასაც მრავალი ფაქტორი განაპირობებს.
რუსეთი
საგადასახადო სისტემის სიმარტივის რეიტინგის მიხედვით რუსეთი იკავებს 47-ე ადგილს და, დსთ-ს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, აქვს დაბეგვრის სამსაფეხურიანი სისტემა ბიუჯეტთან მიმართებაში: ფედერალური, რეგიონალური და ადგილობრივი.
ფედერალური გადასახადები და მოსაკრებლები:
- დღგ - 20%;
- მოგების გადასახადი - 20%;
- ფიზიკური პირის შემოსავლის გადასახადი - 13%;
- ასევე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების გადასახადი, წყლის გადასახადი, სახელმწიფო გადასახადისა და მოსაკრებლის სხვადასხვა სახე.
ჯამში ქვეყნის ბიუჯეტში მოგიწევთ გადარიცხოთ 7 გადასახადი, რომელთაგან ერთი ეხება მოგების გადასახადს, ორი - თანამშრომლებს და 4 - სხვა გადასახადს. მსოფლიოს საშუალო მონაცემები გაცილებით მაღალია - 25,6 გადასახადი.მნიშვნელოვანია, მივიღოთ მხედველობაში ხელშეკრულება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ რუსეთსა და იმ ქვეყანას შორის, რომლის მოქალაქეობაც გაქვთ ან აწარმოებთ საქმიანობას მის ტერიტორიაზე, რათა არ მოგიწიოთ გადასახადის ორჯერ გადახდა. დღეის მდგომარეობით რუსეთს ხელშეკრულება დადებული აქვს 84 ქვეყანასთან, რომელთა შორის, სამწუხაროდ, საქართველო არაა.
უკრაინა
უკრაინაში წელიწადში 135 გადასახადია, და ეს აბსოლუტური ანტირეკორდია ამ მაჩვენებლით, გადასახადის მთლიანი განაკვეთი - 57,1%-ია, 657 საათი. შეგვიძლია, გამოვყოთ გადასახადების 3 ძირითადი ჯგუფი.გადასახადების პირველი ჯგუფი - დამსაქმებელი ხელფასის მიხედვით გადარიცხავს ბიუჯეტში:
- საშემოსავლო გადასახადი -18%;
- სავალდებულო სახელმწიფო სოციალური დაზღვევის ერთიანი შენატანი 22%;
- სამხედრო მოსაკრებელი -1,5%.
გადასახადების მეორე ჯგუფი - ფიზიკური პირები თავისით იხდიან ერთიან გადასახადს და ერთიან სოციალურ შენატანს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასევე საშემოსავლო გადასახადსა და სამხედრო მოსაკრებელს დაბეგვრის ზოგადი სისტემის შესაბამისად.გადასახადების მესამე ჯგუფი - იბეგრება პასიური შემოსავლები: საბანკო პროცენტები, როიალტი და ა.შ. ამათგან გადაიხდება გადასახადი 18%-ის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის მსგავსად).
ბუნებრივია, რომ უკრაინის ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი წყარო გადასახადებია. 2020 წელს უკრაინის საგადასახადო სისტემაში რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ ფიქსირდება.
ბელორუსია
მსოფლიოში ფიზიკური პირებისთვის ყველაზე დაბალი საშემოსავლო გადასახადის რეიტინგის მიხედვით, ბელორუსია იკავებს მე-5 ადგილს და საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შეადგენს 12%-ს.
ბელორუსიის რესპუბლიკის საგადასახადო სისტემაც ორსაფეხურიანია: რესპუბლიკური და ადგილობრივი ბიუჯეტები.რესპუბლიკურ გადასახადებს მიეკუთვნება:
- მოგების გადასახადი -18%;
- კაპიტალის გაზრდის გადასახადი -18%;
- გადასახადი დივიდენდების სახით -12%;
- როიალტი - 16%;
- დამატებითი ღირებულების გადასახადი - 20%;
- აუცილებელი სადაზღვეო შენატანი -35%.
ასევე 2020 წლის დასაწყისიდან ბელორუსიაში მოქმედებს საშემოსავლო განაკვეთების შემდეგი სახეები:
- საშემოსავლო გადასახადების 16% დარიცხვა ხდება ინდ. მეწარმეების, ადვოკატების და ნოტარიუსების ძირითადი საქმიანობების შემოსავლიდან;
- 16% იბეგრება ხარჯების გადაჭარბებისას შემოსავალზე;
- განსაკუთრებული შემთხვევა - მაღალტექნოლოგიურ სფეროში დასაქმებულთა ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადი 9%-ის ოდენობით;
- 6%-ით იბეგრება დივიდენდები, თუ 3 წლის განმავლობაში მოგება არ გადანაწილდა შიდა მიმღებ პირებს შორის;
- 0%-ს იხდიან დივიდენდებზე, თუ იქამდე მოგება არ განაწილებულა 5 წლის განმავლობაში.
იურიდიულ პირთათვის ბელორუსიაში გადასახადები არაა დამოკიდებული იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე. ეს ნიშნავს, რომ ბელორუსიაში შპს-თვის გადასახადები ისეთივე იქნება, როგორც ინდ. მეწარმისთვის, იგივე ეხება უცხოურ დაწესებულებებს.
ყაზახეთი
ყაზახეთი იკავებს მეოთხე ადგილს ყველაზე დაბალ საშემოსავლო გადასახადების რეიტინგში მსოფლიოს ქვეყნებს შორის - საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შეადგენს 10%-ს. ყაზახეთის რესპუბლიკის საგადასახადო სისტემა იყოფა ადგილობრივ და საერთო სახელმწიფოებრივ გადასახადებად. მთლიანობაში, ყაზახეთის საგადასახადო სისტემა ჰგავს რუსეთისას, რომელიც ბევრად ლოიალურია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებისა.
ყაზახეთის საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების ძირითადი სახეები:
- კორპორაციული საშემოსავლო გადასახადი - 20%. არარეზიდენტებისთვის - 10%;
- დღგ - 12%, წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის ბრუნვა აღწევს 91000$-ს.
- საშემოსავლო გადასახადი - 10% რეზიდენტებისთვის და 20% არარეზიდენტებისთვის;
- წყაროსთან გადასახადი - 20% და 5%-დან 15%-მდე;
- სავალდებულო საპენსიო შენატანი - 10%.
2020 წელს იგეგმება დღგ-ს 8%-მდე შემცირება, ხოლო იურიდიული პირებისთვის და ინდ. მეწარმეებისთვის ქონების გადასახადზე 0%-ის დაწესება იმ საგადასახადო ობიექტებისთვის, რომლებიც გამოიყენება ტურიზმის სფეროში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში.
საქართველო
2020 წელს საქართველომ დაიკავა მე-9 ადგილი იურიდიული პირებისთვის ყველაზე დაბალი მოგების გადასახადების მქონე ქვეყნებს შორის. მცირე ბიზნესისთვის საქართველოში მოქმედებს დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი, რომლის თანახმადაც ბრუნვის გადასახადი შეადგენს 1%-ს. შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი მნიშვნელოვანი სტიმულია საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარებისთვის. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ მიიღო დაბეგვრის ესტონური მოდელი, რომლის მიხედვითაც, კომპანიას არ ეკისრება კორპორაციული გადასახადი შემოსავლის განმეორებით ინვესტიციის შემთხვევაში. საქართველოში ასევე შესაძლებელია, ბიზნესის წარმოება გადასახადებისგან თავისუფალ ზონაში. დაბალი საგადასახადო განაკვეთები, გადასახადებისგან განთავისუფლება, თავისუფალი ეკონომიკური ზონები - ყველა ამ ფაქტორმა საქართველო აქცია ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და ლოიალურ საგადასახადო იურისდიქციად მსოფლიოში.
დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არჩევენ 6 სახის სავალდებულო გადასახადს:
- დამატებითი ღირებულების გადასახადი - 18%;
- მოგების გადასახადი - 15%;
- საშემოსავლო გადასახადი - 20%
- დივიდენდებზე - 5%;
- გადასახადი იმპორტზე - 0%, 5% ან 12%;
- წყაროსთან გადასახადი - 10%-დან 15%-მდე;
- აქციზი - არაფიქსირებული თანხა
ყველა ჩამოთვლილი გადასახადი რეგულირდება სახელმწიფოს მიერ, გარდა ქონების გადასახადისა, რომელსაც ადგილობრივი ორგანოები ადგენენ.ასეთი მიდგომა რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს საშუალებას აძლევს, შექმნან მომგებიანი ბიზნესი საქართველოში, რაც ადრე საკმაოდ რთული იყო, როდესაც სახელმწიფოში იყო 22 სახის გადასახადი.დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს საგადასახადო სისტემები ასევე განსხვავდებიან იმით, რომ საქართველოში საპენსიო გადასახადი ყველაზე დაბალია, მათ შორის 2%-ს იხდის თანამშრომელი, 2%-ს - კომპანია და 2%-ს - თვითინ სახელმწიფო.

სანამ რაიმე ბიზნესს წამოიწყებთ ან ევროკავშირის ქვეყნებში დაიწყებთ მუშაობას, აუცილებელია, დაწვრილებით შეისწავლოთ საგადასახადო სისტემა. ცხოვრების დონე და ხელფასები საკმაოდ მაღალია ევროპაში, თუმცა გადასახადებმა შეიძლება დაამსხვრიონ ყველანაირი იმედი ნათელ მომავალზე. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ ევროპის ქვეყნების საგადასახადო სისტემას და შევადარებთ მას საქართველოს.
ლიეტუვა
ლიეტუვა იმით იქცევს ქართველი მეწარმეების ყურადღებას, რომ ბიზნესის კუთხით ატარებს კეთილგანწყობილ პოლიტიკას, თან შედარებით ნაკლები გადასახადებით. ბიზნესის რეგისტრაცია ქვეყანაში არც ძვირია და თან ძალიან მარტივი, ხოლო ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნების მოქალაქეებისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ენის ბარიერი, ფაქტობტივად, არ არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ ლიეტუვაში საუბრობენ როგორც რუსულად, ისე ინგლისურად. ისევე როგორც სხვა პროგრესულ ქვეყნებში, თითქმის ყველა ბიზნესპროცესი შეიძლება განხორციელდეს ონლაინ.შემოსავალი იბეგრება 15%-იანი გადასახადით. თუმცა არის ასევე 5%-იანი საშეღავათო განაკვეთი, რომელიც განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, სადაც პერსონალი არ შედგება 10-ზე მეტი თანამშრომლისგან და შემოსავალი არ აღემატება 300000 ევროს წელიწადში. მოგების განაწილების დროს გადახდილი დივიდენდები იბეგრება 15%-ით, თუმცა არსებობს საშეღავათო განაკვეთი ჰოლდინგური კომპანიებისთვის.დღგ-ს განაკვეთი 21%-ია, თუმცა არის საქონლისა და მომსახურების საშეღავათო კატეგორიები, რომლებზეც ვრცელდება 9%, 5% და 0%-იანი ტარიფები.ასევე განსაკუთრებულია, რომ საგადასახადო პერიოდის ბოლო დღეს ერთი აქციონერი 100%-ით მხოლოდ ერთ კომპანიას ფლობს ან/და ერთდროულად არაუმეტეს 50%-ს აქციებისას სხვა კომპანიაში, ერთპიროვნულად ან აქციონერთა ჯგუფთან გაერთიანებულად .ლიეტუვას 56 ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან, დადებული აქვს ხელშეკრულება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ. თუმცა ვხვდებით სპეციალურ პირობებსაც, მაგალითად, მთლიანი თანხის 5% დივიდენდების გადახდისას შეთანხმებისამებრ არ თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ბენიფიციარ ფლობელს წარმოადგენს კომპანია, რომელიც უშუალოდ ფლობს კაპიტალის არანაკლებ 25%-ს, ხოლო გადასახდელი დივიდენდებისა და ამ ინვესტიციების ღირებულება არ აღემატება 75000 ამერიკულ დოლარს.
