საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნების საგადასახადო სისტემები განსხვავდებიან ევროპის სხვა ქვეყნებისგან თავისი ლოიალურობით. თუმცა დსთ-ს ქვეყნების მიერ დაწესებული გადასახადების ძირითადი სახეები შეესაბამება მსოფლიო პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებულ გადასახადებს. სანამ აირჩევთ მეტ-ნაკლებად შესაფერის იურისდიქციას თქვენი ბიზნესისთვის, აუცილებელია, გაიგოთ ამა თუ იმ სახელმწიფოს ყველა სარგებელი და მინუსი. ამ სტატიაში დაწვროლებით განვიხილავთ პოსტსაბჭოური რეგიონის ქვეყნებს, რათა ობიექტურნი იყოთ არჩევანის გაკეთებისას.

რაზე გავამახვილოთ ყურადღება იურისდიქციის არჩევისას

თავდაპირველად, უნდა დაეყრდნოთ თქვენს სიტუაციას: გაიგოთ კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, აირჩიოთ ფორმა, განსაზღვროთ მიზანი და გადაწყვიტოთ გსურთ თუ არა, გახდეთ ქვეყნის რეზიდენტი თუ უფრო მოსახერხებელია უბრალოდ იქ დაარეგისტრიროთ კომპანია. ასევე აუცილებელია, გაითვალისწინოთ:

  • საწესდებო კაპიტალი კომპანიის რეგისტრაციის მომენტში;
  • საგადასახადო ტარიფები და მოგების განაწილების პირობები;
  • ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულების არსებობა თქვენს ქვეყანასთან;
  • თქვენთვის საინტერესო ქვეყნის სპეციალური პირობები რეზიდენტებისთვისა და არარეზიდენტებისთვის;
  • თქვენი აქტივების უსაფრთხოების და დაცულობის დონე;
  • ვალუტასთან დაკავშირებული რისკები;
  • საგადასახადო რეჟიმის თავისებურებანი ფიზიკური პირებისთვის.

დსთ-ს სხვადასხვა ქვეყნისა და საქართველოს კორპორაციული გადასახადის განაკვეთი

ქვეყანა მოგებაზე დივიდენდებზე დღგდღგ-ს ბრუნვასაშემოსავლო გადასახადისოციალური შენატანებიწყაროსთანროიალტი
საქართველო15% 5%18%32000,00$20%არ აქვს ი.პ-ს10%5%
სომხეთი20%არ აქვს ი.პ-ს20%121000,00$10-25% 25-50% მინიმალური ხელფასი10%არ აქვს ი.პ-ს
აზერბაიჯანი20%10%18%117000,00$14-25%25-50% მინიმალური ხელფასი10%10%
რუსეთი20%არ აქვს ი.პ-ს20%27000,00$13%40%10%20%
უკრაინა18%არ აქვს ი.პ-ს20%36000,00$18%23,5%15%18%
ბელორუსია18%არ აქვს ი.პ-ს20%ავტომატურად13%35%15%15%
ყაზახეთი20%არ აქვს ი.პ-ს12% 91000,00$10%18,5%15%15%

დსთ-ს ქვეყნების და საქართველოს საგადასახადო სისტემებს აქვთ დაბეგვრის ბრტყელი შკალა. რაც იმას ნიშნავს, რომ საგადასახადო განივკვეთი ერთნაირია ყველა ადამიანისთვის მისი შემოსავლისგან დამოუკიდებლად. ჩვენს ქვეყანაში საშემოსავლო გადასახადი 20%-ია, ბელორუსიაში – 13%, ლიტვაში – 15%, უკრაინაში – 18%. ყველაზე დაბალია ყაზახეთში – 10%. მაგრამ ქვეყნების უმრავლესობაში შემოსავალზე პროგრესული დაბეგვრის სისტემაა: რაც უფრო მეტია შემოსავალი, მით მეტია განაკვეთი. დეტალურად განვიხილოთ თითოეული ქვეყანა, რომლებიც ზემოთ ცხრილშია მოცემული და ვნახოთ, რითი განსხვავდება დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს საგადასახადო სისტემები

სომხეთი

ბიზნესს, მიუხედავად მისი დამფუძნებლის მოქალაქეობისა, აქვს თანაბარი პირობები სომხეთში. ქვეყნის მთავრობა მხარს უჭერს და სტიმულს აძლევს ინვესტიციურ საქმიანობას მუდმივი მუშაობით საგადასახადო რეჟიმის ოპტიმიზაციაზე.
სომხეთის საგადასახადო სისტემა ორსაფეხურიანია და სახელმწიფო გადასახადებს მიეკუთვნება: 

  • მოგების გადასახადი – 20%;
  • საშემოსავლო გადასახადი – 10-25%;
  • დღგ – 20%;
  • აქციზი.

