იმის მიუხედავად, რომ კრიპტოვალუტა უკვე დიდი ხანია, წარმოადგენს გადახდის ლეგალურ ფორმას, ჯერ კიდევ არ არსებობს გლობალური გაგება იმისა, თუ როგორ უნდა კლასიფიცირდეს და ეფექტურად დაიბეგროს ფიზიკური და იურიდიული პირების ეს დიდი შემოსავლის წყარო. კრიპტოვალუტის დაბეგვრის ძირითადი მიზანია არალეგალურ ბრუნვასთან ბრძოლა. მოდით, განვიხილოთ, რა გადასახადების გადახდა მოუწევთ კრიპტოვალუტაში ინვესტიციის მწარმოებლებს, თუ ისინი საქართველოს საგადასახადო რეზიდენტები იქნებიან, და გავარკვევთ, რა სახის გადასახადებისგან თავისუფლდებიან კერძო ინვესტორები და რომელი გადასახადების გადახდა ევალებათ იურიდიულ პირებს. ასევე, კერძოდ როგორი გადასახადებია საქართველოში კრიპტოვალუტაზე, როგორ იბეგრება კრიპტოვალუტის გაცვლა და გენერაციისთვის გამოთვლითი (ჰეში) სიმძლავრეების გაყიდვა.

გადასახადები კრიპტოვალუტაზე საქართველოში

კრიპტოვალუტის მოპოვების მხრივ, საქართველო შედის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების რიცხვში. წელს საქართველომ დაიკავა მესამე ადგილი, მის წინ აღმოჩნდა მხოლოდ ჩინეთი და ვენესუელა. ხელმისაწვდომი ფასები ელექტროენერგიაზე და ლოიალური საგადასახადო პოლიტიკა იზიდავს მეწარმეებს მთელი მსოფლიოდან საქართველოში კრიპტომოპოვებისთვის.

ჯერ კიდევ 2019 წელს ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა საჯარო გადაწყვეტილება საქართველოში კრიპტოვალუტის მიმართ მოქმედი გადასახადების შესახებ. განკარგულების თანახმად:

  • ფიზიკური პირები განთავისუფლებულები არიან ნებისმიერი მოგების გადასახადისგან, რომელიც მიღებული იყო კრიპტოვალუტის გაყიდვით;
  • კრიპტოვალუტის რეალიზაცია (მისი გაცვლა ქართულ ან სხვა ნაციონალურ ვალუტაზე) არ იბეგრება დღგ-ით (ვრცელდება როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებზე);
  • გამოთვლითის (ჰეშ-სიმძლავრის) გაყიდვა საქართველოდან სხვა ქვეყანაში ასევე არ იბეგრება დღგ-ით. გარდა ამისა, ასეთ ოპერციებზე შენარჩუნებულია დღგ-ს ჩათვლის უფლება (გამოიყენება როგორც იურიდიულ პირებზე);
  • გამოთვლითის (ჰეშ-სიმძლავრის) გაყიდვა საქართველოს ტერიტორიაზე ( საქართველოს რეზიდენტიდან საქართველოს რეზიდენტზე) წარმოადგენს ისეთ ოპერაციას, რომელიც იბეგრება დღგ-ით;

თუ თქვენ საქართველოში დაარეგისტრირებთ კრიპტოკომპანიას, მომგებიანად შეამცირებთ გადასახადებზე თქვენს ბიუჯეტს. ხოლო თუ დარეგისტრირდებით სამიდან ერთ-ერთ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში – გადასახადებს დაიყვანთ მინიმუმამდე. დაწვრილებით თიზ-ს დაბეგვრის სისტემის შესახებ შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.

აბსოლუტური კონფიდენციალურობა

საქართველო არ მონაწილეობს საფინანსო ინფორმაციის ავტომატურ გაცვლაში, რაც გარანტირებულად იცავს თქვენი აქტივების კონფიდენციალურობას.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ საქართველო 2023 წლისთვის გეგმავს, დაიწყოს საბანკო მონაცემების გაცვლა CRS-ის პროტოკოლის მიხედვით , მაგრამ ამჟამად ამასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს.

კრიპტოვალუტის გაყიდვა ფიზიკური პირებისთვის

თუ ფიზიკური პირი გახდება საქართველოს რეზიდენტი, ის არ დაიბეგრება იმ მოგების გადასახადით, რომელიც მიღებული იყო კრიპტოვალუტის გაყიდვით, იგივე ეხება დღგ-ს, რომელიც არ ვრცელდება ასეთ ტრანზაქციებზე.

კრიპტოვალუტის გაყიდვა იურიდიული პირებისთვის

ქართული კომპანიის მიერ კრიპტოვალუტის გაყიდვისგან მიღებული მოგება იბეგრება 15%-იანი მოგების გადასახადით.
საჭიროა, ხაზი გაესვას იმას, რომ საქართველოში მოქმედებს განსაკუთრებული სისტემა, ესტონურის ანალოგიური. თუ ქართული საწარმო გადაწყვეტს, კი არ გაანაწილოს მოგება, არამედ მისი რეინვესტირება მოახდინოს, მას არ მოუწევს კორპორაციული გადასახადის გადახდა რეინვესტირებულ თანხაზე. დივიდენდების წყაროზე განაწილების შემთხვევაში, 15% კორპორაციულ გადასახადს დაემატება გადახდაზე 5%-იანი გადასახადი.