ლატვია
ლატვია, როგორც კიდევ ერთი ცენტრალური ევროპის ქვეყანა, საკმაოდ ახლოსაა საქართველოსთან და, შესაბამისად, აქვთ ახლო ეკონომიკური ურთიერთობა. ბევრი ქართველი მეწარმისთვის ლატვია ბიზნესისთვის ხელსაყრელი ლოკაციაა, და საპირისპიროდაც, ამ ბალტიისპირეთის ქვეყნის მეწარმეები, რომლებიც IT-ს სფეროში მუშაობენ, ირჩევენ საქართველოს ვირტუალური ოფისის შესაქმნელად. ბიზნესის გაფორმებისა და კომპანიის დაარსების მომენტში მინიმალური საწესდებო კაპიტალის კუთხით, ქვეყნები ძალიან გვანან, მაგრამ საგადასახადო სისტემაში არის საგრძნობი განსხვავებები.განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან მცირე საწარმოები, რომლებიც იხდიან 15%-იან ფიქსირებულ გადასახადს. ამ კატეგორიაში ის მიკროსაწარმოები ხვდებიან, რომელთა ბიზნესის ბრუნვა არ აღემატება 47000$-ს წელიწადში, თუმცა, ამავდროულად, ისინი თავისუფლდებიან სახელფასო და საშემოსავლო გადასახადებისგან.როდესაც კომპანიები ანაწილებენ მოგებას და იხდიან დივიდენდებს, გადასახადი შეადგენს 20%-ს , ხოლო გაუნაწილებელი მოგების შემთხვევაში- 0%. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ დივიდენდების გადასახადის ოდენობა დამოკიდებული იქნება მიმღების რეზიდენტულ სტატუსზე.დღგ ლატვიაში 21%-ია, მაგრამ ზოგიერთი სახეობის საქონლისთვის- 12% და 5%. როდესაც ხელშეკრულება იდება ევროკავშირის საზღვრებში, დამატებითი ღირებულების გადასახადი შეადგენს 0%-ს, რაც ასევე ვრცელდება ზოგიერთ მომსახურებაზე, რომლებიც შეუძლიათ გაუწიონ ლატვიურმა კომპანიებმა მესამე ქვეყნის კომპანიებს.ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებაზე ლატვიისთვის მოქმედებს სამი ძირითადი გადასახადი, რომლებიც განისაზღვრება შემდეგი პირობებით:
- ორგანიზაციის მოგების (ფაქტობრივად დივიდენდების) გადასახადით;
- ფიზიკური პირის შემოსავლის გადასახადით;
- უძრავი ქონების გადასახადით.
საქართველოში განსხვავებული თანმიმდევრობაა (გამომდინარე საგადასახადო სისტემის განსხვავებულობიდან):
- ორგანიზაციის მოგების გადასახადი;
- ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადი;უძრავი ქონების გადასახადი;
- ფიზიკური პირის უძრავი ქონების გადასახადი.ესტონეთი
დაბეგვრის კუთხით ესტონეთის მაგალითს მრავალი ქვეყანა მისდევს, მათ შორისაა საქართველო. ბალტიისპირეთის ეს ქვეყანა ლიდერობს ბიზნესის კეთილგანწყობილებითა და IT-ს სტრუქტურის განვითარებით. ბიზნესის რეგისტრაციით დაწყებული სახელმწიფო სამსახურებთან მიმართვით დამთავრებული - ყველაფრის გაკეთება შეიძლება ონლაინ. ბიზნესის მართვის ღირებულება დაბალია და ასევე ძალიან იოლია, მიიღო ბინადრობა. ამით უპირატესობები არ მთავრდება, ყველაზე მთავარი გადასახადებია:საერთოდ არ არის გადასახადი გაუნაწილებელ მოგებაზე, ხოლო განაწილებულზე შეადგენს 20%-ს ( 2020 წლიდან ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას 14%-იანი საშეღავათო განაკვეთი), ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ გადასახადი მხოლოდ მაშინ გადაიხდება, როდესაც კომპანია გადაწყვეტს გადაანაწილოს დივიდენდები თავის მესაკუთრეებს შორის.დამატებითი ღირებულების გადასახადის განაკვეთი ზოგიერთ საქონელსა და მომსახურებაზე შეადგენს 0%-სა და 9%-ს. თუმცა არსებობს საშუალო 20%-იანი განაკვეთიც.ესტონეთს 60 ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან, დადებული აქვს ხელშეკრულება ორმაგი დამეგვრის თავიდან აცილების შესახებ.
კვიპროსი
ევროკავშირში შესვლისთანავე კვიპროსს მოუწია საგრძნობლად შეეცვალა საგასახადო სისტემა და ანგარიშგების წესები, ამან ყოფილი საეჭვო ოფშორული ქვეყანა გახადა დაბალ გადასახადთა იურისდიქციის , მშვენიერი რეპუტაციისა და ევროკავშირში კორპორატიული გადასახადების ერთ-ერთ ყველაზე დაბალი პროცენტის (მხოლოდ 12,5%-ის) მქონე ქვეყნად.კვიპროსის არარეზიდენტი მეწარმეები განთავისუფლებულნი არიან მოგების გადასახადების გადახდისგან. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ბიზნესი კვიპროსზეა დარეგისტრირებული, მაგრამ კომპანია არ ეწევა თავის საქმიანობას ამ ქვეყნიდან.დამატებითი ღირებულების გადასახადის განაკვეთი მერყეობს 5-19%-ის საზღვრებში. ხოლო თუ კომპანია კვიპროსის არარეზიდენტებს სთავაზობს მომსახურებასა და საქონელს, ის შეიძლება დღგ-ს გადახდისგანაც განთავისუფლდეს.
საინტერესო ფაქტი კვიპროსის საგადასახადო რეზიდენტობაზე, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის არამოქალაქე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. კვიპროსის საგადასახადო რეზიდენტად გახდომის შემდეგ, თუ თქვენ იღებთ მხოლოდ პასიურ შემოსავალს დივიდენდების ან როიალტის სახით, თქვენ 17 წლის განმავლობაში თავისუფლდებით საშემოსავლო გადასახადისგან. თქვენ იღებთ „ ბინადრობის არმქონე პირის“ სტატუსს (non-domiciled resident)”.
კვიპროსს 65 ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან, დადებული აქვს ხელშეკრულება ორმაგი დამეგვრის თავიდან აცილების შესახებ.
გერმანია
ევროპის ქვეყნების საგადასახადო სისტემები ერთმანეთისგან განსხვავდებიან საშემოსავლო გადასახადის კომპლექსურობითა და პროგრესული შკალით, გერმანია კი შეგვიძლია ჩავთვალოთ ყველაზე რთული საგადასახადო სისტემის მქონე ქვეყნად. თქვენი გადასახადების გაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნება მრავალი ფაქტორი: რამდენ სამუშაო ადგილს იკავებთ, გყავთ თუ არა ოჯახი და შვილები და რა მოცულობისაა თქვენი შემოსავალი. ეს ფაქტორები განაპირობებენ 6-დან რომელ „საგადასახადო კლასს“ მოგაკუთვნებენ.საშემოსავლო გადასახადი გერმანიაში პროგრესულია, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც მეტია შემოსავალი, მით მეტია გადასახადის პროცენტი (19%-დან 43%-მდე):
- 9000 ევროზე მაღალი შემოსავალი - 19%;
- 9000-დან 13996 ევრომდე შემოსავალი (27992 ევრო წყვილისთვის) – 24%;
- 13996 ევროდან 54949 ევრომდე (109898 ევრომდე წყვილებისთვის) – 42%;
- 54949 ევროდან 260532 ევრომდე (521046 ევრომდე წყვილისთვის) – 43%.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს გადასახადები ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე, ამათ გარდა კი არსებობს მრავალი სხვა. მაგალითად, დღგ-თი იბეგრება ყოველი მომსახურება, რომელშიც მეწარმე იღებს ანაზღაურებას. დღგ-ს აქვს ორი განაკვეთი 19% და საშეღავათო - 7%.გერმანიას 65 ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან, დადებული აქვს ხელშეკრულება ორმაგი დაბეგვრისგან თავის აცილების შესახებ.
ავსტრია
ავსტრია ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა მსოფლიოში საკმაოდ მაღალი გადასახადებით, რომლებიც 50%-ს აღწევენ. ამ ქვეყანაში ევროკონტინენტური საგადასახადო მოდელია, სადაც ძირითადი მოსაკრებლები განკუთვნილია სამედიცინო, საგანმანათლებლო და სოციალური სფეროებისთვის.ავსტრიაში საშემოსავლო გადასახადი მართლაც 50%-ს აღწევს, მაგრამ თუ შემოსავალი არ აღემატება 11000 ევროს, მაშინ თქვენ თავისუფლდებით გადასახადებისგან. 11000 ევროდან 25000 ევრომდე შემოსავალი იბეგრება 36,5%-ში, 25000 ევროდან 60000 ევრომდე იბეგრება 43,21%-ში, ხოლო 60000 ევროზე მაღალი შემოსავალი უკვე- 50%-ში.ავსტრიაში დამატებითი ღირებულების სტანდარტული განაკვეთი - 20%-ია, მაგრამ განსაკუთრებული კატეგორიების საქონელსა და მომსახურებაზე - 10% ან 13%-ია. ავსტრიაში კომპანიები იბეგრება ერთადერთი კორპორაციული გადასახადით (25%).ავსტრიას 91 ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან, დადებული აქვს ხელშეკრულება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ.
ესპანეთი
რადგან ესპანეთს დაბეგვრის ყველაზე ახალი მოდელი აქვს ევროკავშირში, ის მთლიანად იყენებს სხვა ქვეყნების დადებით გამოცდილებას საშემოსავლო გადასახადის პროგრესული შკალის ჩათვლით. საშემოსავლო გადასახადი გათვლილია 21%-დან 52%-მდე, მაგრამ თუ შემოსავალი არ აღემატება 22000 ევროს, მაშინ ის ამ გადასახადით არ იბეგრება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ კიდევ არსებობს საგადასახადო გამოქვითები და შეღავათები მათთვის, ვისაც აქვს იპოთეკა, ჰყავს შვილები ან მატერიალურად დამოკიდებული პირია.