უცხოელები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე მუშაობენ, დამატებით იბეგრებიან სადაზღვეო კომპენსაციით 5%-ის ოდენობით, სხვა გადასახადები (დივიდენდები, როიალტი) – 15%-ით.


თუ გეგმავთ სომხეთში აიყვანოთ თანამშრომელი, მნიშვნელოვანია, გესმოდეთ სოციალური გადასახადების სისტემა. სახელმწიგო ბიუჯეტში ისინი უნდა ირიცხებოდეს, როგორც ერთი მთლიანი გადასახადი. გაანგარიშება შეიძლება შემდეგნაირად:

  • 1000$ -მდე 1 თვის ხელფასზე სოციალური გადასახადი შეადგენს 5%-ს;
  • 1000$-ზე მეტ 1 თვის ხელფასზე სოციალური გადასახადი შეადგენს 10%-ს;
  • სამეწარმეო საქმიანობის შემოსავალზე:
  • 12500$-ზე ნაკლებ წლიურ შემოსავალზე – 5%;
  • 12500$-ზე მეტი – 10%.


რაც შეეხება დღგ-ს, ზოგ შემთხვევაში, სომხეთში წარმომადგენლობის არმქონე უცხოელების კონტრაგენტი-რეზიდენტები, რომლებიც დღგ-ს გადამხდელები არიან, ამ უცხოელების სახელით აგებენ პასუხს დღგ-ს გადახდაზე.

აზერბაიჯანი

ბოლო წლებში აზერბაიჯანის მთავრობა აქტიურად ატარებს რეფორმებს დაბეგვრის სფეროში და ქმნის მიმზიდველ პირობებს საერთაშორისო ბიზნესისთვის. Doing Business -ის რეიტინგის მიხედვით, აზერბაიჯანმა გადაიწია მე-9 ადგილზე დსთ-ს ქვეყნებს შორის, უფრო მაღალი ადგილი უკავია მხოლოდ საქართველოს, რომელიც 2020 წლის მონაცემებით მე-2 ადგილზეა. ძირითადად ეს რეფორმების დამსახურებაა. აზერბაიჯანში 9 სავალდებულო გადასახადია, რომელთა გადახდაზე აუცილებელია, დახარჯოთ 159 საათი წელიწადში. საერთო საგადასახადო ტვირთი შეადგენს მოგების 40,7%-ს. ამ მომენტის მდგომარეობით აზერბაიჯანში მეწარმეებმა და ფიზიკურმა პირებმა უნდა გადაიხადონ შემდეგი გადასახადები:  

  • მოგების – 0%-დან 25%-მდე;
  • დღგ – 18% (ბრუნვა 120000$-დან);
  • ასევე მიწის და ქონების გადასახადი.

აზერბაიჯანში არსებობს, ე.წ. გამარტივებული გადასახადი, რომლითაც იბეგრება:

  • მცირე საწარმოები 120000$-ის ოდენობის მაქსიმალური წლიური ბრუნვით, დღგ-ს გათვალისწინების გარეშე – 2%;
  • კვების საწარმოები, რომელთა წლიური შემოსავალი აღემატება 120000$-ს – 8%;
  • სამშენებლო და სატრანსპორტო საწარმოები – განსხვავებული განაკვეთებია, რასაც მრავალი ფაქტორი განაპირობებს.

რუსეთი

საგადასახადო სისტემის სიმარტივის რეიტინგის მიხედვით რუსეთი იკავებს 47-ე ადგილს და, დსთ-ს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, აქვს დაბეგვრის სამსაფეხურიანი სისტემა ბიუჯეტთან მიმართებაში: ფედერალური, რეგიონალური და ადგილობრივი.
ფედერალური გადასახადები და მოსაკრებლები:

  • დღგ – 20%;
  • მოგების გადასახადი – 20%;
  • ფიზიკური პირის შემოსავლის გადასახადი – 13%;
  • ასევე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების გადასახადი, წყლის გადასახადი, სახელმწიფო გადასახადისა და მოსაკრებლის სხვადასხვა სახე.

