Knight Frank Active Capital 2020-ის მონაცემების მიხედვით, 2021 წელს ინვესტორების ყურადღება მიექცევა კაპიტალის შედინებას თავშესაფარ-ქვეყნებსა და “ახლო მეზობელ ქვეყნებში”, სადაც დაბალია პოტენციური საოპერაციო ბარიერები, რისკები კი უფრო ნათელია. ასეთ კონკრეტულ იურისდიქციებს შორის, საქართველო 2021 წელს ბიზნესისთვის შეიძლება გახდეს “მშვიდი ნავსაყუდელი” ახალი მიმართულების შესაქმნელად ან საქმიანობის გადმოსატანად. 

გადასახადები საქართველოში 2021 წელს

საქართველოს მთავრობისთვის მთავარ ტენდენციად რჩება ინტერნაციონალური ბიზნესისთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმების შექმნა, პოპულარულ ფორმას – ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე IT-კომპანიებს, რომლებიც განთავისუფლებულები არიან მოგების გადასახადისგან და დღგ-სგან, 2020 წლის შემოდგომაზე მთავრობამ დაუმატა უფრო მეტად შეღავათიანი ორგანიზაციულ-იურიდიული ფორმა – საერთაშორისო კომპანიები.

შეღავათების დაწესება გახდა დამატებითი მოტივაცია კომპანიებისთვის, გადმოეტანათ თავიანთი საქმიანობა საქართველოში. ახალი საგადასახადო სისტემა ტრანსნაციონალურ კორპორაციებს ასტიმულირებს გადმოიტანონ თავიანთი IT მომსახურების ცენტრები საქართველოში. ამის წყალობით, ისინი არა მარტო გადასახადებზე აკეთებენ ეკონომიას, არამედ შეუძლიათ, იმედი იქონიონ შრომის გადასახადის ხარჯების შემცირებაზეც. კომპანიების მეორე ტიპი, რომლის მიმართაც მიღებულია ახალი შეღავათები არის საზღვაო სერვისები. 

საერთაშორისო კომპანიის სტატუსის და, შესაბამისად, საგადასახადო შეღავათების მიღების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა განმცხადებლის მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება. გარდა ამისა, აუცილებელია რეალური ბიზნესის დემონსტრირება საქართველოში (საქართველოში გაწეული ხარჯები, დაქირავებული პერსონალის ყოლა ქვეყანაში და ა.შ.).

ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისები უნდა მიეწოდოს იმ პირებს, რომელთა რეგისტრაციის ან მართვის ადგილი არის საქართველოს საზღვრებს გარეთ. ეს სერვისები შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილს:

  1. პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა;
  2. კომპიუტერული თამაშების გამოცემა;
  3. კომპიუტერული პროგრამირება, კონსულტირება ან შერეული საქმიანობა.

გამოდის რომ, საერთაშორისო კომპანიებს გადასახდელი ექნებათ მხოლოდ 5% განაწილებული მოგებიდან ( არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოში მოქმედებს კაპიტალის რეინვესტირების ესტონური მოდელი, რაც გულისხმობს, რომ კომპანიებს ყოველთვიურად გადახდის ვალდებულება არ ეკისრებათ) და 5% ხელფასების გადახდისას, რაც არსებითად ამცირებს საგადასახადო დატვირთვა ბიზნესზე. 

ოფიციალურად გამოცხადდა,რომ 2020 წლის ბოლოსთვის საქართველოში გადმოინაცვლებს რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო კომპანია. მათ შორის EPAM Systems,რომელმაც უკვე დაიწყო შვილობილი კომპანიების რეგისტრაცია საქართველოში. EPAM Systems არის ამერიკული IT-კომპანია, რომელიც 1993 წელს დაარსდა. ეს მსოფლიოში უდიდესი პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანია კონსულტაციის გაწევის სპეციალისტია. წლიური ბრუნვა შეადგენს 2,29 მილიარდ დოლარს, თანამშრომლების რაოდენობა კი აჭარბებს 36,700-ს.

