საქართველოში, ესტონეთში, ლატვიასა და სხვა ქვეყნებში კორპორაციული საბანკო ანგარიშების დახურვის მიზეზები

საქართველოში ბიზნესის წამოწყებისას მნიშვნელოვანია, გქონდეთ საბანკო ანგარიში ამ ქვეყანაში. მაგრამ არის რისკი, რომ ბანკმა უარი გითხრათ ანგარიშის გახსნაზე მიზეზების ახსნის გარეშე და ეს იქნება სრულებით კანონიერი, ეს განსაზღვრულია საფინანსო დაწესებულების შიდა პოლიტიკით. ჩვენს პრაქტიკაზე დაყრდნობით, მოვიძიეთ ანგარიშების დახურვის ძირითადი მიზეზები საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, ასევე საქართველოს ბანკებთან მუშაობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.

რეპუტაციის რისკები და გადასახადების თავიდან აცილება

პატივმოყვარე ბანკები განსაკუთრებით უფრთხილდებიან თავიანთ რეპუტაციას და ამიტომ ანგარიშის გახსნამდე საგულდაგულოდ ამოწმებენ არარეზიდენტ კომპანიებს. მსგავსი მოთხოვნით ბანკთან დაკავშირების შემდეგ compliance officer იკვლევს კლიენტის შესახებ ყველა ინფორმაციას, კომპანიის წესდებასა და ანგარიშის გამოყენების მიზნებს. ეს კეთდება იმისათვის, რომ დადგინდეს თქვენი საქმიანობის კანონიერება და შემოწმდეს არის თუ არა კავშირში თქვენი კომპანია არალეგალურ საქმიანობასთან.

სანამ შეიტანთ ბანკში განაცხადს ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით, აუცილებელია, დარწმუნდეთ, რომ:

  • თქვენი ბიზნესი არ არის მაღალი რისკის მქონე;
  • არ გაქვთ ვალები კრედიტების, გადასახადების ან პარტნიორული ვალდებულებების სახით;
  • თქვენი კომპანიის დირექტორს აქვს უნაკლო რეპუტაცია, ეს ასევე ეხება კომპანიის სხვა მფლობელებს;
  • ყველა ინფორმაცია უნდა იყოს ჭეშმარიტი და დოკუმენტურად დამტკიცებული;
  • კომპანიის საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე და კანონიერი;
  • თქვენი კორპორაციული სტრუქტურა უნდა იყოს კარგად გაწერილი და მკაფიო;
  • დირექტორისა და მფლობელების კომპეტენცია არ უნდა დგებოდეს ეჭვქვეშ;
  • ნებისმიერი ფულადი სახის შემოსავალი უნდა იყოს დოკუმენტირებული და იურიდიული.

ამ ყველა პუნქტის გათვალისწინების მიუხედავად, ბანკს მაინც აქვს უფლება, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები და ჩაატაროს დამოუკიდებელი შემოწმება. ანგარიშის გახსნის შემდეგაც კი, ბანკს შეუძლია, გარკვეულ შემთხვევებში დაგიხუროთ ანგარიში. შემდგომ დაწვრილებით განვიხილავთ, როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ სხვა ქვეყნებში.

რუსეთის ბანკები

თქვენი კომპანიის ანგარიში შეგიძლიათ თავად დახუროთ. რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის თანახმად, ამის განხორციელება შეიძლება მიზეზების ახსნის გარეშე, საკმარისია უბრალოდ განაცხადის დაწერა. რაც შეეხება ბანკის მხრიდან ანგარიშის დახურვას, ისინი მოქმედებენ სამოქალაქო კოდექსის, ფედერალური კანონების “კრიმინალური გზით მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ” და “უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და იურიდიულ პირებთან ფინანსური გარიგების სპეციფიკის შესახებ” დებულებების საფუძველზე.

ძირითადად არის სამი მიზეზი:

  1. ორი წლის განმავლობაში ანგარიშზე იყო ნულოვანი სახსრები;
  2. ორი წლის განმავლობაში არ განხორციელებულა ტრანზაქციები.
  1. მოთხოვნიდან 15 საუშაო დღის განმავლობაში არარეზიდენტმა კომპანიამ არ წარადგინა ინფორმაცია, რომ ის არის უცხოელი გადამხდელი;
  2. არარეზიდენტმა კომპანიამ, რომელიც უცხოელი გადამხდელია, არ დათანხმდა ანგარიშის შესახებ ინფორმაციის გადაცემას საგადასახადო ორგანოში.

ყველა ამ შემთხვევაში ბანკი ვალდებულია, გადაწყვტილების ძალაში შესვლამდე 30 დღით ადრე შეგატყობინოთ ანგარიშის დახურვის შესახებ. ასევე, თუ ბანკს ეჭვი ეპარება რაიმე ოპერაციის კანონიერებაში, კანონის თანახმად, საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია, ანგარიშის დახურვამდე ორჯერ მაინც ჩაატაროს ასეთი ოპერაციების წინასწარი შემოწმება.