- შემოსავალი 12450 ევროდან - 19%;
- შემოსავალი 12450 ევროდან 20200 ევრომდე - 24%;
- შემოსავალი 20200 ევროდან 34000 ევრომდე - 30%;
- შემოსავალი 34000 ევროდან 60000 ევრომდე - 37%;
- შემოსავალი 60000 ევროდან - 45%
დღგ შეადგენს 0%, 4%, 10%, 21% , რაც დამოკიდებულია საქონლის კატეგორიაზე.საწარმოების საქმიანობის გადასახადი შეადგენს 25%-დან 30%-მდე, რომლითაც იბეგრება იურიდიული პირების შემოსავალი. მაგრამ თუ კომპანია ეწევა თავის საქმიანობას ორ წელზე მეტია და მისი ბრუნვა შეადგენს 1 მილიონ ევროზე ნაკლებს, მაშინ ეს გადასახადი აღარ ეკისრებათ.ესპანეთს საქართველოსთან დადებული აქვს ხელშეკრულება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ.ევროპის საგადასახადო სისტემები რთულია და შეიცავენ ბევრ ნიუანს, იმისათვის, რომ იცოდეთ შეძლებთ თუ არა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებას კონკრეტულად თქვენ შემთხვევაში ან თუ გაინტერესებთ ამ ქვეყნებში ბიზნესთან დაკავშირებული დეტალები, უმჯობესია, მიმართოთ ექსპერტებს. დატოვეთ განცხადება და ჩვენ უფასოდ მოგიყვებით თქვენი შემთხვევის ყველა მახასიათებელზე.

მცირე ბიზნესზე დაბალი გადასახადები, ნებისმიერი ბიზნესის რეგისტრაციის მარტივი და სწრაფი პროცესი საქმის დაწყებისთვის ან გაგრძელებისთვის საქართველოს იდეალურ ადგილად წარმოაჩენს. მთავრობა დაინტერესებულია უცხოური ინვესტიციების მოზიდვით, ამიტომ გადასახადები და ბიზნესის რეგისტრაციის პროცესი უცხოელებისთვის ისეთივეა, როგორც ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
საქართველოში მცირე ან საშუალო ბიზნესის განვითარება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს. ამ სტატიაში მოგიყვებით თუ როგორ ფორმირდება საქართველოში მცირე ბიზნესზე გადასახადები და როგორია საგადასახადო აღრიცხვაზე დადგომის წესი.
მცირე ბიზნესის რა ფორმებია საქართველოში?
თქვენი ბიზნესის სტატუსის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორებია შემოსავალი და გყავთ თუ არა დაქირავებული თანამშრომლები. ყოველ სტატუსს აქვს მკაფიო საზღვრები, განსხვავებულია დაბეგვრის საპროცენტო განაკვეთი და ჯარიმები, დაკისრებული სამართლებრივი სტატუსის ნორმების დარღვევის შემთხვევაში. ყველა პირობა შეტანილია საქართველოს საგადასახადო კოდექსში და არ ექვემდებარება გასაჩივრებას . მცირე ბიზნესის მფლობელებმა ყოველთვიურად უნდა წარადგინონ დეკლარაციები შემოსავლების შესახებ, შესაბამისად, გადაიხადონ მცირე ბიზნესის გადასახადები.
ბრუნვასა და სავარაუდო შემოსავლის მოცულობაზე დაყრდნობით შეიძლება გამოიყოს სხვადასხვა სახის მცირე ბიზნესი:
- მიკრობიზნესი - ბიზნესის მართვის ყველაზე მარტივი ფორმა 30000 ლარამდე ოდენობის წლიური ბრუნვით დაქირავებული თანამშრომლების გარეშე. საერთოდ არ ეკისრებათ მოგების გადასახადი, თუმცა აუცილებელია ოფისის ქირის 5%-ის გადახდა. საქართველოში მიკრობიზნესის ძირითად ნაწილს წარმოადგენს საოჯახო ბიზნესი, კერძო სასტუმროები, ჰოსტელები, სასტუმრო სახლები, ხელოსნები, ტაქსის მძღოლები, ტურისტული გიდები და ა.შ;
- მცირე ბიზნესი 100000 ლარამდე წლიური ბრუნვით. ხარჯების გამოქვითამდე იბეგრება ბრუნვის 1%-ით;
- მცირე ბიზნესი 100000 ლარიდან 500000 ლარამდე წლიური ბრუნვით. იბეგრება ბრუნვის 1%-ით და ბრუნვის 18% დღგ-თი.
- მცირე ბიზნესი 500000 ლარზე ზევით წლიური ბრუნვით ხდება ინდ.მეწარმე და იხდის მოგების 20%-ს და ბრუნვის 18% დღგ-ს.
როგორ დავდგეთ საგადასახადო აღრიცხვაზე საქართველოში?
თავდაპირველად, უნდა განსაზღვროთ სავარაუდო შემოსავლისვლის ბრუნვა და მოცულობა, აქედან გამომდინარე კი აირჩევთ მცირე ბიზნესის შესაფერის ფორმას. შედეგად, რეგისტრაციის პროცესი საკმაოდ სწრაფი და მარტივი იქნება. შემდეგ საჭიროა, პასპორტითა და ნოტარიულად დამოწმებული იურიდიული მისამართით მიხვიდეთ იუსტიციის სახლში ქართული ენის მცოდნე ადამიანთან ერთად. განცხადების შევსებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის შემდეგ მოგიწევთ მოცდა არაუმეტეს ორი დღისა. თქვენი მცირე ბიზნესის დარეგისტრირების მერე კი საჭირო იქნება, მიმართოთ შემოსავლების სამსახურს, რათა გადმოგცენ გადასახადების გადამხდელის ელექტრონულ კაბინეტზე წვდომა (მომხმარებელი და პაროლი).ყველაფერი საკმაოდ მარტივია, თუმცა უცხოელები და ისინი, რომლებსაც სურთ დისტანციურად წამოიწყონ ბიზნესი საქართველოში, ხშირად დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებიან ამ პროცესს. ამასთან ერთად, ყველას არ სურს,რომ დახარჯოს დრო საქართველოს კანონმდებლობის ბიუროკრატიული მოთხოვნების შესწავლაზე და დამოუკიდებლად აწარმოოს საბუღალტრო აღრიცხვა. სწორედ ასეთ შემთხვევებში მომართავენ ჩვენს კომპანიას. ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით თქვენი ბიზნესის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ჩამოყალიბებაში და სავარაუდო შემოსავლის გამოთვლის შემდეგ შემოგთავაზებთ ოპტიმალურ ვარიანტს. უფასო კონსულტაციისთვის დატოვეთ განაცხადი საიტზე.

დღეისათვის მრავალი ქვეყნიდან ჩამოსული მეწარმე ირჩევს საქართველოში ბიზნესის დარეგისტრირებას, დაბალი გადასახადებისა და ბიზნესის ხელშეწყობის სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების გამო. რაც თავისმხრივ ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას.
მსოფლიო ბანკის «Doing Business»-ის რეიტინგში საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიოში მე-7 ადგილს იკავებს. ასეთი მაღალი შედეგი დიდწილად განპირობებულია ხელსაყრელი საგადასახადო სისტემის წყალობით.
2005 წელს საქართველოში განხორციელდა საგადასახადო რეფორმა, რის შედეგადაც 22 სახის გადასახადიდან კოდექსში მხოლოდ 6 სავალდებულო გადასახადი დარჩა:
- საშემოსავლო გადასახადი - 20%;
- დამატებული ღირებულების გადასახადი - 18%;
- მოგების გადასახადი - 15%;
- იმპორტის გადასახადი (საბაჟო გადასახადი) - 0%, 5% ან 12%;
- ქონების გადასახადი - 1%-მდე;
- აქციზის გადასახადი – განისაზღვრება საქონლისა და მომსახურების სახეობის მიხედვით.
დაბალი გადასახადების გარდა, საქართველოში დარეგისტრირებული კომპანიები კონკრეტული სტატუსის შესაბამისად, სარგებლობენ შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმით. რაც მათ საშუალებას აძლევს შეიმსუბუქონ საგადასახადო ტვირთი. სტატუსს ანიჭებს შემოსავლების სამსახური კომპანიის იურიდიული ფორმის, საქმიანობის სახეობისა და წლიური ბრუნვის მიხედვით.
შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
მიკრო ბიზნესის სტატუსი. თუ ინდივიდუალური მეწარმე მუშაობს დაქირავებული თანამშრომლების გარეშე, ხოლო წლიური შემოსავალი არ აღემატება 30 000 ლარს, ასეთ მეწარმეს შეიძლება მიენიჭოს მიკრო ბიზნესის სტატუსი. მიკრო ბიზნესი მთლიანად გათავისუფლებულია საგადასახადო ტვირთისაგან. მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა და წარადგინოს წლიური საგადასახადო დეკლარაცია დადგენილ თარიღამდე.
მცირე ბიზნესის სტატუსი. ეს საგადასახადო სტატუსი ყველაზე გავრცელებულია და ენიჭება 500 000 ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე ინდივიდუალურ მეწარმეს.გადასახადის განაკვეთი შემოსავლის მხოლოდ 1%-ია.
მიკრობიზნესისგან განსხვავებით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდივიდუალურ მეწარმეს უფლება აქვს დაიქირავოს პერსონალი. მან უნდა აწარმოოს სათანადო აღრიცხვა და წარადგინოს ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაცია საანგარიშო მოხსენების მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.
თუ მეწარმის წლიური შემოსავალი 500 000 ლარს აღემატება, მცირე ბიზნესის სტატუსი მას რჩება მომდევნო 2 წლის განმავლობაში, მაგრამ გადასახადის განაკვეთი 3% - მდე გაიზრდება.
ფიქსიერბული გადასახადის გადამხდელის სტატუსი. განკუთვნილია მეწარმეებისთვის, რომლებიც ეწევიან გარკვეული ტიპის საქმიანობას როგორიცაა (მანიკურის სპეციალისტი, სტილისტი, მასაჟისტი, დალაქი, მანქანის მომსახურების სპეციალისტი, მცხობელი), რომელთაგან თითოეულს აქვს ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს გადასახადი ყოველი თვის მე-15 დღემდე. თუ მეწარმე დროებით არ მუშაობს, მან შეუძლია მიმართოს შემოსავლების სამსახურს და დროებით შეაჩეროს ფიქსირებული გადასახადის გადახდა.
საგადასახადო დეკლარაციის რეგისტრაცია. საქართველოში რეგისტრირებულ ყველა ბიზნესს უწევს საგადასახადო დეკლარაციის შევსება, რაც გარკვეულ სირთულეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. Jara Accounting- ი გთავაზობთ საგადასახადო დეკლარაციის დროულად მომზადებასა და წარდგენაში დახმარებას, ასევე საგადასახადო ტრენინგ სერვისებს, რისი წყალობითაც ყველა მეწარმე შეძლებს დამოუკიდებლად წარადგინოს სწორი მონაცემები პირველივე მცდელობისას და თავიდან აიცილოს ჯარიმები.
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბიზნესის დასაწყებად. საქართველოში ინდმეწარმის დარეგისტრირების შემთხვევაში შეგილიათ იცხოვროთ მსოლფიოს ნებიმსიერ ქვეყანაში და გადასახადები დისტანციურად გადაიხადოთ, მაშინაც კი, თუკი თქვენი საბანკო ანგარიშები სხვა იურისდიქციაშია დარეგისტრირებული. ასეთ შემთხვევაში, ინდივიდუალურ მეწარმეს გადასახადების გადახდა მესამე პირის მეშვეობით მოუწევს. სურვილის შემთხვევაში, ჯარა ექაუნთინგი დაგეხმარებათ დისტანციურად გადაიხადოთ გადასახადები.
