არ არსებობს კონკრეტული მიზეზები იმისა, რის გამოც მეწარმეემი იღებენ გადაწყვეტილებას, რომ დახურონ შპს, თუმცა ყველაზე ხშირად ამას მიმართავენ მაშინ, როცა ბიზნესს არ მოაქვს მოგება, იწურება პროექტის ვადა და დაფინანსება, აღმოჩენილია კრიტიკული შეცდომები საბუღალტრო აღრიცხვაში ან ბაზრის ცვლილებებისას ახალ წესებს ადგენენ. მიზეზთა მიუხედავად, საქართველოში ბიზნესის ლიკვიდაცია გრძელი და საკმაოდ რთული იურიდიული ხასიათის პროცესია, რომლის ყველა ეტაპის გავლა შეიძლება დისტანციურად მინდობილობით. ჩვენ შევადგინეთ ეტაპობრივი ინსტრუქცია, სადაც ყველაფერი თანმიმდევრულადაა მოცემული. 

რითი დაიწყოთ?

ყველა საჭირო პროცედურა დეტალურადაა აღწერილი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე –14 და მე –15 მუხლებში. განხილულია ლიკვიდაციის 2 მიზეზი: ნებაყოფლობითი და სასამართლოს გადაწყვეტილებით. ამჯერად შევჩერდეთ ნებაყოფლობით ლიკვიდაციაზე.

პირველი – მოსამზადებელი ეტაპი.

მას შემდეგ, რაც დამფუძნებელთა კრებაზე მიიღებთ ლიკვიდაციის პროცესის დაწყების გადაწყვეტილებას, თქვენ უნდა:

  • დარწმუნდეთ, რომ არ არსებობს დავალიანება და, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დაფაროთ ის;
  • შეიტანოთ განაცხადი ლიკვიდაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით და დარეგისტრირდეთ რეესტრში (პროცესი დაწყებულად შეიძლება ჩაითვალოს რეგისტრაციის მომენტიდან);
  • გაიაროთ საგადასახადო შემოწმება (ყველაზე ხშირად კამერალური შემოწმება).

ეს ეტაპი ძირითადად მოიცავს ყველა საჭირო ინფორმაციის შეგროვებას თქვენი შპს-ს ამჟამინდელი ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. მთელი ამ დოკუმენტაციის შესწავლისას, საჭიროა, სათანადოდ შეამოწმოთ დავალიანებები, შეწყვიტოთ წარმოება და გაწყვიტოთ ხელშეკრულებები თანამშრომლებთან.

შპს-ს ლიკვიდაციის პროცედურა

ლიკვიდაციის პროცესისთვის გამოყოფილია 4 თვე ( თუ არ არის დავალიანებები). ამ პერიოდში შპს-ს ეკონომიკური საქმიანობა მოწმდება, რამდენად შეესაბამება ის საქართველოს კანონმდებლობას. შემოსავლების სამსახური ამოწმებს დარიცხვებსა და გადასახადების გადახდის სისწორეს. თუ თქვენ სწორად აწარმოებდით საბუღალტრო აღრიცხვას და, ასევე, რაიმე დარღვევის გარეშე დაასრულეთ საწარმოო პროცესები, არ შეგეშინდეთ აღნიშნული შემოწმებების, ყველაფერი სწრაფად და უპრობლემოდ ჩაივლის.

შემოსავლების სამსახურში კომპანიის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადის რეესტრში შეტანის შემდეგ, აუცილებელია, წერილობითი ფორმით წარადგინოთ დეკლარაციები ბოლო თვის მოგების გადასახადზე, ამის გაკეთება შეუძლია თქვენს მინდობილ პირს ბოლო საანგარიშო წლის ქონების გადასახადით – ასევე წერილობითი სახით.

სწორი ლიკვიდაციისთვის აუცილებელია მისი შემდეგი პუნქტის გავლა – შპს-ს ქონების ინვენტარიზაცია. საჭიროა, ყურადღებით მოეკიდოთ ამ ეტაპს , რადგან მასთან პირდაპირაა დაკავშირებული ლიკვიდაციის პროცესის გაგრძელება. ასევე, მნიშვნელოვანია, იურიდიული პირის საბანკო ანგარიშების დახურვა, რაც, აუცილებლად, დროულად უნდა მოხდეს.

გამოვლენილი ქონების შეფასების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ვნახოთ, საკმარისია თუ არა არსებული თანხა ან თუ საჭიროა ლიკვიდირებული შპს-ს ქონების გაყიდვა ვალების გასტუმრებისთვის (მათი არსებობის შემთხვევაში). რეალიზაციიდან მიღებული მთელი თანხა ირიცხება ლიკვიდაციის ანგარიშზე და იფარება დავალიანებები,ხოლო დარჩენილი თანხა პროპორციულად ნაწილდება დამფუძნებლებს შორის. როდესაც ყველა საკითხი დარეგულირდება, ლიკვიდაციური ანგარიში იხურება.

კომპანიის ლიკვიდაციის პროცესში ელექტრონულ საგადასახადო ოფისში უნდა გადასცეთ ინფორმაცია მოგებისა და ქონების გადასახადების შესახებ და, როდესაც მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საგადასახადო სამსახურის წინაშე არ იქნება დავალიანება, აუცილებლად უნდა დახუროთ თქვენი პირადი ანგარიში, რისთვისაც ცალკე განაცხადის შეტანაა საჭირო. ამის შემდეგ შემოსავლების სამსახური გადასცემს ცნობებს რეესტრში.

შპს-ს ლიკვიდაციის პროცესი წარმატებით დასრულებულად ჩაითვლება მაშინ, როდესაც მოხდება შესაბამისი ჩანაწერების გადაცემა რეესტრში.

ჩვენ დაწვრილებით განვიხილეთ საქართველოში ბიზნესის ლიკვიდაციის პროცესი, თუმცა ეს გამოიყენება მხოლოდ ნულოვანი ბალანსის მქონე შპს-ს მიმართ, ანუ იმ იურიდიული პირებისათვის, რომლებსაც არ გააჩნიათ ფაქტობრივი დავალიანება, ან აქვთ აქტივები, რომლებიც საკმარისია მათ დასაფარად. გაკოტრების ან სასამართლოს გადაწყვეტილებით იძულებითი ლიკვიდაციის შემთხვევაში, უმჯობესია, მიმართოთ კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას. ჩვეულებრივი ლიკვიდაციაც არის დაკავშირებული გარკვეულ პრობლემებთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ გაქვთ შესაძლებლობა, ჩამოხვიდეთ საქართველოში, ცუდად ერკვევით ქვეყნის კანონმდებლობაში ან არ ფლობთ ქართულ ენას. თუ თქვენ შეგექმნათ ბიზნესის ლიკვიდაციის აუცილებლობა საქართველოში, მაშინ დატოვეთ განაცხადი და მიიღეთ უფასო კონსულტაცია.

    აუცილებელი მომსახურება: საგადასახადო დაგეგმვაკომერციული სამართალიშრომის კოდექსიიურიდიული პირების ლიკვიდაციაცვლილებების შეტანა სადამფუძნებლო დოკუმენტებშიტრენდების მხარდაჭერავირტუალური ოფისი
    პირადად დასწრება კიარა