სახელმწიფოს პოლიტიკა გადასახადების სფეროში კვლავ მაქსიმალურად შეღავათიანი რჩება და მიმართულია ბიზნესის მართვისთვის კომფორტული პირობების შექმნისკენ. 2020 წელს შეტანილ იქნა კორექტირებები, კერძოდ, მეწარმეებისთვის შემოიღეს გარკვეული საგადასახადო შეღავათები,მაგალითად, კრიზისული პერიოდის განმავლობაში შეამსუბუქეს საშემოსავლო გადასახადი, ხელფასების გარკვეულ დონემდე (მაქსიმუმ 750 ლარი გროსი) თავისუფლდება ე.წ. ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადისგან, ხოლო გადასახადი 1500 ლარამდე გროსს ხელფასზე – განახევრებულია.

საქართველოში ინვესტირებისთვის პოპულარული და მომგებიანი სფეროები 2021 წელს

ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული და მომგებიანი სფერო საქართველოში IT-ბიზნესი და მისი მართვის ფორმებია – ვირტუალური ზონა და საერთაშორისო კომპანიები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ვირტუალური ზონა აკმაყოფილებს IT– ს ახალ მოდელს – “ ოპერაციები ყველგან” (Anywhere operations). იგი შექმნილია მომხმარებლის მაქსიმალური მხარდაჭერისთვის. ეს მოდელი ძალზე მოსახერხებელია, რადგან თანამშრომლებს აქვთ მუდმივი წვდომა ყველა საჭირო მონაცემთან მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და ნებისმიერი მოწყობილობიდან.

Gartner-ის თანახმად, 2023 წლის ბოლოსთვის, თანამშრომლების სამუშაოსა და მომხმარებლებთან ურთიერთობის ოპტიმიზაციის მიზნით, ორგანიზაციათა 40% აამოქმედებენ მოდელს- “ოპერაციები ყველგან”. ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა უსაფრთხო დისტანციური წვდომის, ქლაუდ და პერიფერიული ინფრასტრუქტურის და დისტანციური ოპერაციების ავტომატიზირებული მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

საქართველოს მთავრობა ასევე აქტიურად ავითარებს შემდეგ პროგრამებს: “ჩადე ინვესტიცია საქართველოში” და “აწარმოე საქართველოში”. 2017 წლიდან ეს პროგრამები მუშაობენ სამი მიმართულებით:

  1. მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება.
  2. საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ქვეყნის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაცია.
  3. საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილი საწარმოო ობიექტებისა და სამუშაო ადგილების შექმნა.

დარგები, რომელთათვისაც ეს პროგრამა აღმოჩნდა ყველაზე მოთხოვნადი:

  • სამშენებლო;
  • საწარმოო (სასმელებისა და საკვები პროდუქტების).

2019 წლის 1-ლი იანვრის მონაცემების თანახმად, 278-მა საწარმომ ჯამში 640 მლნ. ლარის ოდენობის დახმარება მიიღო, რომლის დამსახურებითაც შეიქმნა 11 500 ახალი სამუშაო ადგილი.

იმ კომპანიების ოპერაციული ხარჯები, რომლებმაც თავიანთი პროდუქცია გადატანეს ან დააინვესტირეს საქართველოში, 25%-40%-თ უფრო დაბალია ვიდრე ევროპაში, აშშ-სა და ისრაელში. მაგალითად, თუ მოისურვებთ ადგილობრივი მექანიკოსების დაქირავებასა და მომზადებას, შესაძლებელია, მიიღოთ მთავრობის დაფინანსება.

ამრიგად, ინვესტიციების მოზიდვის ტენდენციაა არა მხოლოდ ვირტუალური კომპანიები და ქვეყნიდან ნაწილობრივი ბიზნესის წარმოება, არამედ რეალური წარმოება, რაც მნიშვნელოვანად ასტიმულირებს ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას.