შედარებითი ცხრილი: დაბეგვრის რეჟიმი $30 000 შემოსავლის მოქნე ბიზნესისთვის საქართველოში და ევროპის ქვეყნებში
Ქვეყანა | წლიური შემოსავალი აშშ დოლარში | გადასახადის განაკვეთი პროცენტებში | საგადასახადო ტვირთი წელიწადში აშშ დოლარში | სხვა შენატანები წელიწადში პროცენტულად | სხვა შენატანები წელიწადში აშშ დოლარში | წმინდა შემოსავალი წელიწადში |
საქართველო (მცირე ბიზნესი) | 30 000 | 1% | 300 | გათავისუფლებულია | 0 | 29 700 |
სერბეთი | 30 000 | 10% (შემოსავლები-ხარჯები) | 1909 წ.5 | მინიმალური ხელფასით 37,5%. | 905 | 27 186 |
ჩეხეთი | 30 000 | ფიქსირებული თანხა | 2954.4 | გათავისუფლებულია | 0 | 27 046 |
ლიტვა | 30 000 | 15% ( შემოსავალი-ხარჯები). ინდივიდუალური მეწარმეების არჩევით, შემოსავლის 30% შეღავათიანია. ხარჯები 10000 დოლარია | 1328.25 | 19.5%გათავისუფლებულია | 2145 წ | 26 527 |
ბულგარეთი | 30 000 | 15% | 4500 | გათავისუფლებულია | - | 25 500 |
პოლონეთი | 30 000 | 15% | 4 470 | ფიქსირებული თანხა პირველი 2 წლის განმავლობაში | 1,800 (შეღავათების ჩათვლით) | 23 730 |
ლატვია (თვითდასაქმებული პირი | 30 000 | 20% (ექვემდებარება 10,000 აშშ დოლარის ხარჯების გამოკლებას) | 4000 | 37,07% 500 ევროდან (597,35 აშშ დოლარი) და 5% სხვაობა მიღებულ შემოსავალსა და 500 ევროს (597,35 აშშ დოლარი) 10,000 აშშ დოლარის ხარჯების გამოკლებით. | 2850.48 | 23149,52 |
ესტონეთი | 30 000 | 20% (ექვემდებარება 10,000 აშშ დოლარის ხარჯების გამოკლებას + 33% სოციალური გადასახადს + 6,000 ევრო დაუბეგრავი შემოსავალი | 1 575 | 2% (დაგროვებითი პენსია) + 33% სოციალური გადასახადი შემოსავლის ოდენობაზე გამოქვითვით | 4 355 | 23 070 |
მონტენეგრო | 30 000 | 9% + დამატება. გადასახადი 13% | 2135.7 (ექვემდებარება ხარჯების 30%-ის დაკლებას და დამატებით გადასახადს 13%). | ქვეყნის საშუალო ხელფასის 33.8%. | 5684.72 | 22179,58 |
შპს-სთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი
თავისუფალი ინდუსტრიული ზონები. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს თავისუფალი ინდუსტრიული ზონები სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით. ასეთი ზონები სამ რეგიონშია გახსნილი : თბილისში, ქუთაისსა და ფოთში. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარე საწარმოებს აქვთ შემდეგი უპირატესობები:
- საშემოსავლო გადასახადი - 0%;
- დივიდენდის გადასახადი - 0%;
- დამატებული ღირებულების გადასახადი - 0%;
- ქონების გადასახადი - 0%;
- საქართველოში საქონლის ყიდვა-გაყიდვის შემთხვევაში გადასახადი იქნება ფაქტობრივი შემოსავლის 4%.
ვირტუალური ზონის სტატუსი. ვირტუალური ზონის სპეციალური სტატუსის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედ საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიებს, რომლებიც ქვეყნის იურისდიქციაში ქმნიან პრუდქტს, ხოლო რეალიზაციას ახდენენ მის საზღვრებს გარეთ. ასეთ შემთხვევაში მეწარმეები ყველა გადასახადისგან თავისუფლდებიან, გარდა დივიდენდის გადასახადისა, რომლის განაკვეთი 5%ს შეადგენს.
საერთაშორისო კომპანიის სტატუსი. ასეთი შეღავათიანი პროგრამა დიდი ბრუნვის მქონე კომპანიებისთვის იქნება საინტერესო.საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მისაღებად ბიზნესი საქართველოში უნდა იყოს რეგისტრირებული და მისი აქციონერების 50%-ს უნდა ჰქონდეს არარეზიდენტის სტატუსი. ამასთან, გასათვალისწინებელია შეზღუდვები კომპანიის მინიმალურ სამუშაო გამოცდილებისა და საქმიანობის მიხედვით. საერთაშორისო კომპანიის სტატუსი გაძლევთ უფლებას ისარგებლოთ შემდეგი შეღავათებით:
- საშემოსავლო გადასახადი — 5% (ნაცვლად 20%);
- მოგების გადასახადი — 5% (ნაცვლად 15%);
- გადასახადი დივიდენდებზე - 0% (ნაცვლად 5%).
გარდა ამისა, საქართველოში მოქმედებს კაპიტალის დაბეგვრის ესტონური მოდელი, რაც მოგების გადსახადისგან ათავისუფლებს კომპანია ახორციელებს მიღებული მოგების რეინვესტიციას საწარმოს განვითარებაში.
გადასახადების დაბალი განაკვეთები, მარტივი საკანონმდებლო ბაზა და ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად აქცევს ბიზნესის განვითარებისთვის. აქ ბიზნესის კეთება მარტივია და სახელმწიფოს მთელი ძალისხმევა მიმართულია სამეწარმეო საქმიანობის განვითAრებისკენ.
თუ საქართველოში ბიზნესის კეთება გადაწყვიტეთ ან გაგიჩნდათ შეკითხვა საგადასახდო დაბეგვრასთან ან/და ფინანსებთან დაკავშირებით, Jara Accounting-ის სპეციალისტები მზად არიან დაგეხმარონ.

საქართველოში ბევრი კომპანია სარგებლობს არარეზიდენტებისა და უცხოური კომპანიების მომსახურებით. ასეთ შემთხვევაში, ერთად მუშაობისას, შესაძლებელია, წყაროსთან დაკავებული გადასახადის გადახდის ვალდებულება გაჩნდეს. ამ სტატიაში ჩვენ გაგარკვევთ, რა შემთხვევაში იბეგრება წყაროსთან მომსახურების საფასური.
როგორ გავიგოთ, რომ ვალდებულნი ვართ, გადავიხადოთ წყაროსთან გადასახადი
იმ მომენტში, როდესაც მომსახურებისთვის უხდით არარეზიდენტს, თქვენ მისთვის ხდებით შემოსავლის წყარო, მაგრამ თავდაპირველად, აუცილებელია, გაიგოთ, კონკრეტულად სად გთავაზობთ მომსახურებას არარეზიდენტი, საქართველოს ტერიტორიაზე თუ მის საზღვრებს გარეთ. ბევრი ფიქრობს, რომ თუ არარეზიდენტი არ ჩამოდის საქართველოში და მომსახურებას თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე სთავაზობს, მაშინ შემოსავალიც ითვლება, რომ არაა მიღებული საქართველოს ტერიტორიაზე. თუმცა, სინამდვილეში, ეს ასე არაა.თუ უცხოელ მომწოდებელთან ხელშეკრულებაში მითითებულია,რომ მიიღეთ მარკეტინგული, სარეკლამო, საკონსულტაციო, საინჟინრო მომსახურებები ან არარეზიდენტი შეისწავლის საქართველოს ბაზარს, განათავსებს რეკლამებს ქართველი მომხმარებლებისთვის, ახორციელებს პროექტებს სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ის იღებს შემოსავალს საქართველოს ტერიტორიაზე. და იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ხართ შემოსავლის გადახდის წყარო, მისი გადახდაც, მოგიწევთ სწორედ თქვენ. თუ არარეზიდენტი გთავაზობთ მენეჯერულ,, საფინანსო, საბუღალტრო, იურიდიულ ან საკონსულტაციო მომსახურებებს, მაშინ ეს ერთმნიშვნელოვნად ჩაითლება საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებად.
როგორია წყაროსთან დაკავებული გადასახადის პროცენტული განაკვეთი
არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით:
- როიალტი -5%;
- საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები - 10%;
- ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებისას არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორების მიერ მიღებული შემოსავალი- 4%;
- ყველა სხვა გადასახადზე (მარკეტინგი და ა.შ.) - 10%;
- შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისთვის გადახდისას - 15%.
როგორ მოვიქცეთ სადავო სიტუაციებში
თუ გადავხედავთ კომპანიის მიერ წყაროსთან დაკავებულ გადასახადთან დაკავშირებულ სიტუაციებს, შევამჩნევთ, რომ აუდიტორებსა და საგადასახადო ორგანოებს შორის ხშირად ხდება გაუგებრობები. ამიტომ გირჩევთ, სადავო სიტუაციებში მიმართოთ საგადასახადო სამსახურს წერილობითი განმარტებისთვის.
ამასთან ერთად, თუ თქვენი კონტრაგენტი არის საგადასახადო რეზიდენტი იმ ქვეყნისა, რომელთანაც საქართველოს დადებული აქვს ხელშეკრულება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ, თქვენ შეგეძლებათ, ოფიციალურად აიცილოთ თავიდან მოცემული გადასახადი, თუ ელექტრონული სახით ქართულ ენაზე წარადგენთ დამოწმებულ ცნობას საგადასახადო რეზიდენტობის შესახებ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საიტზე მოცემულია სრული სია ქვეყნებისა, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი აღნიშნულ ხელშეკრულებაზე.თუ კიდევ დაგრჩათ კითხვები საქართველოში დაბეგვრის სისტემასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, დატოვოთ განაცხადი და მიიღოთ უფასო კონსულტაცია.

გლობალური პანდემიის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ცდილობს შექმნას ქვეყანაში უცხოელებისთვის მიმზიდველი ბიზნეს-გარემო. ამ წლის ყველა გამოწვევის გათვალისწინებით, ბიზნესის ატმოსფერო, საშეღავათო საგადასახადო სისტემის დამსახურებით, სტაბილურად გამოიყურება, რაც ერთმნიშვნელოვანი სტიმულია უცხოური კომპანიებისთვის ჩამოვიდნენ ამ ქვეყანაში. საქართველო სულ უფრო მეტ ყურადღებას იქცევს საერთაშორისო ბიზნეს გაერთიანების მხრიდან, რადგან დაბალი გადასახადები და რეგისტრაციის მარტივი პროცესი ხელსაყრელ გარემოს ქმნის ინვესტიციებისთვის.
საქართველო იურიდიულ პირებს, მართლაც რომ, ბევრ შეღავათს სთავაზობს გადასახადებზე, მაგალითად, გადასახადის სპეციალური რეჟიმი კომპანიის მოგებაზე, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადახდა საჭიროა მხოლოდ დივიდენდების განაწილებისას. უფრო დასწვრილებით საქართველოში ბიზნეს შეღავათებზე შეგიძლიათ, წაიკითხოთ ჩვენს სტატიაში.
ახალი საგადასახადო შეღავათები საქართველოში
შეღავათების დაწესება გახდა დამატებითი მოტივაცია კომპანიებისთვის, გადმოეტანათ თავისი საქმიანობა საქართველოში. ახალი საგადასახადო სისტემა ტრანსნაციონალურ კორპორაციებს ასტიმულირებს, გადმოიტანონ თავიანთი IT მომსახურების ცენტრები საქართველოში. ამის წყალობით, ისინი არა მარტო გადასახადებზე აკეთებენ ეკონომიას, არამედ შეუძლიათ, იმედი იქონიონ შრომის გადასახადის ხარჯების შემცირებაზეც. კომპანიების მეორე ტიპი, რომლის მიმართაც მიღებულია ახალი შეღავათები არის - სანავიგაციო.
