საბუღალტრო კომპანია Jara Accounting-ის ისტორია დაიწყო პროექტ Jara-ს საინვესტიციო ფონდის დაწყებასთან ერთად. ფონდი დაარსდა 2017 წელს საქართველოში მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით. Jara-ს ფონდის ერთ-ერთ მახასიათებელს წარმოადგენს მაღალი ხარისხის B2B მომსახურების გაწევა იმ პროექტებისთვის, რომლებშიც ფონდი იღებს მონაწილეობას. ასეთი მიდგომა ეხმარება რისკების შემცირებას იმ ბიზნესების წამოწყებისას, რომლებიც დაკავშირებულია მომსახურების ხელშემწყობი მომწოდებლების არჩევისას დაშვებულ შეცდომებთან. ფონდ Jara-ს ერთ-ერთი მოდული გახდა საბუღალტრო კომპანია Jara Accounting.
კომპანიის ძირითად მიმართულებებად იქცა ბიზნესის რეგისტრაცია (დისტანციური და პირადი დასწრებით), დახმარება კომპანიის გახსნაში საქართველოს ვირტუალურ და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება, დეკლარაციების მიწოდება, გადასახადების ადმინისტრირება, საგადასახადო დაგეგმარება, იურიდიული დახმარება და საფინანსო და საბუღალტრო ბლოკის სხვა დამხმარე ფუნქციები.