ბიზნესის მართვა საქართველოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში

საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონები, რომლებიც განლაგებულია თბილისში, ქუთაისსა და ფოთში, უკვე რამდენიმე წელია, დიდი პოპულარობით სარგებლობენ ოცხოელ ინვესტორებს შორის, ამის მიზეზია:

  • განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმი – თითქმის ყველა გადასახადი 0-ის ტოლია. მაგალითად, კომპანიის მფლობელს შეუძლია, შეუზღუდავად მიიღოს დივიდენდები ყველანაირი გადასახადის გადახდის გარეშე.
  • არ არის აუცილებელი ანგარიშგებების ხშირად მიწოდება. ფაქტობრივად, კომპანიების 80% აბსოლუტურად ლეგალურად არ აწვდის მაკონტროლებელ ორგანოებს საგადასახადო და საფინანსო ანგარიშგებებს.
  • განვითარებული ინფრასტრუქტურის სახით არის ყველა წინაპირობა წარმოებისთვისა და ექსპორტისთვის, ამიტომ, 2020 წლის კრიზისის მიუხედავად, ამ წლის შემოდგომაზე ინვესტორთა მოსაზიდად თბილისის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ გახსნა და მოქმედებაში მოიყვანა საოფისე და სასაწყობო ფართების მეორე კომპლექსი.
  • საქართველოს ხელსაყრელი მდებარეობა ევროპისა და აზიის გასაყარზე.
  • სამუშაო ერთეულის დაბალი ღირებულება და ბიზნესის მინიმალური საოპერაციო ხარჯები. ქვეყანაში საშუალო შემოსავალი ისევ 500$-ია, და, მაგალითად, B კლასის ოფისის ქირა იწყება 10$-დან კვ.მ.-ზე.
  • დსთ-ში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების ყველაზე ფართო ჩამონათვალი.

ელექტროენერგიასა და სხვა კომუნალურ გადასახადებზე შეღავათიანი ფასები. ამგვარად, ელექტროენერგიაზე დაბალი ტარიფები გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მომპოვებელი კრიპტო კომპანიების გადმოტანისა საქართველოში, რომელიც დღესდღეობით კრიპტოვალუტის მოპოვებაში იკავებს მესამე ადგილს მსოფლიოში.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონები მოთხოვნადია, პირველ რიგში, საშუალო და მსხვილი ბიზნესის მფლობელთა შორის, რომელთათვისაც წლიური ლიცენზიის გადახდა და დაბეგვრისგან განთავისუფლებულის სტატუსის მიღება ბევრად უფრო მომგებიანია, ვიდრე დაბეგვრის კლასიკური მოდელი.

უცხოელი ფრილანსერები, განსაკუთრებული დაბეგვრის სისტემა და მისი პირობები

საქართველოში ისევ დიდი პოპულარობით სარგებლობს სამეწარმეო ბიზნესის მართვა მცირე ბიზნესის სტატუსით – მცირე სტატუსით ინდ. მეწარმის რეგისტრაცია. ფრილანსერები ევროპის ქვეყნებიდან და დსთ-დან – უკრაინიდან, ბელორუსიიდან, რუსეთიდან – ქვეყანაში არეგისტრირებენ ინდივიდუალურ მეწარმეებს და აგრძელებენ მუშაობას საერთაშორისო კლიენტებთან. მიზეზები აშკარაა და ნამდვილად საფუძვლიანია:

  • 165 000 $ -მდე წლიური ბრუნვისას გადასახადი შემოსავალზე შეადგენს მხოლოდ 1%-ს, არ არის არანაირი დამატებითი სოციალური შენატანი.
  • ინდ. მეწარმის რეგისტრაციის პირობები ერთნაირია როგორც რეზიდენტისთვის, ისე – ქვეყნის არარეზიდენტისთვის, პროცედურა მაქსიმალურად გამარტივებულია, მისი გავლა შეიძლება დისტანციურად მინდობილობით, საჭიროა მხოლოს რამდენიმე დღე, რომ მიიღოთ სპეციალური სტატუსი.
  • მომსახურების გაწევისას ჰონორარების მიღება შეიძლება ნებისმიერ საერთაშორისო ბანკში ან საგადასახადო სისტემაში, მაგალითად, ყველაზე პოპულარული სისტემები Transferwise და PayPal მარტივად და სწრაფად არეგისტრირებენ ქართველ მომხმარებლებს, ხოლო ქართულ ბარათზე თანხების გატანას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება
  • არ არის დამატებითი ადმინისტრაციული ხარჯები ბუღალტერიასა და საგადასახადო აღრიცხვაზე – დეკლარაციების მიწოდება და გადასახადების გადახდა შეიძლება ონლაინ რეჟიმში, ყველანაირი წინასწარი სპეციალური მომზადების გარეშე პროცესი გრძელდება არაუმეტეს 30 წუთისა თვეში.