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის და, შესაბამისად, საგადასახადო შეღავათების მიღების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა განმცხადებლის მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება. გარდა ამისა, აუცილებელია რეალური ბიზნესის დემონსტრირება საქართველოში (საქართველოში გაწეული ხარჯები, დაქირავებული პერსონალის ყოლა ქვეყანაში და ა.შ.).
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მიღება შეუძლია საქართველოს რეზიდენტ კომპანიას, რომელიც იბეგრება მოგების გადასახადით (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად). ასევე, კომპანიის საქმიანობა უნდა იყოს ნებადართული (ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი მოცემულია მთავრობის No 619 განკარგულებაში). ან კომპანიის პარტნიორს, რომლის მფლობელობაშია წილის მინიმუმ 50%, უნდა ჰქონდეს ამ სფეროში მუშაობის ორწლიანი გამოცდილება.
ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისები უნდა მიეწოდოს იმ პირებს, რომელთა რეგისტრაციის ან მართვის ადგილი არის საქართველოს საზღვრებს გარეთ. ეს სერვისები შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილს:
- პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა;
- კომპიუტერული თამაშების გამოცემა;
- სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა;
- კომპიუტერული პროგრამირება, კონსულტირება ან შერეული საქმიანობა.
ასეთი კომპანიებისთვის გათვალისწინებულია შემდეგი შეღავათები:
- მოგების გადასახადის განაკვეთი 5%-ის ოდენობით (15%-ის ნაცვლად);
- სახელფასო გადასახადი - 5%, ნაცვლად 20 %-სა;
- გარდა ამისა, დივიდენდების გადახდაზე დაკავებული გადასახადი იქნება 0%, 5% -ის ნაცვლად.
გამოდის რომ, საერთაშორისო კომპანიებს გადასახდელი ექნებათ მხოლოდ 5% გამოყვანილი მოგებიდან ( არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოში მოქმედებს კაპიტალის რეინვესტირების ესტონური მოდელი, რაც გულისხმობს, რომ კომპანიებს ყოველთვიურად გადახდის ვალდებულება არ ეკისრებათ) და 5% ხელფასების გადახდისას, რაც არსებითად ამცირებს საგადასახადო ზეწოლას ბიზნესზე.
გარდა ამისა, საერთაშორისო კომპანიები საქართველოში ნაწილობრივ განთავისუფლებულები იქნებიან ქონების გადასახადისგან და შეეძლებათ, შეამცირონ კორპორაციული მოგების გადასახადის ბაზა.
როგორ შეიძლება საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მოპოვება
აუილებელია დამტკიცებული ფორმით განცხადების დაწერა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახურში, 10 სამუშაო დღის განმავლობაში სამინისტრო განიხილავს განაცხადს, თუ განაცხადი შეესაბამება მოთხოვნებს, ის გადაეცემა მთავრობას (განხილვის ვადები არ არის დადგენილი).
კომპანიამ, რომელსაც ახალი რეგულაციები ეხება, უნდა შეავსოს განაცხადი და მიიტანოს საგადასახადო სამსახურში. განცხადება განაცხადის შეტანაზე შედგება შემდეგისგან:
- სარეგისტრაციო მონაცემები (სახელი, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, კომპანიის კოდი);
- საკონტაქტო ინფორმაცია (იურიდიული მისამართი, ფაქტიური მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა);
- საქმიანობის ტიპების ჩამონათვალი;
- დირექტორის ხელმოწერები.
საქართველოში საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მოპოვებისას საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, ასეთი კომპანიის რეესტრს აწარმოებს საგადასახადო სამსახური.
თუ თქვენი კომპანია აკმაყოფილებს ყველა ზემოჩამოთვლილ მოთხოვნას, მაშინ Jara Accounting-ის სპეიალისტები დაგეხმარებიან, უპრობლემოდ მიიღოთ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი და შესაბამისი შეღავათები.

ოდესღაც ვერც ერთი ფირმა ვერ იქნებოდა საშტატო ბუღალტრის გარეშე. შემდეგ მეწარმეებსა და საგადასახადო ორგანოებს შორის კომუნიკაცია თანდათან გამარტივდა და ქალბატონები, რომლებიც მუშაობდნენ საქაღალდეებით სავსე კარადების გარემოცვაში, შეცვალეს მომსვლელმა ბუღალტრებმა, რომლებიც ერთდროულად ემსახურებოდნენ რამდენიმე ფირმას.
განვითარების შემდეგი ეტაპი გახდა ბუღალტრული აღრიცხვის დისტანციურად წარმოება, რომელსაც მეწარმეები სიფრთხილით ეკიდებიან.
ჩვენ გადავწყვიტეთ განვიხილოთ გავრცელებული მცდარი წარმოდგენები ბუღალტრული აღრიცხვის აუთსორსინგის შესახებ და გაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში.
დისტანციური ბუღალტრული აღრიცხვა: რის ეშინიათ ბიზნესმენებს.
მითი #1: აუთსორსორების კონტროლი უფრო რთულია
ბევრი ბიზნესის მფლობელი თვლის, რომ საშტატო ბუღალტერი უფრო საიმედოა. მასზე შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ: „დასაჯოთ რუბლით“ შეცდომისთვის, პირადად უსაყვედუროთ, ბოლოს და ბოლოს, გაათავისუფლოთ. სინამდვილეში, ყველაფერი არც ისე მარტივია:
- დაჯარიმება არ შეიძლება - ამის უფლებას შრომის კოდექსი არ იძლევა.
- არც საფუძვლიანი მიზეზის გარეშე გათავისუფლება არ გამოვა;
- ძნელია თანამშრომლის ბრალეულობით გამომუშავებული ხარჯების, მაგალითად, ჯარიმების ანაზღაურებაც. მოგიწევთ სასამართლოში წასვლა და ეს არის დროისა და ფულის დაკარგვა დადებითი შედეგის გარანტიის გარეშე. სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მეწარმეებს უმეტესწილად უარს ეუბნებიან ასეთი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
- ერთადერთი, რის გაკეთებაც შეგიძლიათ, არის მოვალეობის არაკეთილსინდისიერი შესრულებისთვის პრემიის ჩამორთმევა. მაგრამ ჯარიმებისა და საურავების გადახდა მაინც მოგიწევთ.
თუ თქვენ შპს-თვის დისტანციური ბუღალტერია აირჩიეთ და აღრიცხვა სანდო კომპანიას მიანდეთ, სანერვიულო არაფერია - დიდი ალბათობით, შეცდომის შემთხვევაში დაზღვეული იქნებით. ჩვენთან, Jara Accounting-ში მაგალითად, თითოეული დამკვეთი დაზღვეულია 65 000 ლარად - მზად ვართ ამ თანხის ფარგლებში ავანაზღაუროთ თანამშრომლების შესაძლო არასწორი გათვლები და მათი შედეგები.
თქვენ არ მოგიწევთ დავალებების შესრულების კონტროლი - ამისათვის არის სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა და კლიენტების მენეჯერები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბუღალტერთა გუნდის მუშაობაზე.
კლიენტებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს ნახონ საგადასახადო კაბინეტში წარდგენილი ანგარიშების ჩამონათვალი, თუ სურთ დარწმუნდნენ, რომ დავალებები დროულად სრულდება.
მაგრამ ამისი აუცილებლობა არ არსებობს - თქვენ ვერ შეამჩნევთ, რომ ბუღალტერი კედლის მიღმა კი არა, არამედ კომპანიის ოფისიდან ასობით კილომეტრშია.
მითი #2: ელექტრონული დოკუმენტბრუნვა არასანდოა
პირიქით, კონტრაჰენტებთან ედბ-ზე გადასვლით დაივიწყებთ დაკარგულ წერილებს, ასლებს, თვეში ასობით ხელმოწერას და არქივის აღჭურვის აუცილებლობას. ეს არის მოსახერხებელი, საიმედო, ეკოლოგიურად სუფთა და უფრო იაფი, ვიდრე საბუთების გაცვლა კურიერებითა და ფოსტით!
მითი #3: სახიფათოა ბუღალტერისთვის ელექტრონული ხელმოწერისა და კლიენტი-ბანკთან წვდომის მიცემა
ჩვენ ვაფორმებთ ელექტრონულ ხელმოწერას ხელმძღვანელის სახელზე და ვითხოვთ კლიენტი-ბანკზე წვდომას ჩვენი და დამკვეთების დროის დაზოგვის მიზნით .
საშიში არაფერია: ჩვენ ვიყენებთ ცალკე ხელმოწერას, რომელზეც სხვა არავის აქვს წვდომა, მომხმარებელთან შეთანხმებული ანგარიშების დასადასტურებლად და მაკონტროლებელი ორგანოების წერილების გაშიფვრისთვის. ხელშეკრულების შეწყვეტისას ხელმოწერა უქმდება. წვდომა სასტუმროს ინტერნეტ ბანკთან - ბუღალტრებს შეუძლიათ საგადახდო დავალების ფორმირება, მაგრამ არ აქვთ ფულის განკარგვის შესაძლებლობა. გადახდებს თქვენ დაადასტურებთ.
როგორც ხედავთ, შპს-სთვის დისტანციური ბუღალტერია უსაფრთხოა, თუ სანდო აუთსორსერს აირჩევთ. გირჩევთ, შეისწავლოთ მათი მიმოხილვები, ვინც უკვე ისარგებლა მისი მომსახურებით, ასევე დარწმუნდეთ, რომ კომპანია აზღვევს თავის კლიენტებს ბუღალტერის შეცდომის შემთხვევაში.

მორიგება კონტრაჰენტებთან, ფულის გადაყვანა ცრუმაგიერი პირების ანგარიშებზე, პირადი დანახარჯების ქვითრები , ხელფასის დარიცხვა „მკვდარი სულებისთვის“ - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, თუ როგორ შეიძლება მოატყუოს და გაძარცვოს ბუღალტერმა ბიზნესის მფლობელი.
- ბაზის დაკარგვა
ერთი-ერთი ძირითადი რისკი მფლობელისთვის არის სიტუაცია, როცა ბუღალტერი აღრიცხვას თავის პირად კომპიუტერზე აწარმოებს და მონაცემთა ბაზაზე წვდომა აქვს მხოლოდ მას. თუკი თქვენ არ მოგეწონებათ ბუღალტრის მუშაობა და მასთან დამშვიდობებას გადაწყვეტთ, მას შეუძლია არ მოგცეთ ბაზის არქივი და მოგთხოვოთ ფული.
ამ სიტუაციაში იძულებული იქნებით, აღადგინოთ მთელი აღრიცხვა. თუკი ოპერაციების მოცულობა არც ისე დიდი იყო, მაშინ ეს დიდ დროს არ წაგართმევთ. მაგრამ წარმოიდგინეთ, რა დრო დაგჭირდებათ, თუკი წლის განმავლობაში კომპანიას ასობით ოპერაცია ჰქონდა, რომელთა თანხაც ათობით მილიონი იყო.
როგორ არ დავუშვათ ეს?
უნდა გამოიყენოთ ღრუბლოვანი ბუღალტერია და მთელი პროცესი ერთ თანამშრომელზე არ უნდა ჩაიკეტოს: პაროლი მასაც უნდა ჰქონდეს და თქვენც, და ყველა შეტყობინება თქვენს ფოსტაზე უნდა მოდიოდეს.