აზერბაიჯანის ბანკები

აზერბაიჯანის ბანკებიც ნებისმიერ დროს უპრობლემოდ ხურავენ თქვენს მოთხოვნილ ანგარიშებს. სხვა შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნით, ხელშეკრულების შეწყვეტა შეიძლება სასამართლოს მეშვეობით, თუ:

  • თანხა კომპანიის ანგარიშზე იქნება ხელშეკრულებაში მითითებული მინიმუმის ქვემოთ და არ აღდგება ბანკის მიერ შეტყობინებიდან 1 თვის განმავლობაში;
  • არ ხორციელდება ტრანზაქციები ერთი წლის განმავლობაში;
  • კომპანია იყენებს საბანკო ანგარიშს არალეგალური მიზნებისთვის.

ბანკს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დოკუმენტირებული საფუძველი თქვენი კომპანიის ანგარიშის დახურვისთვის.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ როგორც რუსეთში, ისე აზერბაიჯანში მოქმედებს სავალუტო კონტროლი, ანუ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, უცხოურ კომპანიებთან უცხოურ ვალუტაში ოპერაციების განხორციელებისას, სავალდებულოა პირველადი დოკუმენტაციის წარდგენა ბანკში. ფაქტობრივად, ბანკები ამოწმებენ თითოეულ საერთაშორისო გარიგებას.

განვიხილოთ ევროპული ქვეყნების მაგალითები, სადაც არ არის აუცილებელი სავალუტო კონტროლი საგარეო ეკონომიკურ საქმიანობებზე და, ასევე, პოპულარულია დაბალი საგადასახადო იურისდიქციებით.

კვიპროსის ბანკები

კვიპროსი არის იურისდიქცია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებდა როგორც ევროპული ოფშორი, მისი ზომებია:
კვიპროსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ბრძანებით shell company-ის (ცრუ კომპანები) სახელით გახსნილი ყველა ანგარიში მოყვა განსაკუთრებული შემოწმების ქვეშ. შეგახსენებთ, რომ ასეთად შეიძლება ჩაითვალოს კომპანია, რომელიც:

  • იურისდიქციის ტერიტორიაზე არ ფლობს უძრავ ქონებას ან სხვა მნიშვნელოვან აქტივებს;
  • არ ფლობს შენობას ბიზნეს საქმიანობის წარმართვის;
  • არ ჰყავს პერსონალი და აქვს უმნიშვნელო ეკონომიკური ღირებულება;
  • არ წარუდგენს კომპეტენტურ ორგანოებს რეგულარულ ფინანსურ ანგარიშგებებს;
  • არ ფლობს კავშირებს არცერთ ადგილობრივ კომპანიასთან.

ე.ი., კომერციულ ბანკებს აქვთ უფლება, ცალმხრივად დახურონ იმ კომპანიის ანგარიში, რომელიც არ დააკმაყოფილებს ზემოთ ხსენებულ ერთ-ერთ პირობას მაინც. ბანკები მოქმედებენ რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მითითებების საფუძველზე.

ლატვიის ბანკები

ლატვიის რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, კომერციულ ბანკებსა და საკრედიტო ორგანიზაციებს უკვე ერთ წელიწადში იურიდიულად აქვთ უფლება, დახურონ არააქტიური საბანკო ანგარიში, რომელზეც არ არის თანხა, თუმცა ეს არ შედის მათ მოვალეობებში.

კანონი, რომელზე დაყრდნობითაც ბანკები ხურავენ ანგარიშებს, მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს ფულის გათეთრება, ტერორიზმის დაფინანსება და გავრცელება. სხვა საყოველთაოდ ცნობილი სახელწოდებაა Anti-Money Laundering.

ლატვიის ბანკის ბოლო სიახლეების თანახმად, მითითებული კანონის ზედმიწევნით შეუსრულებლობის გამო დახურეს ათეული ათასი იურიდიული პირის ანგარიში, რამაც აიძულა ბეზნესები საგადასახადო სისტემების გამოყენებაზე გადასულიყო. მაგალითად, 2019 წლის მდგომარეობით, მხოლოდ Paysera-ში ემსახურებოდნენ 28 ათასზე მეტ ლატვიელ კლიენტს, მათ შორის 6506 იურიდიულ პირს. 2019 წელს ამ არასაბანკო ორგანიზაციის ბრუნვამ გადააჭარბა 5,5 მილიარდ ევროს.

ესტონეთის ბანკები

ესტონეთი ლატვიის მსგავსად მასიურად ხურავს არარეზიდენტი კომპანიების საბანკო ანგარიშებს. ისევ ფულის გათეთრების კანონის მიხედვით, თუ არარეზიდენტი კომპანიის საქმიანობა ბანკისთვის არ არის ნათელი, ის უფლებამოსილია, მიზეზების დასახელების გარეშე, დახუროს ანგარიში.