ჯამში ქვეყნის ბიუჯეტში მოგიწევთ გადარიცხოთ 7 გადასახადი, რომელთაგან ერთი ეხება მოგების გადასახადს, ორი – თანამშრომლებს და 4 – სხვა გადასახადს. მსოფლიოს საშუალო მონაცემები გაცილებით მაღალია – 25,6 გადასახადი.
მნიშვნელოვანია, მივიღოთ მხედველობაში ხელშეკრულება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ რუსეთსა და იმ ქვეყანას შორის, რომლის მოქალაქეობაც გაქვთ ან აწარმოებთ საქმიანობას მის ტერიტორიაზე, რათა არ მოგიწიოთ გადასახადის ორჯერ გადახდა. დღეის მდგომარეობით რუსეთს ხელშეკრულება დადებული აქვს 84 ქვეყანასთან, რომელთა შორის, სამწუხაროდ, საქართველო არაა.

უკრაინა

უკრაინაში წელიწადში 135 გადასახადია, და ეს აბსოლუტური ანტირეკორდია ამ მაჩვენებლით, გადასახადის მთლიანი განაკვეთი – 57,1%-ია, 657 საათი. შეგვიძლია, გამოვყოთ გადასახადების 3 ძირითადი ჯგუფი.
გადასახადების პირველი ჯგუფი – დამსაქმებელი ხელფასის მიხედვით გადარიცხავს ბიუჯეტში:

  • საშემოსავლო გადასახადი -18%;
  • სავალდებულო სახელმწიფო სოციალური დაზღვევის ერთიანი შენატანი 22%;
  • სამხედრო მოსაკრებელი -1,5%.

გადასახადების მეორე ჯგუფი – ფიზიკური პირები თავისით იხდიან ერთიან გადასახადს და ერთიან სოციალურ შენატანს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასევე საშემოსავლო გადასახადსა და სამხედრო მოსაკრებელს დაბეგვრის ზოგადი სისტემის შესაბამისად.
გადასახადების მესამე ჯგუფი – იბეგრება პასიური შემოსავლები: საბანკო პროცენტები, როიალტი და ა.შ. ამათგან გადაიხდება გადასახადი 18%-ის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის მსგავსად).
ბუნებრივია, რომ უკრაინის ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი წყარო გადასახადებია. 2020 წელს უკრაინის საგადასახადო სისტემაში რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ ფიქსირდება.

ბელორუსია

მსოფლიოში ფიზიკური პირებისთვის ყველაზე დაბალი საშემოსავლო გადასახადის რეიტინგის მიხედვით, ბელორუსია იკავებს მე-5 ადგილს და საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შეადგენს 12%-ს.
ბელორუსიის რესპუბლიკის საგადასახადო სისტემაც ორსაფეხურიანია: რესპუბლიკური და ადგილობრივი ბიუჯეტები.
რესპუბლიკურ გადასახადებს მიეკუთვნება:

  • მოგების გადასახადი -18%;
  • კაპიტალის გაზრდის გადასახადი -18%;
  • გადასახადი დივიდენდების სახით -12%;
  • როიალტი – 16%;
  • დამატებითი ღირებულების გადასახადი – 20%;
  • აუცილებელი სადაზღვეო შენატანი -35%.

ასევე 2020 წლის დასაწყისიდან ბელორუსიაში მოქმედებს საშემოსავლო განაკვეთების შემდეგი სახეები:

  • საშემოსავლო გადასახადების 16% დარიცხვა ხდება ინდ. მეწარმეების, ადვოკატების და ნოტარიუსების ძირითადი საქმიანობების შემოსავლიდან;
  • 16% იბეგრება ხარჯების გადაჭარბებისას შემოსავალზე;
  • განსაკუთრებული შემთხვევა – მაღალტექნოლოგიურ სფეროში დასაქმებულთა ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადი 9%-ის ოდენობით;
  • 6%-ით იბეგრება დივიდენდები, თუ 3 წლის განმავლობაში მოგება არ გადანაწილდა შიდა მიმღებ პირებს შორის;
  • 0%-ს იხდიან დივიდენდებზე, თუ იქამდე მოგება არ განაწილებულა 5 წლის განმავლობაში.