- ზედმეტად გადახდილი გადასახადები და სხვა შეცდომები
ძალიან ხშირად ბიზნესი ზარალდება არა მხოლოდ ბუღალტრის ბოროტგანზრახული ქმედებებით, არამედ მისი უყურადღებობით, არაკომპეტენტურობით, სიზარმაცით ან შიშით. შედეგად, კომპანიამ შეიძლება გადაიხადოს გაცილებით მეტი გადასახადი, ვიდრე ეკუთვნის.
ხანდახან ბუღალტერს უბრალოდ ეშლება გადასახადების გამოთვლა. მაგრამ საკმაოდ ხშირად ისინი შეგნებულად მოქმედებენ პრინციპით „უმჯობესია ზედმეტის გადახდა, რადგან როცა საგადასახადო მოვა, მაინც იპოვის რაღაცას და დაგვარიცხავს“.
ძალიან ხშირად, მიუხედავად ყველა ხელთ არსებული საბუთისა, ბუღალტრები ამჯობინებენ, რომ არ მიმართონ საგადასახადოს დღგ-ის ანაზღაურებაზე, რადგან უბრალოდ ეშინიათ, რომ „ვაითუ, რამე იპოვონ შემოწმებისას“.
შეიძლება, უარი თქვან სამივლინებო ან წარმომადგენლობითი ხარჯების გაფორმებაზე, როგორიცაა, მაგალითად საქმიანი შეხვედრა რესტორანში, თუკი გადახდა ნაღდი ფულითაა შესრულებული.
ხანდახან უბრალოდ დაღლილობამ ან ოჯახურმა პრობლემებმა შეიძლება ბანალური შეცდომები დააშვებინოს საგადახდო დავალებებში ან ორჯერ გაგზავნოს ერთი და იგივე გადახდა.
როგორ მოვიქცეთ?
ხშირად პრობლემები იმიტომ ჩნდება, რომ ბუღალტერს არ აქვს ინფორმაცია დასაგეგმი და შესრულებული ხარჯების შესახებ. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაციის დამყარება კომპანიის ყველა თანამშრომელთან და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის, როგორც მუშაობის სტანდარტის, შემოღება.
იმისათვის, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი შეცდომების რისკები საგადახდო დავალებებში ან ორმაგ გადახდებში, უმჯობესია, რომ ბუღალტერს არ მისცეთ „კლიენტი-ბანკი“ სისტემასთან დაშვების გასაღები და თქვენ თვითონ მოაწეროთ ხელი დოკუმენტებს.
კიდევ ერთი სასარგებლო ზომა - გარე აუდიტი, რომელიც შეიძლება ჩატარდეს კვარტალში ერთხელ, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ ყველაფერი წესრიგშია (ან დროულად გამოავლინოთ და გამოასწოროთ შეცდომები). ან ხელშეკრულების დადება ბუღალტრული მომსახურების გაწევაზე სააგენტოსთან, რომლის პასუხისმგებლობაც დაზღვეულია. ასეთ შემთხვევაში, თუკი მოხდება გადასახადების ზედმეტად გადახდა ან თანხის გაზრდა (ჯარიმის ან საურავის დარიცხვით), დაზღვევა დაფარავს დანაკარგებს.
- აშკარა ქურდობა
სამწუხაროდ, პრაქტიკაში ყველაზე ხშირად ისინი იპარავენ, ვინც უშუალოდაა დაკავშირებული კონტრაჰენტებთან. თუმცა, თუკი თანამშრომელი მოურიგდება ბუღალტერს, რომელიც დამოუკიდებლად აწარმოებს ყველა გადახდას და აბარებს ანგარიშგებას, მას აქვს შესაძლებლობა, სახსრების ნაწილი გადაიტანოს თავის ინდმეწარმეზე ან შპს-ზე, „დახატოს“ ანგარიში და გააყალბოს ამონაწერები, რათა თქვენ ვერაფერი შეიტყოთ.
როგორ ავარიდოთ თავი?
დააყენეთ შეტყობინებების მიღება ანგარიშგების წარდგენის შესახებ.
დამოუკიდებლად მოაწერეთ ხელი დოკუმენტებს (ხელშეკრულებებს, ბრძანებებს პრემიების გაცემაზე).
არ მისცეთ ბუღალტერს ინტერნეტ-ბანკში ხელმოწერის უფლება.
- ინფორმაციის გამოყენება თქვენი ბიზნესის შესახებ
ბუღალტერი არის ადამიანი, რომელმაც პრაქტიკულად ყველაფერი იცის თქვენი ბიზნესის შესახებ, ამიტომ ბევრს ეშინია, რომ მან შეიძლება ინფორმაცია გადასცეს კონკურენტებს ან გამოიყენოს ცნობები კომპანიის საქმიანობის შესახებ და დაწეროს საჩივარი შემოწმების ორგანოებში.
როგორ გაარკვიოთ დაქირავებისას, შეგეფერებათ თუ არა კანდიდატი
გასაუბრებაზე არ უნდა მოიწვიოთ ადამიანი, რომლის რეზიუმეც შეცდომებს შეიცავს. თუკი აკლია წერტილები ან ასოები, არის უზუსტობები მითითებულ თარიღებსა ან სახელწოდებებში - ეს არის უყურადღებობის, სიზარმაცის და პედანტურობის არარსებობის დასტური, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბუღალტრისათვის.
თუკი კანდიდატი არ მოგწონთ და მასთან მუშაობა რთულია, თქვენ გაგიჭირდებათ ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის აგება, როდესაც თქვენც პატივისცემით მოეპყრობით მას და მის სამუშაოს და ისიც ყოველთვის კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებს.
დასკვნები:
გულდასმით მოეკიდეთ დაქირავების საკითხს. გახსოვდეთ, თუკი ბუღალტერი უხეშ შეცდომებს უშვებს რეზიუმეში ან უსიამოვნოა თქვენთვის, როგორც პიროვნება, არ ღირს, რომ მას მიანდოთ აღრიცხვის წარმოება.
განიხილეთ ბუღალტერთან დაგეგმილი გარიგებები და დროულად მიაწოდეთ ინფორმაცია შესრულებული ოპერაციების შესახებ. თუკი თქვენ თქვენს ბუღალტერს და მის მოვალეობებს მხოლოდ ფორმალურად უდგებით და მას ფაქტის წინაშე აყენებთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას ჰქონდეს თქვენი ინტერესების დაცვით მოქმედების სტიმული.
ადამიანს არ უნდა მისცეთ მოპარვის შესაძლებლობა და საბაბი, არ მისცეთ ბუღალტერს სრული წვდომა „ბანკი-კლიენტი“ სისტემასთან.
გახსოვდეთ გარედან კონტროლის შესახებ. შეადარეთ საგადასახადოს მონაცემებს, რათა დარწმუნდეთ, რომ არ გაქვთ ვალი ან ზედმეტად გადახდილი თანხა, და მიმართეთ კონსულტანტს გარე აუდიტის ჩატარებისთვის.
თუკი შეუძლებელია, რომ თქვენ თვითონ ეძებოთ და აკონტროლოთ მთავარი ბუღალტერი, მიმართეთ საიმედო ბუღალტრულ კომპანიებს (ინფო Jara Accounting-ის შესახებ).

საზოგადოებრივი კვების ბუღალტერია საკმაოდ რთულია, რადგან ერთი დაწესებულების ფარგლებში სხვადასხვა სახის საქმიანობის აღრიცხვა უნდა აწარმოოთ: პროდუქციის წარმოების, რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის.
როგორ აღვრიცხოთ მზა პროდუქციის წარმოება
თქვენ ყიდულობთ პროდუქტს, გადაამუშავებთ და იღებთ კერძს, რომლსაც მიჰყიდით ვიზიტორებს.
იმისათვის, რომ სწორად გამოვიანგარიშოთ თითოეული პოზიციის ღირებულება ვიზიტორებისთვის, უნდა შევადგინოთ კალკულაცია.
მოქმედებების თანმიმდევრობა:
მოიფიქრეთ მენიუ - იმ კერძების ჩამონათვალი, რომლებიც სტუმრებს უნდა შესთავაზოთ. შეიმუშავეთ ტექნოლოგიური ბარათი თითოეული კერძისთვის. ტექნოლოგიური ბარათი არის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას პოზიციის შესახებ: შენახვის ვადა, რეცეპტურა, პორციის წონა, იერსახის აღწერა. ტექნოლოგიური ბარათი შეიძლება მოგთხოვონ შემმოწმებლებმა, რათა დარწმუნდნენ, რომ ყველა მოთხოვნას იცავთ.
გაიგეთ თითოეული პროდუქტის ღირებულება მიმწოდებლებისგან, რომლებთან მუშაობასაც აპირებთ.
თუკი თქვენს კალკულაციაში გამოიყენება დამუშავებული პროდუქტები (მოხარშული, შემწვარი) გაანგარიშებისას გაითვალისწინეთ დანაკარგების კოეფიციენტი.
გამოთვალეთ თითოეული კერძის პორციის თვითღირებულება ტექნოლოგიური ბარათისა და პროდუქტების შესასყიდი ფასის საფუძველზე.
თუკი პროდუქტის მოტანისა და ჩამოტვირთვის საფასურს ცალკე იხდით, გაითვალისწინეთ ეს ხარჯები ანგარიშებში.
საზოგადოებრივ კვებაში ბუღალტრული აღრიცხვა ჩვეულებრივ იყენებს „პარტიების მიხედვით“ მეთოდს - გათვალისწინებულია საქონლის პარტიის წარმოება და რეალიზაცია, მაგალითად, 10 ტორტი ან 25 პორცია სალათი. თითოეული პარტიისთვის გამოიყოფა პროდუქტის გარკვეული რაოდენობა.
ინგრედიენტების თვითღირებულების გარდა, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ თანამშრომლების ხელფასები (ადმინისტრატორები, მზარეულები, მიმტანები, ჭურჭლის მრეცხავები, დამლაგებლები და ა.შ.), აღჭურვილობის ამორტიზაცია, ქირა, კომუნალური გადასახადები და სხვა ხარჯები. არ დაგავიწყდეთ, რომ გამოთვლებში გაითვალისწინოთ გადასახადები, როგორც ხელფასთან დაკავშირებული, ასევე არჩეულ საგადასახადო სისტემაზე დამოკიდებული. ასევე გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მოგიწევთ გადახდა ზოგიერთი მენარდისთვის (მიკრო ბიზნესი, ფიზიკური პირი (არა თანამშრომლები) და ა.შ.).
პროცესის გასამარტივებლად და შეცდომების რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად, ჩვენ გირჩევთ შექმნათ თვითღირებულების გაანგარიშების შაბლონები ან გამოიყენოთ სპეციალიზებული სერვისები.
როგორ აღვრიცხოთ ხელფასები
რესტორნის, კაფეს ან ბარის გახსნისას, თავიდანვე გადაწყვიტეთ რამდენი თანამშრომელი გჭირდებათ თითოეულ უბანზე: სამზარეულოში, დარბაზში, საწყობში.
მორიგეობის ხანგრძლივობისა და ანაზღაურების ოდენობის დადგენისას გახსოვდეთ საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნების დაცვის აუცილებლობის შესახებ.
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ყველაზე ხშირად გამოიყენება დროითი შრომის ანაზღაურება.
არსებობს საათობრივი ტარიფი ან სარგო, რის საფუძველზეც ხდება გადასახდელი თანხის დაანგარიშება ფაქტობრივად ნამუშევარი საათების მიხედვით.