კიდევ 10 მიზეზი, რომ წამოიწყოთ ბიზნესი საქართველოში 2021 წელს

საერთაშორისო მეწარმეობის დივერსიფიკაციის თვალსაზრისით 2021 წელს ბიზნესისთვის საქართველოს კიდევ რიგი უპირატესობები აქვს. ლოიალური საგადასახადო რეჟიმის გარდა, მეწარმეებისთვის ხელსაყრელია საქართველოში ბიზნესის წარმოება შემდეგი მიზეზების გამო:

 

  • საქართველოში მოსახერხებელი საბანკო ინსტრუმენტებია, რომლებიც საშუალებას იძლევა მართოთ ბიზნესი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, შესაძლებელია საბანკო ანგარიშის გახსნა და მასთან სრული წვდომა ქვეყანაში ყოფნის გარეშე;
  • მუშახელის დაბალი ღირებულება;
  • კომპანიის ოპერაციული ხარჯები უფრო დაბალია, ვოდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, მაგალითად, არ არის მოთხოვნა ყოველწლიურ აუდიტზე, შესაბამისად არაა დამატებითი ხარჯები კომპანიის მომსახურებაზე;
  • შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობაზე 56 ქვეყანასთან (დსთ, ევროკავშირი, EFTA, ჩინეთი, თურქეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ჰონკონგი) და მარტივი წვდომა საერთაშორისო ბაზარზე;
  • დაბეგვრის სისტემის ესტონური მოდელი, რომელიც გარანტიას იძლევა შემოსავლის რეინვესტირებისას მოგებაზე კორპორაციული გადასახადისგან განთავისუფლებაზე;
  • საქართველოში არაა სავალუტო კონტროლი;
  • კომპანიის მართვა შეიძლება დისტანციურად;
  • თქვენი საგადასახადო ინფორმაცია არ გადაეცემა CRS სტანდარტის მიხედვით (პირველი გაცვლა იგეგმება გერმანიასთან 2023 წელს);
  • საქართველოს დედაქალაქი, თბილისი, მხოლოდ 2 საათიანი ფრენით არის დაშორებული ყველა ევროპული ქვეყნისგან და დსთ-ს მსხვილი ქალაქებისგან;
  • ბიუროკრატიისა და თანამედროვე სამთავრობო პროგრამების თითქმის სრული არარსებობა ბიზნესის მხარდასაჭერად;
  • საგადასახადო სამსახურის ლოიალური პოლიტიკა, მინიმალური შემოწმებები და , საერთოდ, კომუნიკაცია.

საქართველოში საერთაშორისო კომპანიებისთვის ბიზნესის წარმოების ერთ-ერთი საკვანძო უპირატესობაა ხელმისაწვდომობა. მარტივი წვდომა ქვეყანასთან (ლიბერალური სავიზო რეჟიმი), გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და ხელისუფლების ორგანოებთან წვდომა და კარგად ფუნქციონირებადი საბანკო სისტემა უზრუნველყოფს ფინანსებზე წვდომას. საქართველო 2021 წელს შეიძლება მოერგოს სხვადასხვა ბიზნესის ფორმას, არა მარტო IT-ს, არამედ სამშენებლო სექტორს, კვების პროდუქტების წარმოებას, ელექტროტექნიკას, კოსმოსური საწარმოების პროდუქტებს, საავტომობილო და სხვა ინდუსტრიებს. მოსახერხებელი მდებარეობა რუკაზე, რბილი კლიმატი და ინვესტიციის სანაცვლოდ ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობა, იაფფასიან უძრავ ქონებასთან ერთად, ქმნიან მშვენიერ პლატფორმას პოსტკრიზისულ პერიოდში განვითარებისთვის.

არსებობს უამრავი ვარიანტი ბიზნესის განვითარებისთვის, ინვესტიციისთვისა და გადატანისთვის. თუ გსურთ, ზუსტად იცოდეთ, რომელ სექტორში ჩადოთ ინვესტიცია და დაბეგვრის როგორი საშეღავათო რეჟიმია თქვენთვის შესაფერისი, დატოვეთ შეტყობინება ჩვენს საიტზე და გაგიწევთ უფასო კონსულტაციას.

ჩვენი სპეციალისტისგან უფასო კონსულტაციის მისაღებად შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმა