საბაჟო გადასახადები საქართველოში 2020 წელს იბეგრება საქონელი, რომელიც კვეთს საზღვარს ან გადის საბაჟო კონტროლს. საქართველო საკმაოდ მოსახერხებელი წერტილია საქონლის ტრანზირებისთვის, რადგან იგი მდებარეობს ევროპასა და აზიას შორის და, ასევე, აქვს პირდაპირი გასავალი ზღვაზე. ამ ადგილმდებარეობის განსაკუთრებულობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა არ უქმნის არანაირ დაბრკოლებას მრავალმხრივ ვაჭრობას, ამიტომ სახელმწიფოს ბევრ ქვეყანასთან აქვს დადებული ხელშეკრულება ნებისმიერი კანონიერი საქონლის უპრობლემო ექსპორტსა და იმპორტზე. 

სულ საქართველოში არის საქონლის გატარების 4 დერეფანი

მწვანე: მებაჟეები არ ამოწმებენ არც საბუთებს, არც საქონელს.
ყვითელი: შეისწავლიან საბუთებს (მაგ., რამდენად შეესაბამება ინვოისის ღირებულება საბაზროსას).
წითელი: ამოწმებენ როგორც საბუთებს, ისე საქონელს.
ლურჯი: წინასწარ ითვალისწინებენ საბაჟო დეკლარაციას, საქონლის საქართველოს საზღვარის გადაკვეთამდე. ეს ძალიან მნიშვნელობანია მალფუჭებადი პროდუქტებისთვის.

საბაჟო გადასახადის ოდენობა საქართველოში

2020 წელს საქართველოში საზღვარზე საქონლის გაფორმების საბაჟო გადასახადი დამოკიდებულია განბაჟების დროზე:

  • პარტიაზე 400 ლარი სამუშაო დროს;
  • პარტიაზე 800 ლარი ღამის პერიოდში.

როგორ ხდება გადასახადების გაფორმება?

საბაჟო გაფორმების გადასახადი და დღგ ან იმპორტზე გადასახადი ავტუმატურად არ ჩამოიწერება, აუცილებელია, მათი გადარაციცხვა სახაზინო ანგარიშზე. საბაჟოზე გეძლევათ სამახსოვრო ფურცელი და იგივე საბუთი იტვირთება გადამხდელის პირად კაბინეტში შემოსავლების სამსახურის პორტალ rs.ge-ზე. გადასახადი გამოითლება ინვოისის (მისი ფასის) საფუძველზე.

მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ საბაჟო მოსაკრებელი ირიცხება ერთ ანგარიშზე, ხოლო იმპორტის გადასახადი (დღგ) -მეორეზე.

საბაჟო კონტროლის გავლისთვის აუცილებელი საბუთები

მძღოლმა უნდა იქონიოს შემდეგი საბუთები:

  • მოქმედი პასპორტი;
  • ნაციონალური ან საერთაშორისო მართვის მოწმობა.

სატრანსპორტო საშუალებისთვის უნდა იქონიოთ შემდეგი საბუთები:

  • ნებართვა;
  • სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის საერთაშორისო სერტიფიკატი.

ტვირთისთვის უნდა იქონიოთ შემდეგი საბუთები:

  • TIR-წიგნაკი;
  • ინვოისი;
  • სატვირთო დეკლარაცია, ქართულულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე.

საბაჟო გაფორმების და გამშვები პუნქტები

გადასახადები, რომლებიც იბეგრება საზღვარზე

საქონლის საზღვარზე გატარებასთან დაკავშირებული ძირითადი გადასახადი არის იმპორტის გადასახადი. ნომენკლატურიდან გამომდინარე, ის შეიძლება შეადგენდეს 0%-ს, 5%-ს და 12%-ს. მაგალითად, 0,5 ლიტრი მოცულობის შუშის ბოთლებზე გადასახადი არ გეკისრებათ, მაგრამ მათი პლასტმასის თავსახურები 5%-ით იბეგრება. 300 ლარამდე ღირებულების საქონელი არ ექვემდებარება განბაჟებას, 300-15000 ლარისა შეიძლება განბაჟდეს საზღვარზე, უფრო მეტი ღირებულების – მხოლოდ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში. საქონლის და საგადასახადო განაკვეთების სიას შეგიძლიათ, გაეცნოთ საქართველოს საგადასახადო კოდექსში.

იმპორტზე გადასახადის გარდა, განბაჟება ასევე მოიცავს დღგ-ს გადახდას. თუ დღგ-ს არგადამხდელი კომპანიისთვის ეს სუფთა ხარჯია, მაშინ იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იხდიან დღგ-ს, ითვლიან მას, როგორც საბაჟოზე გადახდილს.

იმპორტის გადასახადის გადახდის გამონაკლისები

არსებობს საქონლის შემოტანის დროებითი რეჟიმი, ასეთ შემთხვევაში, საქონელი მთლიანად ან ნაწილობრივ თავისუფლდება იმპორტის გადასახადის გადახდისგან. ვადას განსაზღვრავს დეკლარანტი მაქსიმალური ვადა შეადგენს სამ წელს ან ინიშნება შემოსავლების სამსახურის მიერ. დროებითი შემოტანა შეიძლება გარკვეულწილად გადავადდეს, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს.
ასევე არსებობს სხვა გამონაკლისებიც:

  • თევზზე ან მის პროდუქციაზე, რომელიც დაჭერილ ან წარმოებულ იქნა საქართველოს ტერიტორიებს გარეთ, მაგრამ ქართული გემების მიერ;
  • საქონელზე, რომლიც განკუთვნილია სტიქიური უბედურებების, კატასტროფების ლიკვიდაციისთვის ან ჰუმანიტრული დახმარებისთვის;
  • გრანტებით დაფინანსებულ საქონელზე ან პროდუქციაზე (გრანტის პროცენტი არაუმეტეს 25-ისა);
  • საქონელზე, რომელიც შედის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ექსპორტი საქართველოში არ იბეგრება.

რათა დარწმუნებულნი იყოთ, რომ თქვენი საქონელი პრობლემების გარეშე გაივლის საბაჟო კონტროლს და წინასწარ იცოდეთ ყველა იმ მახასიათებელზე, რომლებიც კონკრეტულად თქვენს შემთხვევას უკავშირდება, უმჯობესია, წინასწარ გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან, იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ შესაძლო გაუგებრობები და არ მიაყენოთ სერიოზული ზარალი თქვენს ბიზნესს საბაჟოზე შეყოვნების გამო. შეავსეთ ქვემოთ მოყვანილი განაცხადი და მიიღეთ მთლიანი და უფასო კონსულტაცია.

შეიტყვეთ დეტალურად საბაჟო გადასახადებზე თქვენი საქონლისთვის

შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმა, რათა მიიღოთ უფასო კონსულტაცია საბაჟოზე თქვენს კონკრეტულ შემთხვევაზე.