ზოგჯერ ხდება ყოველთვიური ან კვარტალური ბონუსის გადახდა ხარისხიანად შესრულებული სამუშაოსთვის.
ხელფასების გაანგარიშების გარდა, ოფიციალურად გათვალისწინებული უნდა იქნას მუშაკების შვებულება და საავადმყოფო ფურცელი.
როგორ აღვრიცხოთ ნაშთები საწყობში
თქვენ უნდა აღრიცხოთ:
შემოსულობები. საქონლის გარდა, მიმწოდებლისგან მიიღებთ
დოკუმენტებს: ხელშეკრულებებს, საწესდებო დოკუმენტებს, ფასების სიას (პრაის-ლისტებს), სერტიფიკატებს. აუცილებლად შეინახეთ ისინი: შეიძლება საჭირო გახდეს შემოწმების დროს.
ჩამოწერები. საწყობიდან სამზარეულოში გადატანილი
პროდუქტების გამოყენება შესაძლებელია სტუმრების მიერ შეკვეთილი კერძების მოსამზადებლად, თანამშრომლების გამოსაკვებად, ახალი რეცეპტის შესამუშავებლად და ტექნოლოგიური რუკის შესაქმნელად და ა.შ.ზოგჯერ პროდუქტები ფუჭდება - ისინი უნდა ჩამოიწეროს და განადგურდეს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უტილიზაციას დაქვემდებარებული საქონლის ჩამოწერა ხდება შემდეგნაირად, საგადასახადო კაბინეტში ივსება განცხადება „დოკუმენტის დადასტურება ვადაგადაცილებული ან/და გამოუსადეგარი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შესახებ“, გაგზავნის შემდეგ 2 სამუშაო დღის ვადაში თუ თქვენ არ მიგიღიათ რაიმე გამოხმაურება საგადასახადოსგან, ვანადგურებთ ამ საქონელს მათი თანდასწრების გარეშე, თუ მივიღებთ რაიმე შეტყობინებას, ვიმოქმედებთ მის საფუძველზე.
ვიმედოვნებთ, რომ ეს მასალა დაგეხმარათ და მისი წაკითხვის შემდეგ გეცოდინებათ, როგორ აწარმოოთ საზოგადოებრივი კვების აღრიცხვა. გირჩევთ, ბუღალტრული აღრიცხვა მიანდოთ რესტორნებში, კაფეებსა და ბარებში მუშაობის გამოცდილების მქონე სპეციალისტებს, რომლებმაც იციან ყველა ნიუანსი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაგიცავენ ზედმეტი შემოწმებისა და ჯარიმებისგან.

ინვენტარიზაცია რესტორანში საზოგადოებრივ კვებაში მუშაობის სავალდებულო ნაწილია. ინვენტარიზაციის ჩატარება გეხმარებათ, შეადაროთ ბუღალტრულ პროგრამაში არსებული ნაშთები ფაქტობრივ ნაშთებს, დროულად გამოავლინოთ დანაკლისი და იპოვოთ მისი მიზეზი.
იმისათვის, რომ გამოირიცხოს გადახარჯვა სამზარეულოში და შეწყდეს მოგების დაკარგვა, ჩვენ მოგიმზადეთ სტატია, რომელშიც მოგიყვებით, თუ რა პერიოდულობით უნდა ჩაატაროთ ინვენტარიზაცია კაფეში ან რესტორანში, ვინ უნდა ჩაატაროს ის, როგორ უნდა ასახოთ სწორად აღრიცხვაში მისი შედეგები და რა დასკვნები შეიძლება გააკეთოს ხელმძღვანელმა.
რა პერიოდულობით უნდა ჩატარდეს ინვენტარიზაცია რესტორნებსა და საზოგადოებრივი კვების სხვა დაწესებულებებში
ინვენტარიზაცია კაფეში, რესტორანსა ან ბარში შეიძლება იყოს გეგმიური და არაგეგმიური.
გეგმიური ინვენტარიზაცია ტარდება თანამშრომლებისთვის ცნობილი პერიოდულობით:
- თვეში ერთხელ. როგორც წესი, ის ვრცელდება პროდუქტებზე, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმიასა და სხვა სამეურნეო საქონელზე, რომლებიც დაწესებულებაში გამოიყენება.
- კვირაში ერთხელ. ჩვეულებრივ, ამ სიხშირით კონტროლდება პროდუქტების ნარჩენები.
- დღეში ერთხელ. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ალკოჰოლის ნარჩენების შემოწმება ბარში ცვლის დახურვის შემდეგ. იშვიათად გამოიყენება დიდი შრომატევადობის გამო.
არაგეგმიური ინვენტარიზაციის ჩატარება ნებისმიერ მომენტში გაფრთხილების გარეშე შეიძლება: მაგალითად, თუკი რომელიმე თანამშრომელი ეჭვმიტანილია მოპარვაში.
ინვენტარიზაციის პროცესში მოწმდება როგორც ცალკეული პოზიციები, ისე მთლიანად ნარჩენები, მიზნების მიხედვით.
როგორ ჩაატაროთ ინვენტარიზაცია
პასუხისმგებელი ნარჩენების შემოწმებაზე შეიძლება იყოს მმართველი, მთავარი მზარეული ან ბარმენი - ის, ვინც ხელმძღვანელობს თანამშრომლებს და აკონტროლებს მათ მუშაობას. ასევე აუცილებლად უნდა ესწრებოდეს ბუღალტერიის თანამშრომელი.
ინვენტარიზაციის დაწყებამდე იქმნება კომისია, გამოიცემა ბრძანება ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ, ასევე იბეჭდება უწყისები, რომლებშიც ასახავენ ინვენტარიზაციის შედეგებს.
ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ მასში მონაწილე ყველა თანამშრომელმა ხელი უნდა მოაწეროს, რითიც დაადასტურებენ, რომ ეთანხმებიან უწყისში ასახულ მონაცემებს.
შემდეგ უწყისს გადასცემენ ბუღალტერიას, რათა ბუღალტერმა შეადგინოს სხვადასხვაობების აქტი ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით.
რა შეიძლება გამოავლინოს ინვენტარიზაციამ ბარში, კაფეში ან რესტორანში
წარმოგიდგენთ აღრიცხვის ყველაზე გავრცელებული შეცდომებს, რომლებიც აღმოჩენილია ინვენტარიზაციის პროცესში:
- სხვადასხვაობები აღრიცხვის ერთეულებში. მაგალითად, ისეც ხდება, რომ ერთჯერად ჭურჭელს საკვებისთვის შემოსავლებში აღრიცხავენ შეფუთვებით, ხოლო ჩამოწერისას- ცალობით.
- პოზიციების დუბლირება. თუკი მიღებისას საქონელს უწოდეს „ყავა ნესკაფე“, ხოლო ჩამოწერისას - „ნესკაფე ყავა“, ინვენტარიზაციის დროს მიიღებთ სხვადასხვაობას დოკუმენტში არსებულ და ფაქტობრივ ნაშთებს შორის.
- მზარეულები და ბარმენები არღვევენ კერძებისა და სასმელების მომზადების ტექნოლოგიას. ტექნოლოგიური ბარათის მიხედვით ერთ პორციაზე მიდის ინგრედიენტების ერთი რაოდენობა, სინამდვილეში კი - სხვა, წარმოიქმნება გადახარჯვა.
- შეცდომები ტექნოლოგიურ ბარათებში. თუკი ხშირად არ ემთხვევა ნაშთები ერთსა და იმავე პოზიციაზე, შეამოწმეთ იმ კერძების ტექნოლოგიური ბარათები, რომელთა მოსამზადებლადაც ეს პროდუქტები გამოიყენება. შესაძლოა, ინგრედიენტების საჭირო რაოდენობა არასწორადაა გამოთვლილი.
- ქურდობა. მასთან ბრძოლაში გვეხმარება იმ პროდუქტების ნარჩენების პერიოდული არაგეგმიური შემოწმება, რომლებიც გამოიყენება მენიუში არსებული ყველაზე პოპულარული პოზიციების მოსამზადებლად.
როგორ მოვიქცეთ სხვადასხვაობების გამოვლენისას
საჭიროა, რომ მმართველთან ან სხვა პასუხისმგებელ თანამშრომელთან ერთად გააანალიზოთ შედეგები და გადაწყვიტოთ, როგორ მოიქცეთ.
როცა სახეზეა საცალო პროდუქციის (საკვების, ერთჯერადი ჭურჭლის, მინერალური წყლის, ლუდისა და ა.შ. ხონჩები) ხელახალი დახარისხება, პირველ რიგში უნდა შემოწმდეს მიმწოდებლის ზედნადებები.
თუკი იქ ყველაფერი სწორია, სხვადასხვაობები შეიძლება გაჩნდეს რამდენიმე მიზეზის გამო: ვიღაც იპარავს; თანამშრომელმა მოაცილა ვადაგასული ან დაზიანებული საქონელი, მაგრამ არ ჩამოწერა; ვიღაცამ უყურადღებობა გამოიჩინა პროდუქციის პარტიის შემოსავლებში აღრიცხვისას.
თუკი პრობლემა ინგრედიენტებს უკავშირდება: ხელახლა შეამოწმეთ იმ კერძების ტექნოლოგიური ბარათები, რომლებშიც ეს ინგრედიენტები გამოიყენება. დარწმუნდით, რომ მზარეულებმა და ბარმენებმა იციან, როგორ წაიკითხონ ტექნოლოგიური ბარათები და იცავენ რეცეპტურას. საჭიროების შემთხვევაში ორგანიზება გაუწიეთ დამატებით სწავლებას. ნებისმიერი დანაკლისი მოწმობს პრობლემის შესახებ და საჭიროებს გულდასმით შემოწმებას.
თუკი დამნაშავე ვერ გამოვლინდა, თანხა ჩვეულებრივ ნაწილდება მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს შორის, როგორებიცაა: მზარეულები, ბარმენები, ოფიციანტები, ადმინისტრატორები.
ვადაგასული და დაზიანებული საქონლის ჩამოწერის გარეშე იშვიათად გამოხვალთ: coffee inn და სწრაფი კვებისთვის ნორმა შეადგენს შესყიდვების საერთო რაოდენობის 5%-ს, რესტორნებისა და კაფეებისთვის, სადაც კერძები შეკვეთით მზადდება - 3%.
თუკი პროცენტი მეტია, უნდა გაარკვიოთ მიზეზები და მიიღოთ ზომები სიტუაციის გასაუმჯობესებლად.
ვადაგასული და დაზიანებული საქონლის ჩამოწერას დამოუკიდებლად ვერ შეძლებთ. უნდა მოიწვიოთ საგადასახადოს წარმომადგენელი და მისი თანდასწრებით აწარმოოთ ვადაგასული და დაზიანებული საქონლის წუნდება და უტილიზაცია.
უტილიზაციას დაქვემდებარებული საქონლის ჩამოწერა შემდეგნაირად ხდება: საგადასახადო კაბინეტში ივსება განცხადება „ვადაგადასული და/ან გამოუსადეგარი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შესახებ დოკუმენტის დადასტურება“, გაგზავნის შემდეგ 2 სამუშაო დღის განმავლობაში თუკი არ მივიღეთ არანაირი უკუკავშირი საგადასახადო სამსახურისგან, უტილიზაციას მათ გარეშე ვახორციელებთ, თუკი მივიღეთ რაიმე სახის შეტყობინება, ვმოქმედებთ მის შესაბამისად.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი განმარტებების წყალობით ინვენტარიზაცია რესტორანში, კაფეში ან ბარში უფრო სწრაფად და მარტივად ჩატარდება, ხოლო დანაკლისი იშვიათობა იქნება!