დღგ და კრიპტოვალუტა

ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, გადასახადების სფეროში დღგ იბეგრება ორ შემთხვევაში: საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის მიწოდებისას და მომსახურების გაწევის შემთხვევაში. დღგ-ს განაკვეთი შეადგენს 18%-ს. გარდა ამისა, ფული არ ითვლება საქონლად, ამიტომ ფულთან დაკავშირებული ოპერაციები არ იბეგრება დღგ-ით.

გადაწყვეტილების თანახმად, ნებისმიერი კრიპტოვალუტის გაყიდვას (მის გადაცვლას ქართულ ან სხვა ვალუტაზე) აქვს ისეთივე ხასიათი, როგორიც ფულის გაცვლას. შედეგად, კრიპტოვალუტა არ მიეკუთვნება იმ ოპერაციებს, რომლებიც იბეგრება დღგ-ით.

დღგ ჰეშ-სიმძლავრის ყიდვა-გაყიდვაზე

თუ ის, ვინც იღებს ან იყენებს ელექტრონულ მომსახურებას, საქართველოს რეზიდენტია, ეს საქმიანობა თავისი არსით წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებას, და, პირიქით, თუ მომსახურების მიმღები ან გამომყენებელი არ არის საქართველოს რეზიდენტი, მაშინ ეს მომსახურება ჩაითვლება ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაწეულად.

ჰეშ-სიმძლავრის გაყიდვა არ ექვემდებარება დღგ-ს, თუ ქვეყნის რეზიდენტი ყიდის მას არარეზიდენტზე, ხოლო საპირისპიროდ იგი იბეგრება დღგ-ით, ანუ, თუ რეზიდენტი ყიდულობს არარეზიდენტისგან. საბოლოოდ, ჰეშ-სიმძლავრის მიყიდვა რეზიდენტის მიერ რეზიდენტისთვის კი იბეგრება დღგ-ით, რომელიც შეადგენს 18%-ს.

წყაროსთან გადასახადი

მომსახურების გადასახადი არარეზიდენტებისთვის იბეგრება წყაროსთან გადასახადით, რომლის განაკვეთი შეადგენს 10%-ს, თუ არარეზიდენტის ასეთი შემოსავალი ითვლება მიღებულად ქართული წყაროდან. ქვეყნის გარედან საქართველოში ჰეშ-სიმძლავრის გაყიდვა ჩაითვლება თუ არა საქართველოს შემოსავლის წყაროდ, დამოკიდებულია კონკრეტულ ფაქტორებსა და გარემოებებზე. მნიშვნელოვანი ფაქტორი მაინც საქონლის გაყიდვაა, რაც ნიშნავს, რომ ამ გადასახადით, რომელიც მომსახურების ოპერაციებზე ვრცელდება, დაბეგვრის ალბათობა მცირეა.

საგადასახადო ხელშეკრულებების გამოყენება

საქართველოს 56 ქვეყანასთან აქვს დადებული ხელშეკრულება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ. ის შეიძლება გამოყენებული იყოს, როდესაც საქართველოს რეზიდენტი ჰეშ-სიმძლავრისთვის უხდის არარეზიდენტს ან პირიქით. მომსახურების მომწოდებელ რეზიდენტ ქვეყნებს ენიჭებათ დაბეგვრის განსაკუთრებული უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხვა ქვეყანაში არის მუდმივი წარმომადგენლობა, რაც, წესით, არ უნდა იყოს, ოპერაციის ხასიათიდან გამომდინარე. საგადასახადო შეთანხმების გამოყენებისას, დაკავებული გადასახადი არ უნდა იბეგრებოდეს, როდესაც ჰეშ-სიმძლავრის გადახდა ხდება საქართველოდან სხვა ქვეყანაში.

 

როგორც შეამჩნევდით, კრიპტოვალუტის მაინინგი, გაყიდვა და გაცვლა საქართველოში არც ისე ლოიალურ პირობებში ხდება, თუმცა მაინც ბევრი ნიუანსი აქვს. იმისათვის, რომ ზუსტად იცოდეთ, თუ რა გადასახადებით დაიბეგრება თქვენი კომპანია საქართველოში დარეგისტრირების შემთხვევაში, გაანგარიშების მისაღებად უმჯობესია, მიმართოთ პროფესიონალებს. დატოვეთ განაცხადი და მიიღეთ უფასო კონსულტაცია საქართველოში კრიპტოვალუტის დაბეგვრის სისტემის შესახებ.

 

შეავსეთ განაცხადი და მიიღეთ უფასო კონსულტაცია