რისკის ზონაში მოხვდა, ფაქტობრივად, ესტონური ბანკების ყველა უცხოელი კლიენტი, რომელთა საფინანსო ინფორმაცია ეჭვქვეშ დგება ან რომელთა აქტივების წყაროები გაურკვეველი წარმოშობისაა. ყველაფერი ეს კი ხდება ესტონეთის მთავრობის მხრიდან უცხოელი ინვესტორების მოზიდვის აქტიური მცდელობებისა და ”ელექტრონული რეზიდენტობის” პროგრამის მიუხედავად.

ქართული ბანკები

დღეისათვის არ არსებობს ზუსტი საკანონმდებლო აქტი, რომელიც არეგულირებს ბანკების ქმედებებს კლიენტთა ანგარიშების დახურვასთან დაკავშირებით. ბანკები ხელმძღვანელობენ ქვეყნის ეროვნული ბანკის შიდა მითითებებითა და კორპორაციული ანგარიშების მომსახურების ხელშეკრულებების პირობებით.

თუ თქვენი ქართული კომპანია ახორციელებს რაიმე საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე, ოპერაციების სულ მცირე 30% უნდა გათვალოთ ადგილობრივ ბაზარზე, ამიტომ ანგარიშის დახურვასთან დაკავშირებით ნერვიულობა ნამდვილად არ ღირს.

რა სიტუაციაა იმ კომპანიებთან მიმართებაში, რომელთაც აქვთ ქართული საგადასახადო რეზიდენტობა და მუშაობენ სხვა ქვეყანაში?

ასეთმა კომპანიებმა შეიძლება უარი მიიღონ მომსახურებაზე. ფაქტობრივად, ეს გამოიხატება გადახდის შეფერხებით, სანამ ანგარიში მთლიანად ან ბანკის მხრიდან ცალმხივად არ დაიხურება.

ძირითადი მიზეზი არის ბიზნესის გამჭვირვალობის ნაკლებობა და ფინანსური მომსახურების გლობალური ტენდენციები, რომლის პრიორიტეტიც გახდა AML-ის (Anti Money Laundering, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკა) და KYS-ის (Know Your Customer, იცნობდე შენს კლიენტს) პრინციპები.

როგორ დავიცვათ თავი ანგარიშის დახურვისგან?

  1. უნდა უზრუნველყოთ ყველა ოპერაცია პირველადი დოკუმენტაციით და ბანკის პირველივე მოთხოვნისთანავე, ელექტრონული ფორმით მიაწოდოთ ისინი, მიზანშეწონილია პროაქტიულად – ანუ, ყველა დოკუმენტის გაგზავნა ინტერნეტ ანგარიშზე სავალუტო ოპერაციის დაწყებამდე;
  2. კეთილსინდისიერად გადაიხადოთ გადასახადები საქართველოს ტერიტორიაზე;
  3. სასურველია, ქვეყანაში ე.წ. substance-ის უზრუნველყოფა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელფასების გადახდა, ოფისის დაქირავება, ანუ რეალურად ყოფნა იმ ქვეყანაში, სადაც რეგისტრირებულია კომპანია.

ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში ჯერ კიდევ აქტუალურია ნომინალური სერვისები.

პრაქტიკაში, ქართული ბანკები ნამდვილად უფრო მეტად აკვირდებიან კომპანიებს, რომელთა ბენეფიციარები არიან სხვა ქვეყნების მაცხოვრებლები, მაგრამ კომპანიის კარგად აგებული compliance პოლიტიკის შემთხვევაში, თავისუფლად შეიძლება ყველა მითითებული მოთხოვნის დაცვა და შესაბამისად, ქართულ იურისდიქციაში წარმატებულად მუშაობა.

სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას, გახსნათ ანგარიში ქვეყანაში, როგორც არარეზიდენტმა, მნიშვნელოვანია, რომ შეისწავლოთ საბანკო სექტორი და ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა ნორმატიული აქტი. ამ ყველაფრის გარდა, მზად უნდა იყოთ, რომ თქვენი კომპანიის შესახებ ყველა ინფორმაცია საფუძვლიანად შემოწმდება. მაგრამ ყველა პრევენციული ზომის მიღების მიუხედავად, ვერ იქნებით 100%-ით დარწმუნებულები, რომ თქვენ ანგარიშს გაგიხსნიან.

სწორედ ამიტომ, უნდა მიმართოთ პროფესიონალებს, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან საბანკო ანგარიშების გახსნასთან დაკავშირებულ მომსახურების გაწევაში, რომლებიც ფლობენ ყველა აქტუალურ ინფორმაციას ქართული ბანკების მოთხოვნებზე.

შეავსეთ განაცხადი და მიიღეთ უფასო კონსულტაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე, ჩვენ დაგეხმარებით ქართულ ბანკში ანგარიშის გახსნაში.