რეგისტრაციის წესები საქართველოში
საქართველოში ყველა ბიზნეს მფლობელს არ სჭირდება სავაჭრო ნიშანი. როგორც წესი, მას იყენებენ მეწარმეები, რომელთაც სურთ თავიანთი უნიკალური ბრენდი განასხვავონ სხვა ნაცნობი სახელებისგან, როგორიცაა "საცხობი", "სადალაქო" ან "ატელიე".
ექსკლუზიური ბიზნეს სახელის რეგისტრაცია შესაძლებელია ოპტიმალურ დროში, საქართველოს სასაქონლო ნიშნის კანონის წყალობით. ის საშუალებას გაძლევთ დაასრულოთ დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურა 10 სამუშაო დღეში, რის შემდეგაც კომპანიის სახელი დაცული იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. როდესაც სხვა ქვეყნებში ამგვარ პროცედურას შესაძლოა თვეები ან წლებიც კი დასჭირდეს.
რა არის სავაჭრო ნიშანი?
ინტელექტუალური საკუთრების ტიპი, რომელიც გამოისახება ცნობადი ნიშნით, დიზაინით ან გამოსახულებით. სავაჭრო ნიშნით, რომელიც განსხვავებულია, ადვილად შეიძლება სხვადასხვა პროდუქტის ან მომსახურების იდენტიფიცირება.რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნის სიმბოლო.სავაჭრო ნიშნის მფლობელი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, კომერციული ორგანიზაცია. სავაჭრო ნიშანი შეიძლება მოთავსებული იყოს შეფუთვაზე, ეტიკეტზე, ვაუჩერზე ან თვითონ პროდუქტზე.
რეგისტრაციის პროცედურა
სანამ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის პროცედურას დაიწყებთ, უნდა დარწმუნდეთ, რომ ის ორიგინალია. ამის გაკეთება შესაძლებელია საქპატენტის - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
თავად რეგისტრაციის პროცედურა ხდება რამდენიმე ეტაპად:
1. საქპატენტში განცხადების ქართულ ენაზე წარდგენა. ამ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა ხდება.
ასევე, განაცხადის წარდგენისას აუცილებელია სასაქონლო ნიშნის 3 მაღალი ხარისხის სურათი, ელექტრონული მედია სასაქონლო ნიშნის, მისი ზუსტი ზომების, ტიპისა და მოცულობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, აგრეთვე საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი, რომლებზეც გამოყენებული იქნება სავაჭრო ნიშანი.
2. ფორმალური გამოცდის ჩატარება. საქპატენტის სპეციალისტები ამოწმებენ დოკუმენტების პაკეტს და საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ მოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია. სტანდარტული სარეგისტრაციო პროცედურით ამ ეტაპს 2 თვე სჭირდება, დაჩქარებული რეგისტრაცია - 3 დღე.
3. განცხადების არსებითი ექსპერტიზის ჩატარება. ის დაახლოებით 6 თვე გრძელდება და მიზნად ისახავს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზების მოძიებას. დაჩქარებული რეგისტრაციის შემთხვევაში პროცედურისთვის 7 დღეა გამოყოფილი.
4. სასაქონლო ნიშნის გამოსახულების და განმცხადებლის მონაცემების გამოქვეყნება. ეს ეტაპი ტარდება განაცხადის შემოწმებიდან და დამტკიცებიდან 1 თვის ვადაში.
5. სარჩელის წარდგენა. თუ მიიღება გადაწყვეტილება საქპატენტის ქმედებების გასაჩივრების ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, საჩივრის შეტანა შესაძლებელია სასაქონლო ნიშნის გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში.
თუ საქპატენტის მიმართ არ არის პრეტენზია, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საფასურის გადახდის შემდეგ გაიცემა რეგისტრაციის მოწმობა მომდევნო 3 თვის ვადაში. ამ მომენტიდან სასაქონლო ნიშანი ითვლება ოფიციალურად გაცემულად და მოქმედებს 10 წლის განმავლობაში. ვადის გასვლის შემდეგ, ის შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 10 წლით შეუზღუდავი რაოდენობის ჯერ.
ჯარიმა სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენებისთვის
საქართველოში სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებისთვის გათვალისწინებულია სისხლის სამართლის ვადა - 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, მინიმალური კი, რაც შეიძლება დაკისრებული იყოს, არის ადმინისტრაციული ჯარიმა 500 ლარი, რომელიც გაიზრდება განმეორებით დარღვევის შემთხვევაში.
მნიშვნელოვანია იცოდეთ
საქართველოში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ მხოლოდ მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეებს ან ქვეყნის რეზიდენტებს. სხვა მეწარმეებს შეუძლიათ ამის გაკეთება სანდო წარმომადგენლების ან სერტიფიცირებული პატენტრწმუნებულების მეშვეობით, რომლებსაც აქვთ საქპატენტის სერტიფიკატი.

რა არის დივიდენდები?
დივიდენდები არის აქციონერების/მეწილეების ნებისმიერი შემოსავალი (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) აქციებიდან ან უფლებებიდან (წილები), რომლებიც მიღებულია მოგების განაწილების შედეგად და ნაწილდება იურიდიული პირის მიერ აქციონერებს/მეწილეებს შორის მათი აქციების/კაპიტალში მათი უფლებების პროპორციულად.
აქციონერებს შეუძლიათ მიიღონ სხვადასხვა გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ როგორ მოიხმარონ მოგება. მათ შეუძლიათ გამოიყენონ იგი განვითარებისთვის, აქტივების შესაძენად, ან შეუძლიათ დივიდენდების გადახდა.
დივიდენდები იბეგრება გადასახადებით.
გარდა ამისა, თუ კომპანია გადაწყვეტს დივიდენდების გადახდას მიმდინარე წლისთვის, აუცილებელია, რომ კომპანიას ჰქონდეს მოგება.
რა გადასახადების გადახდაა საჭირო?
დივიდენდებზე გადასახადი არის 5% და გამოითვლება ესტონური დარიცხვის მოდელის მიხედვით. მას იხდის კომპანია (შპს). გადახდა ხდება საშემოსავლო გადასახადთან ერთად, როდესაც კომპანია იღებს მოგებას ბენეფიციარის (კომპანიის დამფუძნებელი, თანადამფუძნებელი) პირად ანგარიშზე.
დივიდენდის გადასახადი ექვემდებარება ყოველთვიურ დეკლარაციას. საგადასახადო აგენტი არის კომპანია და არა ფიზიკური პირი.
იცვლება თუ არა გადასახადის განაკვეთები, თუ აქციონერი არარეზიდენტია?
თუ აქციონერი სხვა სახელმწიფოს საგადასახადო რეზიდენტია, საგადასახადო განაკვეთი ასევე არის 5%.
უცხოური კომპანიებისთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება 5%-იანი განაკვეთით, თუ საქართველოსა და რეზიდენტობის ქვეყანას შორის დადებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
არასტანდარტული სიტუაციები დივიდენდების გადახდასა და დაბეგვრასთან დაკავშირებით
დივიდენდების გადახდა შესაძლებელია სხვადასხვა გზით. ეს ასევე აისახება დივიდენდების შემოსავლის დაბეგვრაზე.
ასეთი რთული სიტუაციების ძირითადი მაგალითებია:
- წინა წლების დივიდენდების გადახდა;
- დივიდენდების გადახდა დამფუძნებლების შემადგენლობიდან მიმღების გასვლისას;
- დივიდენდების გადახდა ნატურალური (არაფულადი) ფორმით.
წინა წლების დივიდენდების გადახდა
შეუძლია თუ არა კომპანიას გადაიხადოს დივიდენდები იმ მოგების ხარჯზე, რომელიც მიღებული იყო წინა წლებში, მაგრამ არ იყო გადახდილი ან განაწილებული. ასეთი გადახდები კანონით ნებადართულია. ამავდროულად, მისი განხორციელებისთვის არ არის საჭირო საანგარიშო პერიოდის დასრულებამდე ლოდინი. გადახდის შესახებ გადაწყვეტილებაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული წელი, რომელზედაც ნაწილდება დივიდენდები.
დივიდენდები დამფუძნებლების შემადგენლობიდან მიმღების გასვლისას
საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს დივიდენდების გადახდას საწესდებო კაპიტალში მონაწილეობის წილების პროპორციულად. დარჩენილ დამფუძნებლებს შორის მოგების შემოსავლის წილის განაწილებამდე არაპროპორციული გადახდა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია წესდებით, ან ასეთი გადაწყვეტილება გაფორმებულია თავად დამფუძნებლების მიერ.
თანხა, რომელიც აღემატება გადახდის ოდენობას, რომელიც საწესდებო კაპიტალში მონაწილეობის წილის პროპორციულია, არ არის აღიარებული დივიდენდებად გადასახადების ანგარიშსწორებისთვის. ასეთი თანხებისთვის გამოიყენება ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადის სხვა განაკვეთები:
● რეზიდენტი ფიზიკური პირის შემოსავალი დაიბეგრება 20%-იანი განაკვეთით;
● არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემოსავალი - 20%.
გადახდა არაფულადი ფორმით
კანონი არ უკრძალავს კომპანიებს დივიდენდების გადახდას ქონების ფორმით.
თუმცა, ასეთი გადახდებისას ყველაფერი სწორად უნდა იყოს გაფორმებული, რომ არ წარმოიშვას დავები საგადასახადო ინსპექციასთან .
დავების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია წესდებაში გათვალისწინებული იყოს დივიდენდების არაფულადი გადახდა ან ამისი დამტკიცება მონაწილეთა საერთო კრების გადაწყვეტილებით.
ამასთან, გადასაცემი ქონების ღირებულება ფულად გამოხატვაში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, რათა მის საფუძველზე შესაძლებელი იყოს საშემოსავლო გადასახადის ზუსტად გამოთვლა. დივიდენდების ამ ფორმის შემთხვევაში მიმღები ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადს დამოუკიდებლად იხდის.
რა შემთხვევებში არ არის გადასახდელი გადასახადი დივიდენდებზე?
1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ მიღებული დივიდენდები (გარდა ინდივიდუალური საწარმოსა) გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და არ ჩაითვლება დივიდენდის მიმღები საწარმოს ერთობლივ შემოსავალში.
2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ მიღებული დივიდენდები (გარდა ინდივიდუალური საწარმოებისა) გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და არ ჩაითვლება დივიდენდის მიმღები საწარმოს ერთობლივ შემოსავალში.
3. რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული დივიდენდები, რომლებიც იბეგრება გადახდის წყაროსთან, არ ჩაითვლება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და არ ექვემდებარება შემდგომ დაბეგვრას.
4. 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრების მიერ ამ კოოპერატივებიდან მიღებული დივიდენდები (გარდა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობით მიღებული მოგებიდან მიღებული დივიდენდებისა), გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და არ ჩაითვლება დივიდენდების მიმღებ პირთა ერთობლივ შემოსავალში.
5. რეზიდენტი საწარმოს მიერ სახელმწიფოსთვის გადახდილი დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება.
6. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დივიდენდები თიზ-ის საწარმოსგან გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და აღნიშნული დივიდენდების მიმღები პირის მიერ არ ჩაითვლება მთლიან შემოსავალში.