საქართველოში 2017 წლიდან იურიდიულ პირებს აქვთ უფლება არ გადაიხადონ მოგების გადასახადი, თუ მას კვლავ ბიზნესის ინვესტირებას მოახმარენ, ამასთან ერთად, თავისუფლდებიან დივიდენდებზე გადასახადისგან. წაიკითხეთ დეტალურად საქართველოში დივიდენდებზე გადასახადის შესახებ.

დივიდენდი არის იურიდიული პირის მიერ აქციონერებს/მეწილეებს შორის მოგების განაწილების შედეგად აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული აქციონერის/მეწილეს ნებისმიერი შემოსავალი ( მათ შორის, პრივილეგიური აქციების პროცენტების სახით).

გადასახადი დივიდენდებზე საქართველოში

გადასახადი დივიდენდზე შეადგენს 5%-ს და იბეგრება ესტონური საგადასახადო მოდელით. მას კომპანია იხდის (შპს, სს). გადახდა ხდება მოგების გადასახადთან ერთად, როდესაც კომპანია ანაწილებს მოგებას ბენეფიციარებს შორის. განაწილებული მოგება იბეგრება ჯერ მოგების გადასახადით 15%, შემდეგ კი დივიდენდები იბეგრება 5%. დივიდენდების გადასახადი ექვემდებარება ყოველთვიურ დეკლარირებას. საგადასახადო აგენტის სახით წარდგება კომპანია, და არა ფიზიკური პირი.
შესაძლებელია, არარეზიდენტი ბენეფიციარის მიერ საცხოვრებელ ქვეყანაში მიღებული შემოსავლის გადასახადის გადახდის შემთხვევაში მისი ანაზღაურება, თუკი საქართველოსა და რეზიდენტ ქვეყანას შორის გაფორმებულია შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ.

როგორ გამოვთვალოთ გადასახადი დივიდენდზე?

ჩვენ მოგვყავს დაახლოებითი გაანგარიშება 1000 ლარზე ჩვეულებრივი შპს-სგან, რათა თქვენთვის უფრო მარტივი გახდეს იმის გაგება, თუ როგორ იბეგრება დივიდენდები.
ვიხდით მოგების გადასახადს:

  • 1000/0,85=1176,47

ვიხდით გადასახადს დივიდენდზე:

  • 1176.47/0.95=1238.39
  • 1238,39*15%=185,76 მოგების გადასახადის 15% იხდით ბიუჯეტში
  • 238,39-185.76 = 52,63 დივიდენდზე გადასახადის 5% იხდით ბიუჯეტში

ვირტუალური ზონა

IT კომპანიები საქართველოს ვირტუალურ ზონაში არ იხდიან დღგ-სა და კორპორატიულ გადასახადებს, გარდა ზუსტად ამ გადასახადებისა დივიდენდზე. ვირტუალურ ზონაში დივიდენდზე გადასახადის გაანგარიშების განხილვა შესაძლებელია ისევ 1000 ლარის მაგალითზე:
1000/0,95=1052.63 სადაც 52.63 დივიდენდზე გადასახადის 5%-ია, რომელსაც იხდის ბიუჯეტში.
თუ წააწყდით რაიმე სირთულეს დივიდენდზე გადასახადის დამოუკიდებლად დაანგარიშებისას ან საგადასახადო დეკლარიაციის შევსებისას, მაშინ მიმართეთ ჩვენს სპეციალისტებს. დატოვეთ განაცხადი საიტზე, ჩვენ გადმოგირეკავთ და უფასოდ გაგიწევთ კონსულტაციას.