იურიდიულ პირთათვის ბელორუსიაში გადასახადები არაა დამოკიდებული იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე. ეს ნიშნავს, რომ ბელორუსიაში შპს-თვის გადასახადები ისეთივე იქნება, როგორც ინდ. მეწარმისთვის, იგივე ეხება უცხოურ დაწესებულებებს.

ყაზახეთი

ყაზახეთი იკავებს მეოთხე ადგილს ყველაზე დაბალ საშემოსავლო გადასახადების რეიტინგში მსოფლიოს ქვეყნებს შორის – საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შეადგენს 10%-ს. ყაზახეთის რესპუბლიკის საგადასახადო სისტემა იყოფა ადგილობრივ და საერთო სახელმწიფოებრივ გადასახადებად. მთლიანობაში, ყაზახეთის საგადასახადო სისტემა ჰგავს რუსეთისას, რომელიც ბევრად ლოიალურია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებისა.
ყაზახეთის საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების ძირითადი სახეები:

  • კორპორაციული საშემოსავლო გადასახადი – 20%. არარეზიდენტებისთვის – 10%;
  • დღგ – 12%, წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის ბრუნვა აღწევს 91000$-ს.
  • საშემოსავლო გადასახადი – 10% რეზიდენტებისთვის და 20% არარეზიდენტებისთვის;
  • წყაროსთან გადასახადი – 20% და 5%-დან 15%-მდე;
  • სავალდებულო საპენსიო შენატანი – 10%.

2020 წელს იგეგმება დღგ-ს 8%-მდე შემცირება, ხოლო იურიდიული პირებისთვის და ინდ. მეწარმეებისთვის ქონების გადასახადზე 0%-ის დაწესება იმ საგადასახადო ობიექტებისთვის, რომლებიც გამოიყენება ტურიზმის სფეროში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში.

საქართველო

2020 წელს საქართველომ დაიკავა მე-9 ადგილი იურიდიული პირებისთვის ყველაზე დაბალი მოგების გადასახადების მქონე ქვეყნებს შორის. მცირე ბიზნესისთვის საქართველოში მოქმედებს დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი, რომლის თანახმადაც ბრუნვის გადასახადი შეადგენს 1%-ს. შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი მნიშვნელოვანი სტიმულია საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარებისთვის. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ მიიღო დაბეგვრის ესტონური მოდელი, რომლის მიხედვითაც, კომპანიას არ ეკისრება კორპორაციული გადასახადი შემოსავლის განმეორებით ინვესტიციის შემთხვევაში. საქართველოში ასევე შესაძლებელია, ბიზნესის წარმოება გადასახადებისგან თავისუფალ ზონაში. დაბალი საგადასახადო განაკვეთები, გადასახადებისგან განთავისუფლება, თავისუფალი ეკონომიკური ზონები – ყველა ამ ფაქტორმა საქართველო აქცია ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და ლოიალურ საგადასახადო იურისდიქციად მსოფლიოში.

დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არჩევენ 6 სახის სავალდებულო გადასახადს:

  1. დამატებითი ღირებულების გადასახადი – 18%;
  2. მოგების გადასახადი – 15%;
  3. საშემოსავლო გადასახადი – 20%
  4. დივიდენდებზე – 5%;
  5. გადასახადი იმპორტზე – 0%, 5% ან 12%;
  6. წყაროსთან გადასახადი – 10%-დან 15%-მდე;
  7. აქციზი – არაფიქსირებული თანხა


ყველა ჩამოთვლილი გადასახადი რეგულირდება სახელმწიფოს მიერ, გარდა ქონების გადასახადისა, რომელსაც ადგილობრივი ორგანოები ადგენენ.
ასეთი მიდგომა რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს საშუალებას აძლევს, შექმნან მომგებიანი ბიზნესი საქართველოში, რაც ადრე საკმაოდ რთული იყო, როდესაც სახელმწიფოში იყო 22 სახის გადასახადი.
დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს საგადასახადო სისტემები ასევე განსხვავდებიან იმით, რომ საქართველოში საპენსიო გადასახადი ყველაზე დაბალია, მათ შორის 2%-ს იხდის თანამშრომელი, 2%-ს – კომპანია და 2%-ს – თვითინ სახელმწიფო.